კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის „გადმოაბარგებს“ ბრენდონ სტოუნი ცოლს თბილისში ქმარშვილიანად და რატომ ელოდება ის კულტურის მინისტრად დანიშვნას

მომღერალი ბრენდონ სტოუნი, იგივე ბესიკ შპეტიშვილი, უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. თავის სამშობლოში იშვიათი სტუმარია, და შესაბამისად, მის შემოქმედებასაც ქართველი მსმენელი ნაკლებად იცნობს. თუმცა, ევროპის ბევრ ქვეყანაში მისი კონცერტები ხშირად იმართება. სხვა ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით, ბრენდონს არც ქართულად ლაპარკი დავიწყებია და არც ქართული ტრადიციები. გერმანიაში, ამერიკაში, რუსეთში, უკრაინასა თუ სხვა ქვეყნებში, ის კონცერტის დაწყებამდე ხმამაღლა, სიამაყით აცხადებს სცენიდან, რომ ქართველია.

 

ბრენდონ სტოუნი: ყველა ქვეყანაში იციან, რომ მე ქართველი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამშობლოში იშვიათად ჩამოვდივარ. თბილისში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ეს ქალაქი ჩემთვის განსაკუთრებულად ლამაზი და საყვარელია. ბავშვობაში ანსამბლ „ნერგებში” რომ ვმღეროდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ უცხო მხარეში მომიწევდა ცხოვრება და მუშაობა. ვერ წარმომედგინა, თბილისის გარდა, სხვაგან თუ გავძლებდი, მაგრამ ახლა, ფაქტობრივად, დედამიწაზე არ ვცხოვრობ, სულ ცაში ვარ (იცინის). მართალია, გერმანიაში ვცხოვრობ ძირითადად, ოჯახიც იქ მყავს, მაგრამ, იმდენჯერ მიწევს თვის განმავლობაში ფრენა, ალბათ, ცოტა ხანში პილოტის ორდენს გადმომცემენ (იცინის). რომ  იტყვიან, ბერლინიდან ავიღე სტარტი და ახლა უამრავ ქვეყანაში მიწევს ჩასვლა და კონცერტების გამართვა. ვხუმრობ ხოლმე, სულ ცაში ვარ მიმინოსავით და დავფრინავ, მეშინია, მიწაზე სიარული არ დამავიწყდეს-მეთქი (იცინის). ბერლინში ჩემი ხმის ჩამწერი სტუდიაც გავხსენი და  ცენტრალურ ქუჩაზე – ბარი, სადაც ქართულ სიმღერებს თავად ვმღერი. არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ქართული სიმღერით არ აღფრთოვანდეს. ბრენდონ სტოუნი კი ვარ, მაგრამ, არასდროს დამიმალავს ჩემი წარმოშობა. ყველამ იცის, რომ მე ქართველი ვარ. მართლა იმდენი საქმე მაქვს, აღარც კი ვიცი, როგორ ვასწრებ ალბომის ჩაწერას. ხანდახან ჩემი თავის მიკვირს. სულ მინდა ოჯახში, ცოლ-შვილთან ვიჯდე მშვიდად, მაგრამ, ჩემი გიჟური გრაფიკის გადამკიდე, ამას ვერ ვახერხებ. სულ სტუდიაში ვარ, სულ თვითმფრინავზე მაგვიანდება, სულ იმას ვფიქრობ, რა შევქმნა ახალი, ვის რა სიმღერა დავუწერო. ღამეებს ვათენებ ხოლმე სტუდიაში. დილიდან დილამდე ვარ დაკავებული. 

– იურმალაში „ახალი ტალღის” კონკურსისთვის მზადება უკვე დაიწყო და კონკურსანტების შერჩევაც ხდება. როგორც ვიცი, ამ პროცესში აქტიურად ხარ ჩართული.

– დიახ,  მომავალი კონკურსანტების ნახევარფინალის, ანუ ათეულის  შესარჩევი ტურები  უკვე დაიწყო. 2007 წელს თავად ვიღებდი ესპანეთის სახელით მონაწილეობას და ვიცი, როგორი დონის, სირთულის, კრიტერიუმისა და გემოვნების კონკურსიცაა. რევზინმა სწორედ მაშინ შემამჩნია და მოვეწონე, როგორც მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. ამიტომ, დამტოვა იქ სამუშაოდ, როგორც საუნდ-პროდიუსერი.  ყველა კონკურსანტს ვეხმარები, ვუწერ სიმღერებს და  იწყება თუ არა „ახალი ტალღა”, მეც იქ ვარ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ძალიან მინდა, წლევანდელ „იურმალის“ კონკურსზე ქართველი მიშა სულუხია ვიხილო კონკურსანტად. ზუსტად ვიცი, ჟიურის წევრებს მოხიბლავს თავისი შესაძლებლობებით და არ არის გამორიცხული, გრანპრიც დაიმსახუროს. სხვათა შორის, შარშან ძალიან გამიმართლა, რადგან „ახალი ტალღის” გამარჯვებული და გრანპრის ფლობელი გახდა ჩემი შერჩეული კონკურსანტი ნიუ-იორკიდან – ჯეიდენ ფელდერი. ახლა, „ევროვიზიისთვის“ ვემზადები. ლიტველ მომღერალს, დონი მონტენს დავუწერე სიმღერა და ამ სიმღერით გავიდა ფინალში. 

– საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ ანრი ჯოხაძე წარსდგება. თუ იცნობ ამ მომღერლის შესაძლებლობებს და როგორ აფასებ მის შანსებს?

– ვიცი, ანრი რომ გამოდის საქართველოს სახელით და ძალიან მიხარია, რადგან ძლიერი დიაპაზონის ხმა აქვს და კარგი მომღერალია. ლიტვა და საქართველო, ერთმანეთს, „ევროვიზიის“ კონკურსზე, ყოველთვის მაქსიმალურ ქულას, 12-ს აძლევენ. სხვათა შორის, ლიტველებთან მქონდა ამაზე ლაპარაკი და მითხრეს, ჩვენგან ქართველები მხარდაჭერას ელოდეთ და იგივეს ველით ჩვენცო. 

– ესე იგი, „ევროვიზიაზე“ ლიტვის სახელით გამოხვალ?

– დიახ, ასეა. მე კომპოზიტორი ვარ და რომელი ქვეყნის მომღერალიც მთხოვს სიმღერის დაწერას, მას ვეხმარები. ამაში მთელ ჩემს გულს, სულსა და ენერგიას ვდებ. ვილნიუსში ჩავწერეთ მე და დონიმ „ევროვიზიისთვის“ სიმღერა, გავაკეთეთ რემიქსი, ვიმუშავეთ იმიჯზე და კმაყოფილი ვარ. სიმღერა სიყვარულზეა, ჰქვია „დაბრუნდი ჩემთან“. ხომ იცით, მე და სიყვარული განუყოფელი ვართ (იცინის). სხვათა შორის, ეს სიმღერა გავაკეთე ქართულ ენაზეც. კარგი გამოვიდა ის ლიტვურ-ქართული სერიალისთვის – „ღვინის გზა“  და ახლა, თუ დააკვირდებით, იქ ჩემს ხმასაც ამოიცნობთ. თავად ვასრულებ სიმღერას. ამ სერიალის პროდიუსერი, დონი მონტენის პროდიუსერიცაა და ეს იდეა მას ეკუთვნის. მითხრა, ქართულად გავაკეთოთ ეს სიმღერა და საქართველოში გავუგზავნი ჩემს პროდიუსერებს, ნახავენ და მოეწონებათო. ასეც მოხდა. ასე რომ, „ღვინის გზაში“ მეც მოვიხადე ჩემი მოკრძალებული ქართული ვალი და ეს გზა მეც გავიარე (იცინის).

– ევროპაში საკმაოდ წარმატებული ადამიანი ხარ, ქუჩაში გცნობენ, შენს კონცერტებზე დადიან, შენს სიმღერებს უსმენენ და ასრულებენ. როგორ გგონია, საქართველოშიც ასეთივე პოპულარული ხარ?

– არ ვიცი (იცინის). ფაქტია, ბათუმში რომ კონცერტი გავმართე, იმდენი ხალხი მოვიდა, ნამდვილად არ ველოდი. გაოცებას ვერ ვმალავდი, დარბაზი სავსე იყო. საქველმოქმედო კონცერტი გახლდათ და საკმაოდ ბევრი ბილეთი გაიყიდა. ბედნიერი ვარ, რომ ამით პატარა გიორგის დავეხმარე. კონცერტამდე გამაფრთხილეს, ქართველები ხომ იცი, როგორი ხალხია, თუ არ მოეწონათ გამომსვლელი, ტაშს არ უკრავენ და არ მიაქციო ყურადღება, განაგრძე სიმღერაო. დამიჯერეთ, ვინც იქ იყო, დამეთანხმება, რომ ყოველი სიმღერის შემდეგ, ოვაციით დარბაზი ინგრეოდა. საქართველოში ისე კარგად მიმიღეს, რომ ყველა ქვეყანას გადაუჯოკრეს. ოცი წელია, აქედან წავედი და ამ წლების შემდეგ, პირველი კონცერტი ჩავატარე. ახლა ზაფხულს ველოდები, რომ ისევ ჩამოვიდე და ქართველი მსმენელისთვის დავიხარჯო. როგორც გავიგე, კიდევ უნდათ ჩემი დაპატიჟება. ეს დიდი პატივია ჩემთვის. სულ მეხვეწება ჩემი უკრაინელი  ცოლი, ასე რომ აქებ ამ შენს სამშობლოს, იქნებ მეც მაღირსო მისი ნახვაო. მე კიდევ ვეხუმრები, თუ კულტურის მინისტრობა შემომთავაზეს, კი არ გაჩვენებ, საქართველოში ქმარშვილიანად „გადაგასახლებ“-მეთქი (იცინის). საქართველოდან გერმანიაში რომ ჩავედი, ყველას ვუყვებოდი, ისეთი ლამაზია თბილისი და ბათუმი, ამ ზაფხულს ჩანთები ჩაალაგეთ-მეთქი. ასე რომ, ტურისტების მოზიდვას და ეკონომიკის ამ მხრივ განვითარებას, ქართველებო, ჩემგან ელოდეთ, ოღონდ წილში ვარ (იცინის).

 

 

скачать dle 11.3