კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გააგიჟა და გადარია ოთო ფოლადაშვილმა და რა არ ეპატიება ნუკი კოშკელიშვილს

„ცეკვავენ ვარსკვლავების” ბოლო კვირის ნამდვილ ფავორიტებად ნუკი კოშკელიშვილი და ოთო ფოლადაშვილი იქცნენ. მათთან ინტერვიუ რეპეტიციის შემდეგ ჩავწერე და საკუთარი თვალით ვნახე, რამდენ ენერგიას ნერვებს (დროზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ხარჯავენ თითოეული ილეთის შესწავლაზე. ერთმანეთისგან ინტერვიუს აღების თავი არც ერთს აღარ ჰქონდა, თუმცა, საუბრის დაწყებასთან ერთად, საღერღელიც აეშალათ.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნუკი კოშკელიშვილი

– ოთო, კმაყოფილი ხარ ჩემთან მუშაობით?

– გადარეული ვარ ნუკიზე, ისე ინდომებს და იმდენს მუშაობს, საყვედური ნამდვილად არ მეთქმის. მოკლედ, კარგი გოგო ხარ და ძალიან მიხარია, რომ ერთად მოგვიწია მუშაობა. რამდენი ტურიც იყო, ყველგან მართლა მაქსიმალური გააკეთე. 

– რა ბიჭი მყავხარ, უსარყვარლესი! ჩემი ნერვიულობა ხელს ხომ არ გიშლის?

– არა, პირიქით, სულ უემოციოდ ყოფნა საშინელება იქნებოდა. ცოტა ნერვიულობა და ღელვა უხდება კიდეც სცენას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზომიერად, გადაჭარბებული არაფერი ვარგა. 

– როგორი იმედები გაქვს პროექტთან დაკავშირებით? შენი, როგორც პროფესიონალის ობიექტური აზრი მაინტერესებს.  

– იმედი მაქვს. იმედის გარეშე მონაწილეობას საერთოდ დაეკარგებოდა აზრი. შენშიც დარწმუნებული ვარ. მე ჩემი საქმე ვიცი, შენ – შენი და, მგონია, რომ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. საერთოდ, პარტნიორის ნდობა უმნიშვნელოვანესია ამ საქმეში.

– ოთო, მართალია, შენზე ყველაფერი ვიცი, მაგრამ, მინდა, მკითხველსაც მოუყვე, როდის დაიწყე ცეკვა, რა მიღწევები გაქვს ამ სფეროში?

– ცეკვა 6 წლის ასაკში დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდა, მაინც ჩემი გადაწყვეტილება იყო და არა ჩემი მშობლების. ჩემი და დადიოდა ცეკვაზე და მშობლებთან ერთად გარეთ ველოდებოდი ხოლმე, როდის გამოვიდოდა. ვიჯექი ასე ჩემთვის, მომბეზრდა მუდმივი ლოდინი და შევედი რეპეტიციაზე. ერთ გაკვეთილზე შევედი, მეორედ, მესამედ და ასე დავრჩი.

– და, საბოლოო ჯამში, შენს დაზე მეტ წარმატებას მიაღწიე ამ სფეროში.

– თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ჩემმა დამ ცეკვას თავი დაანება, მე კი რაღაც-რაღაც წარმატებებს მივაღწიე. 

– რა იყო პირველი მიღწევა, პირველი წარმატება?

– ბავშვობიდან, როგორც კი წყვილში დავიწყე ცეკვა, სისტემატურად ვიგებდი თბილისის, საქართველოს ჩემპიონატებს, ასევე, მოვიგე კავკასიის თასი. რაც კი აქ კონკურსები ტარდებოდა, თითქმის ყველა მაქვს მოგებული. რომ წამოვიზარდე, რამდენჯერმე შევიცვალე წყვილი, მაგრამ, საქართველოს თასი მაინც მოვიგეთ. 2011 წელს საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონები გავხდით მე და ჯულიანა, წელს კი მსოფლიო თასზე მონაწილეობის მისაღებად მივდივარ.

– როგორ ხდება მსოფლიო თასზე მოხვედრა?

– მსოფლიო თასზე ხვდება მხოლოდ ქვეყნის პირველი წყვილი, ვისაც მოგებული აქვს საქართველოს თასი. ერთი წელია, რაც მე და ჯულიანა ერთად ვართ და საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ერთ წელიწადში ამის მიღწევა ძალიან რთული იყო.

– ძალიან ბევრი გოგო უკვე გიჟდება შენზე, გადარეულები არიან და, გვითხარი ახლა, ყველას გასაგონად, შეყვარებული გყავს?

– არა, შეყვარებული არ მყავს, ჩემი გული თავისუფალია.

– ესე იგი, გოგონებს აქვთ შანსი იმ შემთხვევაში, თუ ჯერ ესემესს გამოგზავნიან 12-08-ზე, მერე ჩემს გულს მოიპოვებენ, რომელსაც შემდეგ ოთოს გადავცემ. ხომ მეთანხმები, რომ შენი გულისკენ მომავალი გზა ჩემგან გადის?

– მოდი, ჯერ ესემესები გამოგზავნონ და მერე გავარკვიოთ დანარჩენი (იცინიან). 

– ოთო, პარტნიორთან შეწყობა ახსენე. ხომ შესაძლებელია, დამოუკიდებლად ორივე მოცეკვავე ძალიან მაგარი იყოს, მაგრამ, წყვილში ცეკვა არ შედგეს.

– კი, კი, ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება. ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ასევე, თავი დავანებოთ ემოციების, ენერგეტიკების შეთავსებას, შესაძლოა წყვილს ცეკვა არ მოუხდეს, რადგან ეს ძალიან ინდივიდუალურია – შეიძლება, ერთი სხვანაირად ცეკვავს და მეორე სხვანაირად, თუნდაც სრულიად სტანდარტულ ცეკვებს – მოძრაობა სუფთაა, მაგრამ, სტილია სხვადასხვანაირი. ხასიათის შეწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე და ჯულიანას შორის ეს შეწყობა მოხდა.

– ისეთი აღფრთოვანებული ვარ შენით, შენი ნიჭით, მონდომებით, პროფესიონალიზმით, რომ, კითხვა აღარ მრჩება. სამსახიობო მონაცემები აქვს კიდევ საოცარი და ეს ცეკვაში გვეხმარება (მე მომმართავს, – ავტორი). იცი, რა მაინტერესებს? რას აპირებ მომავალში? საერთოდ, რამდენ ხანს შეიძლება, რომ იცეკვო? მგონია, რომ ამ სფეროში ადრეულ ასაკში ხდები ვეტერანი. 

– ძალიან დიდხანს კი არა, მთელი ცხოვრება შეიძლება ცეკვაში დარჩე. ზოგადად, სხვა პროფესიასაც ვეუფლები – ვსწავლობ სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიური განხრით ტექნიკურ უნივერსიტეტში. 70-პროცენტიანი დაფინანსებით მოვეწყვე. მაგრამ, აქტიური ცეკვის შემდეგ ისევ ამ სფეროში მინდა დარჩენა. შეიძლება, გახდე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იწყებ ცეკვით და მერე სხვადასხვა განვითარება აქვს – რომელიც  გინდა, იმ გზით წახვალ. 

– მოკლედ, ძალიან ყოჩაღი ბიჭი ხარ და, იცი, როგორ გგულშემატკივრობ?!

 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია

ოთო ფოლადაშვილი

– რატომ ნერვიულობ ასე საშინლად?

– არ ვიცი, ყველაფერზე ვნერვიულობ და ყველაფრის მეშინია. მეშინია ჟიურის შეფასების, კიდევ უფრო მეტად – ხალხის შეფასების. მინდა გულწრფელი იყოს ჩვენი და მაყურებლის ურთიერთობა, მოეწონოთ ჩვენი ცეკვა. თან, არ მინდა, შენ დაგაღალატო. იმდენად ნიჭიერი ხარ და იმდენს აკეთებ ამ პროექტისთვის, რომ არ მინდა, მას ჩემ გამო გამოეთიშო. ძალიან ახლობელი ადამიანი გახდი ჩემთვის და, მინდა, პირველ ყოვლისა, შენ გამო ვიცეკვო ისე, როგორც შენს პარტნიორს შეეფერება. თან, არასდროს ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი. 

– ეს ზოგადად თუ, კონკრეტულად, ჩვენს პროექტში?

– ყოველთვის სულ ასეა, მაგრამ, ეს კონკურსი განსაკუთრებულად მერთულება. ძალიან მეშინია. მგონია, რომ განსაკუთრებულად მკაცრ შეფასებებს მივიღებთ. თან, უკვე წინ მივდივართ და მარტივი შეცდომები აღარ გვეპატიება, სულ უფრო უკეთესად და უკეთესად უნდა ვიცეკვოთ.

– არ აპირებ, რომ კონკურსის შემდეგაც იცეკვო?

– კი, ისე მოვიწამლე ამ ყველაფრით, რომ თავს ასე ადვილად ვეღარ დავანებებ. რომც გავვარდე, შენთან უნდა ვიარო. ოთო ბავშვებს ამეცადინებს (მე მომმართავს, – ავტორი) და მეც მისი ბავშვების სიაში ჩავეწერები.

– შენს შეყვარებულს არ უნდა ცეკვაზე სიარული?

– ჯერჯერობით სურვილი არ გამოუთქვამს, მას სხვა ფუნქციები აქვს საკუთარ თავზე აღებული. დამეთანხმები, რომ საოცრად გვპატრონობს. ხშირად არ ვიცით, მოგვწონს ეს ცეკვა ან ილეთი თუ არ მოგვწონს, ჩემი ოთო კი გვერდიდან გვიყურებს, რაღაცეებს სულ გვიფასებს, შენიშვნებს გვაძლევს. სულ ჩემ გვერდითაა, რაც საოცარი სტიმულია ჩემთვის. მაგალითად, ახლაც, ერთი ილეთი, რომელზეც გვითხრა, რომ ძალიან ცუდად გამოიყურება, შევცვალეთ. იცის, როგორ ვნერვიულობ და სულ მამშვიდებს. რა ვქნა, ვერ ვარ მშვიდად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლის აზრი, გიჟივით ველოდები ხოლმე ესემესებს, რაც ყველაზე მთავარია. 

– ამას გარდა, ფიზიკურად ზრუნავს, იქნება ეს საჭმელი, წყალი თუ სხვა რამ.

– კი, ყოველთვის და, ამის გამო კიდევ სხვანაირად დავაფასე. რომ არა მისი ეს მიდგომა, შეიძლებოდა, ურთიერთობებიც გაგვფუჭებოდა. აქ ვათენებ და ვაღამებ, სხვა არაფრისთვის აღარ მრჩება დრო და, ოთო რომ ჩემ გვერდით არ იყოს, ალბათ, სულ გავაფრენდი. გამიმართლა, რომ არ მყავს ისეთი შეყვარებული, რომელსაც წარა-მარა რქები ამოსდის და ყვირის – ქალო, ეს რა დაიწერაო. ის არის აბსოლუტურად ადეკვატური, რის გამოც იმხელა პატივს ვცემ, ვერ წარმოიდგენთ, ათმაგად იზრდება ჩემი სიყვარული მისადმი. თან, არც აქვს ეჭვიანობის საბაბი –  ოცდაოთხი საათის განმავლობაში ერთად ვართ. იმდენი ჭორი გამიგია საკუთარ თავზე, ყველას რომ აჰყვეს ოთო, გაუთავებელ ჩხუბებში ვიქნებოდით და ჩვენს ერთად ყოფნას აზრი დაეკარგებოდა. ამბობენ, რომ შვილი მყავს, არადა პატარა და მყავს, რომელიც ძალიან მგავს. გამიგია, რომ პლასტიკური ქირურგიის „შედეგი” ვარ. არ მწყინს ეს ამბები, მართლა. 

– შეყვარებულთან უკვე გაქვს რაიმე კონკრეტული გეგმები? დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?

– არაჩვეულებრივად ვართ ერთად. გეგმებს, არსებითად, არ ვაწყობთ. ჩვეულებრივი გეგმები გვაქვს, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს. არ ვამბობ, რომ ხვალ-ზეგ გავთხოვდები, ზოგადად, ეს თემა ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დღეს ვიყოთ ერთად, ხვალაც და სულ ერთად ვიყოთ, რადგან, მენატრება და ვენატრები, მიყვარს და ვუყვარვარ. ისედაც ოფიციალურია ყველაფერი შინაურულ წრეში. გეგმებს არ ვაწყობთ, მაგრამ, თუ უეცრად რაღაც გადავწყვიტეთ, აუცილებლად გეტყვი, მართლა გეუბნები.

– მთელი დღის განმავლობაში სხვა რამეს აკეთებ?

– საერთოდ არა. სამსახურს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დილის და რადიოს გადაცემებს ჩემი ენერგია სჭირდება და არავის უნდა ცეკვისგან დაღლილი წამყვანის ყურება და მოსმენა. სამსახურის იქით კი მართლა არაფერს ვაკეთებ, სულ რეპეტიციაზე ვარ, პირადი ცხოვრება – „რუმბაა” (იცინიან). 

– გარდა ფიზიკურად ფორმაში ყოფნისა, ეს ცეკვები კიდევ რას გაძლევს? 

– იმდენად დატვირთულები ვართ, იმდენად მხოლოდ თვლაზე და ილეთებზე ვფიქრობ, რომ, გაცნობიერებულიც არ მაქვს, რა ხდება ჩემს თავს. ის კი არა, სარკეშიც არ მინახავს საკუთარი თავი. მეტსაც გეტყვი – საერთოდ აღარ მომივლია თავისთვის. ბევრ მონაწილეს აინტერესებს, როგორი კაბა მექნება, როგორ ვარცნილობას გამიკეთებენ, მაკიაჟი როგორი იქნება. არც თმა მაინტერესებს, არც კაბა, არაფერი, ოღონდ თვლა გავაკეთო ზუსტად და ნორმალურად ვიცეკვო. აი, სალომეს მოვიშორებთ (მე მგულისხმობს – ავტორი) რამდენიმე წუთში, წავალ და ისევ ვიმეცადინებ (იცინიან).

– უჩემოდ?

– კი, აბა რა, როგორც ქორეოგრაფებმა მითხრეს, პირველ „რვიანს” ვერ ვაკეთებ კარგად. გიჟი ენთუზიასტი ვარ და, რა ვქნა?! სრულყოფილებამდე თუ არა, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმამდე მაინც უნდა მივიყვანო. თან, მარტო მოძრაობები ხომ არ არის, ეს ყველაფერი მოითხოვს ძალიან დიდ ემოციურ დახარჯვასაც. საშინლად ემოციური ვარ და ბოლომდე ვიცლები. სულ იმას ვფიქრობ, ეს ემოციები ცეკვის დროს ზუსტად ისე გადავანაწილო, რომ მაყურებელმაც იგრძნოს ის, რასაც მე ვგრძნობ. საბედნიეროდ, ყოველდღიური ცხოვრებიდან, ურთიერთობებიდან ისევ ვივსები ამ ყველაფრით, ახალ ენერგიებს ვიღებ და ახალ ცეკვაში ვდებ. პროექტის დანარჩენი მონაწილეებიც დიდ სტიმულს მაძლევენ იმისთვის, რომ ყველამ ერთად მაგარი შოუ დავდგათ. ახლა ისეთი დაღლილი ვარ, საერთოდ ვერ ვაზროვნებ, არ ვიცი, რაებს ვლაპარაკობ, იმედია, მაპატიებთ (იცინიან). მიხარია, რომ ამ ძალიან მაგარი შოუს ნაწილი ვართ. ყველას ვგულშემატკივრობ, ყველაზე ვნერიულობ – სხვა მონაწილეებზე, წამყვანებზე და ჟიურიზეც კი. ვგიჟდები ჟიურიზე. 

 

 

 

скачать dle 11.3