კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუშტრის მოლოდინში

May be ხîðჰåëüåðî? 

 

ცხადზე უცხადესია, როგორც პატარძალს, ისე არ ასცდება ამ ჩვენი პარლამენტის შენობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაყიდვა. თანაც, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქ-ნი ქობალია უბნობს: „პარლამენტის შენობა ისეთი ადგილი უნდა გახდეს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება.“ მეტიც, იმაშიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ პარლამენტის შენობით ინვესტორები აუცილებლად დაინტერესდებიან, ისეთი მიმზიდველიაო (მართალია, გარეგნულად დიდი ვერაფერი ბედენაა, მაგრამ,  სავარაუდოდ, ქ-ნ ქობალიას ადგილის სარფიანობის იმედი აქვს).

მოარული ხმებით, შენობის სანახავად ხშირ-ხშირად დადიან არაბი და ებრაელი ბიზნესმენები. მეორე მხრივ, პარლამენტარებიანად რომ გაგვეტანა აუქციონზე, იქნებ უფრო მეტი ფულიც გვეშოვა, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ მუშტარს ჩვენი ვერც ერთი ხალხის რჩეული (ვერც ცალობით, ვერც ბითუმად) ვერ მიიზიდავს.

ბუნებრივია, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა ტიპის ცენტრის გახსნა აქვს გუმანში ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქალბატონს, თუმცა, მისივე სიტყვებით, რაკი იქ ბევრი ადამიანი უნდა დასაქმდეს, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ May be ხîðჰåëüåðî-ს გახსნას აპირებენ (შენობა დიდია, კაბინეტები – იზოლირებული, შესაბამისად, სამუშაო ადგილები – თავსაყრელი).

 

скачать dle 11.3