კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე. უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ავსტრია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, კუნძული კორსიკა, სიცილია და გერმანია.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 24 მაისს, ღამის 10 საათსა და 40 წუთზე. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მომიტანს წარმატებებს?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: ბრილიანტის, მთის ბროლის,  სარდიონის, ქარვის, სარდონიქსის, ოქროსფერი ტოპაზის, ზურმუხტის, ლაზურიტის, ნეფრიტისა და ჟადეიტის ქვები.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 26 ოქტომბერს. მინდა გერმანიაში წასვლა და, მაინტერესებს, იქ თუ გამიმართლებს. ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები სასიყვარულო სფეროში?

პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა: სასწორის, მერწყულის, თხის რქის, თევზების ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. მოერიდეთ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას ლომისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. რაც შეეხება გერმანიას, არ გირჩევთ ბავარიის მხარეს ყოფნას, დანარჩენი ნაწილი კი შედარებით მისაღებია.

კითხვა: დავიბადე 1969 წლის 5 სექტემბერს, საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ „მშვიდობის მტრედი”, ანუ სადაც შეხვალთ, შეიტანოთ სილამაზე, ჰარმონია, სიმშვიდე და არა აგრესია და დეპრესია. ისწავლეთ თანასწორუფლებიან პარტნიორულ  პრინციპებზე ურთიერთობების აგება, დაეყრდენით დიპლომატიას, ენდეთ ინტუიციას, იყავით სამართლიანი. ამავდროულად, იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმული მისია არ არის, მაგრამ, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი შედარებით უკეთესია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ტიბეტი, ეგვიპტე, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ჰავაის კუნძულები, ავსტრია, ბრაზილია, პორტუგალია, ტაილანდი, ვიეტნამი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ისრაელი და ფინეთი.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 6 ივლისს, დღის 4 საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მეტად მისაღები და რომელი ქვეყანა – წარმატებების მომტანი?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ესპანეთის კატალონიის მხარე, ტიბეტი, მონაკო, ლატვია და ავსტრია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია.

 

скачать dle 11.3