მარკო და ადრიანა მეორე შვილს ელოდებიან
კალათბურთელი მარკო იარიჩი და მისი მეუღლე, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმა მეორე შვილს ელოდებიან, რომლის სქესი მათთვის ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ წყვილი ამჟამად 2 წლის ვალენტინას აღზრდით არის დაკავებული. პატარა ვალენტინამ უკვე იცის, რომ და ან ძმა ეყოლება და დედის მუცელს პერიოდულად ეფერება და ჰკოცნის. რამდენიმე ხნის წინ ადრიანამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მარკო არის სწორედ ის მამაკაცი, რომელთანაც ის თავს ბედნიერად გრძნობს.