როდმანის პრობლემები
NBA-ს ექსვარსკვლავს, სკანდალურ და ექსცენტრიკულ დენის როდმანს, პრობლემები აქვს და შესაძლოა სულ მალე ის ციხეში აღმოჩნდეს. ლაპარაკია ფინანსურ პრობლემებზე: როდმანს დაახლოებით 800 ათასი დოლარი ვალი აქვს, გარდა ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, ხოლო სასამართლომ ის რამდენიმე ხნის წინ სულაც ბანკროტად გამოაცხადა. 50 წლის ყოფილი კალათბურთელი, მისი გარემოცვის თქმით, შესაძლოა, მალე უსახლკაროდ დარჩეს, გადაუხდელი ალიმენტების გამო კი, ახლო მომავალში, სასამართლო მოსმენაა დანიშნული და მას პატიმრობაც ემუქრება.