კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭზე გამავალი გზა საწვავისკენ

ანუ „მე გული მქონდა და შენ მოგეცი“

 

რაკი ჩვენი მინისტრები (თუმცა, რატომ მხოლოდ მინისტრები? თვით ჩვენი ქვეყნის პირველი პირიც) აღმა-დაღმა დაიარებიან ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, აქეთ – ტურისტების, იქით – ინვესტორების მოსაზიდად, სავსებით, ბუნებრივია, რომ ამ პროცესს ვერც პრემიერ-მინისტრი ჩამორჩებოდა. ვერ ჩამორჩებოდა და არც ჩამორჩა. სახელდობრ, ბ-ნმა გილაურმა გასულ კვირას „ქორთიარდ მარიოტში“ სწრაფი კვების ამერიკული ქსელის („ვენდის“) შემოყვანა (თუ შემოტანა?) ოფიციალურად გვაუწყა. ცნობისთვის: „ვენდის“ აქაური პარტნიორი „ვისოლია“ და, „ვისოლისვე“ განმარტებით, არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის დაქსელვასაც აპირებენ სწრაფი კვების ამ ახალი ობიექტებით (ისე, „ვისოლს“, ცხადია, კოლეგა ნავთობიმპორტიორებთან ერთად, საწვავის ფასის ადეკვატურობაზე რომ ეზრუნა და ამის შემდეგ – კუჭზე, ფრიად დაავალებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე ბენზინს თავის დასაწვავადაც ვეღარ შეიძენენ).

ერთი სიტყვით, „ვენდიც“ შემოვა და „ვისოლიც“ საწვავის ყიდვა-გაყიდვით მიღებულ გამოცდილებას სწრაფად კვებაშიც დააბანდებს, მანამდე კი, იმავე „ქორთიარდ მარიოტში“ პრემიერ-მინისტრმა გილაურმა აშშ-ის ელჩს სთხოვა, მონაწილეობა მიიღეთ ამერიკული ბრენდების მოზიდვაშიო (ფაქტობრივად, შეთავსებით აგენტის სამუშაო ადგილი შესთავაზა).

მე ვერ გეტყვით, ევალებათ თუ არა ელჩებს ის საქმიანობა, რასაც ბ-ნი გილაური ამ კონკრეტულ შემთხვევაში ითხოვს ბ-ნი ბასისგან, თუმცა, ცხადია, რომ ეს უკანასკნელი იუმორის გრძნობის დეფიციტს არ უჩივის, ამიტომაც, პრემიერ-მინისტრს გაეხუმრა, რაკი ეს თხოვნა ამერიკული მხარისთვის არახალია, სხვა თხოვნებს ველოდებითო. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, სახელდობრ რა თხოვნების მოლოდინია, თუმცა, ბ-ნი ელჩის პასუხის ინტერპრეტაცია შემდეგნაირადაა შესაძლებელი: „ჩემზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება აშშ-ის სახელმწიფო) ვერ იტყვი, გული არ აქვსო, მე გული მქონდა და შენ მოგეცი“!

 

скачать dle 11.3