ბექჰემის ავტობაზარი
ბექჰემების ოჯახმა საბოლოოდ გადაწყვიტა გადაბარგება და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნება, რის გამოც, მათ გადაწყვიტეს თავიანთი ქონების გასხვისება ინგლისში. დევიდმა თავისი ავტოპარკით დაიწყო და გასაყიდად გაიტანა რამდენიმე ძვირად ღირებული რარიტეტული ავტომობილი: ორი „ბენტლი”, „რეინჯროვერი”, „ლამბორჯინი გალარდო” და „ბეემვე 645”. ამ ავტომობილების ნომინალური ფასი 500 ათას ფუნტს აჭარბებს. ყველა ავტომობილი ჰარტფორდშირის საგრაფოში, ბექჰემის სასახლის ფარეხში დგას და, ვარაუდობენ, რომ თითოეულის ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს. ცნობილია, რომ თავის ავტომობილებს ბექჰემი, ყოველთვის, ორმაგ ფასად ყიდის, მაგალითად, 1997 წლის გამოშვების „ბეემვე M3” დევიდმა 2005 წელს 90 ათას ფუნტად გაყიდა, არადა მისი ყიდვა ორჯერ ნაკლები ფასი დაუჯდა.