კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისინი დაბრუნდნენ

ჯერ აყარეს, შემდეგ დააგეს

 

ისინი ერთად დაბრუნდნენ, თითქმის ისევე, როგორც თავის დროზე ერთდროულად გაუჩინარდნენ. ვისაც არ გახსოვთ (მას შემდეგ იმდენმა რუსულმა ბომბდამშენმა გადაგვიფრინა), შეგახსენებთ, რომ ბ-ნი ჭიაბერაშვილის თბილისის მერობის პერიოდში თბილისიდან ტრამვაი გაქრა. ზუსტად მახსოვს, აწ უკვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ერსა და ბერს არწმუნებდა, რომ ტრამვაი გადაადგილების ისეთი მოძველებული სახეობაა, დემოკრატიის გზაზე ჩქაროსნულად განვითარებად საქართველოს იმიჯს ვერ შევალახვინებთო. ჰოდა, რაკი ვერ შეალახვინეს, ლიანდაგები აიყარა, ტრამვაის ტროლეიბუსიც მიაყოლეს და სამარშრუტო ტაქსებით ჩანაცვლეს. მოგვიანებით, ისინი, თითქმის ყველანი ერთად, ყვითელმა ავტობუსებმა გამოხშირა და მგზავრობის საფასურიც გაუთუზბირდა (როგორც ზემოთ, ისე მიწის ქვემოთ).

მაგრამ, რადგან თანამედროვე ქართული ყოფის სავიზიტო ბარათი ჯერაც დაუვიწყებელი ძველის ახლად გასაღებაა, გაირკვა, რომ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება. შესაძლოა, უნებლიეთ, მაგრამ, ფაქტია, რომ ბ-ნი ჭიაბერაშვილი და ტრამვაი საქართველოს დედაქალაქს თითქმის ერთდროულად დაუბრუნდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ტრამვაის ხაზს ფრანგული საინჟინრო კომპანია დაამონტაჟებს, სამუშაოებს კი საფრანგეთის მთავრობა დააფინანსებს.

რაც მთავარია, ტრამვაის ხაზი 14-კილომეტრიანი იქნება და ის თსუ-ის მაღლივ კორპუსს, ვაკის გავლით, ორთაჭალასთან დააკავშირებს. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ტრამვაი ამ მანძილს 34 წუთში დაფარავს! თანაც, გვარწმუნებენ, რომ ეს თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდიღურად 100 000 მგზავრს მოემსახურება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა ტრამვაით მგზავრობის საფასური, თუმცა, თუ თბილისური მუნიციპალური და არამუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასებით ვიმსჯელებთ, დიდია იმის ალბათობა, რომ თბილისელებს სულ ღვინის ძმრად ამოადინონ 14 კილომეტრის 34 წუთში დაფარვა. 

 

скачать dle 11.3