კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახიან გიორგი ქორქიას მეგობრები „ტიკვას“ და როდის ჰქონდა მას გაფრენების პერიოდი

 

გიორგი ქორქია: ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ყოველდღე თუ არა, კვირაში ოთხი დღე მაინც ასეთ რეჟიმში მომიწევდა მუშაობა. მაგრამ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თან, როდესაც ეს შენი სამსახურია, გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვს დაკისრებული და ცდილობ, შენი საქმე გააკეთო. ვერ ვიტყვი, რომ დილით ადგომა მიჭირს, რადგან ისედაც არ მიყვარს ბევრი ძილი. თუ გავიღვიძებ, ესე იგი, უნდა ავდგე. არ მიყვარს ძილის შებრუნება, გორაობა. 4 საათზე ვიღვიძებ და მაშინვე ვდგები. საშუალოდ, 3 საათზე მეტი არ მძინავს, ამ რეჟიმში ვარ თითქმის ერთი წელია. თან, რაც იმედა წავიდა, სამი დილა მაქვს. ეთერი რომ დამთავრდება, ხშირად მიწევს გადაღებებზე წასვლა, რადგან მეორე გადაცემაში – „ვაკანსია“, ხან სიუჟეტია გასაკეთებელი, ხან რაღაც გადასაღები. „ვაკანსია“ მუშა გადაცემაა, რომელიც ხალხის დასაქმებაზე მუშაობს. შეიძლება, ვერ ვთავაზობთ სამსახურებს რამდენიმეათასიანი ანაზღაურებით, მაგრამ სულ არის ახალ-ახალი ვაკანსიები. მახსოვს „ვაკანსიაში“ თმის გადანერგვის კლინიკაზე სიუჟეტი უნდა გაგვეკეთებინა. მივედი, მითხრეს: ხელები დაიბანეო. ვიცოდი, რომ საოპერაციოში უნდა შევსულიყავი, სადაც ადამიანს თმას უნერგავდნენ, თან შავკანიანი პაციენტი იყო. დავიბანე ხელები, ჩავიცვი ხალათი, ბახილები, მთლიანად გამომცვალეს. გადასანერგი თმა და პინცეტი რომ მომაწოდეს: შენ უნდა გადანერგოო, ცოტა შემზარა. დამაძალეს, გინდა თუ არა, უნდა გადაუნერგოო. რამდენიმე ღერი გადავუნერგე, რა ამოუვა თავზე, არ ვიცი. ყველაზე მაგარი ის იყო: მე უთმო ვიდექი და ვიღაცის თავზე თმას ვთესავდი.

– შენ არ შემოგთავაზეს თმის გადანერგვა?

– არ მიქმნის დისკომფორტს, მშვენივრად ვგრძნობ თავს. საერთოდ, სტრესის შემდეგ დამემართა თმის ცვენა. ავარიაში მოვყევი. რამდენიმე დღეში წინ თმა შემითხელდა. მერე მითხრეს: წამლები უნდა სვა, თავზე რაღაცეები წაისვა და ამოგივაო. ყველაზე მარტივი გამოსავალი ვნახე, ავიღე „ბრიტვა“ და გადავიპარსე თავი. ეს ჩემთვის ძალიან პრაქტიკულია. ერთი, წვერის პარსვას ვერ ვიტან და წვერთან ერთად თავიც რომ უნდა გადავიპარსო, ეს ცოტა მეზარება. ლოყებზე მაინც გამცვენოდა, წვერის გაპარსვა მართლა ტანჯვა-წამებაა ჩემთვის.

– მაქსიმუმ სამი საათი მძინავსო. ეს არ იწვევს გადაღლას, თუნდაც გაღიზიანებას?

– ნერვებზე აშკარად მოქმედებს. არ ვარ ნერვიული. ტვინი უნდა შემიჭამოს ადამიანმა, რომ მდგომარეობიდან გამომიყვანოს. მაგრამ, ბოლო დროს ცოტა ხშირად ხდება ასეთი რაღაცეები, ეტყობა, ეს გადაღლა მაინც მოქმედებს ნერვებზე. სიმთვრალე უფრო კარგი მაქვს, ვიდრე სიფხიზლე. წყობიდან გამოსული ფხიზელიც ვუბერავ. სიმთვრალის დროს, რაღაც მომენტში, მინდება ძილი, ვდგები წყნარად, მივდივარ სახლში და ვიძინებ. ჩემი ძმაკაცები „ტიკვას“ მეძახიან. 12 საათის შემდეგ „ტიკვად“ გადაიქცევიო. ისედაც ადრე მიყვარს დაძინება, რადგან ყოველთვის ადრე ვარ ასადგომი. თუ არ ვმუშაობ, ძაღლია მისახედი.

– ძალიან მომწონს შენი ძაღლი.

– ჭკვიანი გოგოა. თუმცა ცოტა ხნის წინ მტრედი შეჭამა. 200 სახლი დგას, ყველას ფანჯარა ღია იყო და ეს მტრედი მაინცდამაინც ჩემთან შემოფრინდა. დაჯდომაც ვერ მოასწრო, ჰაერში დაიჭირა. მტრედებს ჭამს, მაგრამ ჭკვიანია, ადამიანებს არ ერჩის. თუ ვმუშაობ, მამაჩემს გაჰყავს გარეთ, მაგრამ მირჩევნია, მე გავიყვანო. მე უფრო მიჯერებს, თამამად ვასეირნებ. ქუჩაში შემიძლია, მოვხსნა საყელური და ისე ვატარო, თან ჩემზე განსაკუთრებულად არის მოწებებული. მისთვის პატრონი მაინც ერთია.

– პარასკევს უკვე ფიქრობ, როგორ წახვიდე მეგობრებთან ერთად დასალევად და გასართობად.

– პარასკევი მიყვარს ყველაზე მეტად, რადგან შაბათი ერთადერთი დღეა, როდესაც არ ვმუშაობ. პარასკევს ეთერი რომ მორჩება, მერე დავამთავრებ „ვაკანსიის“ სიუჟეტს, მივდივარ სახლში, ერთი-ორი საათი თუ დამეძინება – ვიძინებ და მერე იწყება დიდი სმა. თან, ზუსტად ის დროა, რომ გეგა ფალავანდიშვილსაც, კოტე ბათმანიდსაც, ჩვენი სარეკლამო სამსახურის შეფსაც, სცალიათ, კიდევ ვიღაცეებს ვეხმიანებით და ვსვამთ ბევრს. ბევრს რომ ვსვამთ, მერე გვშივდება. რომ ვჭამთ, ისევ გვინდება დალევა და უკვე აღარ ვიცი, შაბათს ძაღლი მასეირნებს მე, თუ მე ვასეირნებ ძაღლს. მაგრამ, ერთნაირია ყველა კვირა და გავგიჟდი.

– რაღაც ცვლილებები რომ შეიტანო?

– რანაირად? რეჟიმი მაქვს ასეთი. ჰა ჰა, პარასკევი შევცვალო, მაგრამ მაშინ არ უნდა დავლიო. ისე ვლაპარაკობ დალევაზე, ვიღაცა იფიქრებს, ალკოჰოლიკიაო. ჩვეულებრივ ვსვამთ „ლუდებს“.

– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, პროფესიასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღე?

– აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ბაბუაჩემი ჟურნალისტი იყო, მამაჩემიც ჟურნალისტია და მეც, შესაბამისად, გავყევი მათ გზას. ალბათ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ვფიქრობ, გამიმართლა კიდეც: ვმუშაობ კარგ ტელევიზიაში, ბოლო რამდენიმე წელია, სულ დაკავებული ვარ.

– მინდა, შენს ბაბუაზეც გკითხო, რომელიც ცნობილი ჟურნალისტი იყო.

– ბაბუაჩემი, ბიჭიკო (როდიონ) ქორქია იყო საქართველოში ერთ-ერთი და ყველაზე კარგი სპორტული ჟურნალისტი. გაზეთი „ლელო“ მის გარეშე ვერავის წარმოედგინა. ბატონი ნოდარ გუგუშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, ბაბუაჩემი ერთად აკეთებდნენ ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას. მსოფლიო ჩემპიონატებზე დადიოდნენ, ბევრ რამეს აკეთებდნენ. რამდენიმე წლის წინ ბაბუა პრესაში მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს. ბაბუა თბილისისა და უბნის კოლორიტი იყო. დოდო აბაშიძესთან და კიდევ ბევრ კოლორიტულ ადამიანთან მეგობრობდა. ჯერ სოლოლაკში ცხოვრობდნენ, შემდეგ გადმოვიდნენ ვერაზე. ბაბუა ცოტა უხეში ტიპი იყო, მაგრამ არა ჩემთან, ძირითადად, შვილებთან. მამაჩემს მე უკვე ვყავდი და ბაბუასთან სიგარეტს ვერ ეწეოდა. მე კი, როგორც ყველა ბაბუა, მანებივრებდა, ოღონდ სწავლის მიმართ მომთხოვნი იყო, გაკვეთილებს ვაბარებდი. თუმცა, არასდროს მსჯიდა.

– გახსოვს ბაბუას მეგობრები?

– კოშმარივით მახსოვს დათა თუთაშხიას გადაღების მერე, დოდო აბაშიძე პირდაპირ გადაღებიდან როგორ დაგვადგა სახლში. არც კი გამოუცვლია, გრიმიც არ მოუშორებია და არქიფო სეთურის ფორმით, შეღებილი თმით მოგვადგა. კარი რომ გააღეს, თურმე ისტერიკაში ჩავვარდი, წივილ-კივილი ავტეხე. რაც შეეხება მშობლებს, დედაჩემი და მამაჩემიც ისეთი ტიპები არიან, არასდროს არაფერს რომ არ მიშლიდნენ. არადა, სკოლის მერე მქონდა გაფრენების პერიოდი: მუხლამდე თმა, გვერდებში აპარსული, იროკეზები, საყურეები. მაშინ ეს იმიჯი მომწონდა, თან თბილისში ასე, მაქსიმუმ 5-6 კაცი დადიოდა, მათგან ერთ-ერთი მე ვიყავი. ასეთი გარეგნობა მაშინ ცოტა შოკისმომგვრელი იყო. თუმცა, ამის გამო სერიოზული პრობლემები არ მექმნებოდა. ეტყობა, ყველას გიჟი ვეგონე და გიჟებს ხომ არ დასდევენ.

– 90-იან წლებში მთელ საქართველოსა და განსაკუთრებით თბილისში, საშინელი, მძიმე სიტუაცია იყო, ბევრი ტოვებდა ქვეყანას. იმ დროს შენ და რამდენიმე ადამიანი გემოვნებიან მუსიკას უკრავდით.

– ლადო ჩემი უახლოესი ადამიანი, ძმაკაცია. ბაკურთან ერთად ვუკრავდი, ლადოსთანაც. არ ვყოფილვართ დეზერტირები. ბევრი გაექცა იმ სიტუაციას, რაც აქ ხდებოდა. მეც უცხოეთში წასვლის არაერთი შანსი მქონდა, მაგრამ არ წავედი. აქ მირჩევნია – ჩემი აქაურობა. ამას საერთოდ არ ვნანობ. აქ დავიბადე, ყველა ჩემიანი აქ დაიბადა და მინდა, რასაც მივაღწევ, აქ მივაღწიო.

– კარგი მუსიკალური გემოვნებაც, ალბათ, ამ პერიოდში ჩამოგიყალიბდა.

– უფრო სკოლის პერიოდში. კარგი მუსიკა მიყვარს, რომელიმე ერთ სტილზე არ ვარ მიჯაჭვული. ეს ჩემმა სამეგობრო წრემაც განაპირობა, ვერასდროს მოვუსმენდი შავკანიანების რეპს. ჩემ გარშემოც არავინ უსმენს ამას. ვუსმენ ყველანაირ კარგ, ცოცხალ, გემრიელ მუსიკას.

– კარგია კარგი სამსახური, მეგობრები, მაგრამ ნებისმიერს სჭირდება საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ემოციები, გრძნობები, შეგრძნებები.

– პირად ცხოვრებაში ყველაფერი არის კარგად, გადასარევად, იდეალურად. მგონი, ამაზე კარგად არც უნდა იყოს, რადგან მერე რაღაცეების გეშინია. როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს მე და ჩემს მეგობარ გოგონას, ეკას, ერთად ვატარებთ. ისიც მუშაობს, ორივე დაკავებულები ვართ.

 

 

скачать dle 11.3