კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გრანტით ძლიერები

ანუ ჟანგბადი – უფასოდ

 

შესაძლოა, იმიტომაც, რომ ის და ტრამვაი (როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი) ერთდროულად დაბრუნდნენ, ეკოლოგიური (თანაც, არა მხოლოდ გარემოს, შინაგანი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად) სისუფთავის ეგიდით ბ-ნმა ჭიაბერაშვილმა კიდევ რამდენიმე ინიციატივა გაგვაცნო (თუ ინიციატივების რაოდენობითა და ახალი მინისტრის მისთვის უცნობ სფეროში გამომჟღავნებული ცხოველი აქტივობით ვიმსჯელებთ, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნი ჭიაბერაშვილი გულით ყოველთვის მედიკოსი იყო, თვით მაშინაც კი, ქართლის დედის ხელში ხმალი რაღაცას ფალოსურს აგონებდა). მათ შორის ერთ-ერთი (ბუნებრივია, პირველობას არ თმობს მისი ინიციატივა ავადმყოფების ელექტრონული ისტორიების შექმნის შესახებ) თამბაქოსგან 100 პროცენტით თავისუფალი გარემოს შექმნას ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებებსა და საშუალო სკოლებში (რამდენადაც ვიცი, რა ხანია არსებობს კანონი, რის მიხედვითაც, მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მით უმეტეს – სკოლებში).

მეორე მხრივ, ჯანსაღი გარემოს შექმნა მთლად და მხოლოდ ჩვენი ჯანდაცვის სისტემისა და ჩვენი ბიუჯეტის ძალისხმევაც არ არის: ამ პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი „ბლუმბერგ ფილანტროპიის“ გრანტის ფარგლებში იწყებს (მუქთა იყოს, კუბო იყოს!).

ჯანდაცვის სისტემის მესვეურები განმარტავენ, რომ საქართველოში ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების დიდი წილი სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის, ამ უკანასკნელებს კი დიდწილად თამბაქოს მოხმარება იწვევს. თუმცა, მაგალითად, დემოგრაფების ცნობით, საქართველოში უმეტეს შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ვერ დგინდება (სხვათა შორის, იმიტომაც, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას უექიმობა, ანუ, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა ხოცავს). რაც მთავარია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიური სტრესებია (რომლებსაც იწვევს უმუშევრობა, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ცხოვრების ელემენტარული პირობების უქონლობა).

ოღონდ, ისიცაა, რომ, როდესაც მოსახლეობის მესამედი მწეველია, ხოლო არასრულწლოვნების 12 პროცენტი – რეგულარული მწეველი, სახელმწიფომ ტვინი უნდა გაატოკოს (და არა მხოლოდ უცხოური გრანტით), თუმცა, არც ის იქნებოდა ურიგო (რაკი გრანტი მუქთაა), თუკი, თამბაქოსგან თავისუფალი ადგილების შექმნის პარალელურად, მოზარდებს მაინც სრულფასოვანი კვების პირობებსაც შეუქმნიდნენ. 

 

скачать dle 11.3