კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაუკავშირდა ვაკე გმირთა მოედანს ვარაზისხევის სამანქანო გზით და სად მდებარეობდა თბილისის პირველი დენდროლოგიური პარკი

ვაკის, როგორც უბნის, თბილისთან შემოერთება 1907 წლით თარიღდება. ინტენსიური განაშენიანება კი, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. მანამდე იმ ტერიტორიაზე სოფლის ტიპის მცირე დასახლებები იყო, რომელთაც მეცხრამეტე საუკუნეში საგაბაშვილოს სახელით მოიხსენიებდნენ. საინტერესოა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს, მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა და 1957 წელს ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსებით შეიქმნა ფართო ქუჩა, რომლითაც შეუერთდა ამჟამინდელ გმირთა მოედანს. ვაკისა და მელიქიშვილის გამზირის ძველი ფოტოების განხილვაში ტრადიციულად მხატვარი გოგა ქართველიშვილი დაგვეხმარა.

 

გოგა ქართველიშვილი: 1906 წლის თბილისის რუკაზე ვაკეში აღნიშნულია მხოლოდ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და პატარა ხიდი, რომელიც ვარაზისხევზე გადიოდა. ამ ხიდის ფოტო არსებობს და მარტო ეს ხიდია აღნიშნული მთელ ვაკეში. უნივერსიტეტის შენობა ყველაზე ძველია მთელ ვაკეში და მის შემდეგ აშენდა მეცხრე საავადმყოფოს შენობა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა თავდაპირველად, სათავადაზნაურო გიმნაზია იყო, ხოლო მეცხრე საავადმყოფოს შენობაში – სასულიერო სემინარია. დანარჩენი შენობები, რაც კია აშენებული, ყველაფერი 20-იანი წლების შემდეგ აიგო და ეს არის ვაკის მთელი ისტორია. 

– ვარაზისხევში გზის გაყვანამდე რამდენადაც ვიცი, ხევი იყო, თუ არის ამის ფოტოები?

– ვარაზისხევში გზის გაყვანა 1957 წელს დაიწყეს და არსებობს ფოტო, სადაც მხოლოდ ხევი მოჩანს, სამანქანო გზა არ არის. ძველი ვერელები ამბობენ, რომ ვარაზისხევის ადგილზე დიდი ნაგავსაყრელი იყო.

– მელიქიშვილის გამზირი ძველ ფოტოებზე საკმაოდ ვიწრო ქუჩაა, რომელზეც ტრამვაი მოძრაობდა.

– მელიქიშვილის ქუჩის ძველი ფოტოები მრავლადაა, გაფართოებამდე და გაფართოების შემდეგაც, მისი გაფართოება დაახლოებით 30-იან წლებში დაიწყო. მელიქიშვილის გამზირზე იყო თბილისში ტუბერკულოზის ინსტიტუტის პირველი შენობა. ეს შენობა ახლაც თავის ადგილზე დგას და იქ განთავსებულია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი, ხოლო ტუბერკულოზის ინსტიტუტი, დაახლოებით 1941-1942 წლებში ხუდადოვის ტყესთან გადაიტანეს. 

– ფილარმონიის ადგილზე იდგა საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა.

– ძალიან საინტერესო სახლი იდგა ფილარმონიის ადგილზე, მის წინ კი – ცნობილი საათი. როდესაც ვერელები და თბილისის სხვა მცხოვრებნი, საათთან იკრიბებოდნენ, ყველამ იცოდა, რომ იქ უნდა მისულიყო, აღარ კონკრეტდებოდა რომელ საათთან. ეს სახლი, დაახლოებით ბერიას პერიოდში აშენდა და ანალოგიური არქიტექტურის მქონე სახლი დგას კოლმეურნეობის მოედანზე – კოშკის ფორმა რომ აქვს. ეს იყო ცრუქართული ელემენტების გამოყენებით აშენებული საცხოვრებელი სახლი.  ფილარმონია 1971 წელს გაიხსნა და ამ სახლის აღება დაახლოებით 1966 წელს დაიწყეს. არსებობს ფოტო, რომელზეც ჩანს მონგრეული სახლი, მის უკან კი ფილარმონიის მშენებლობა მიმდინარეობს. 

– ჭავჭავაძის გამზირის ძველი ფოტოები თუ არსებობს?

– კი, რა თქმა უნდა. მაგალითად, მეცხრე  საავადმყოფომდე სანამ მიხვალ, ღობესთან იყო მაშინდელი ზოოვეტის შენობა. ამ შენობის ფოტო არსებობს.  იქ იყო ვეტერინარული ინსტიტუტის პირველი ჩანასახი. ეს აგურის შენობა ახლაც დგას, უბრალოდ შეღებილ-გადალესილია. 

– მეცხრე საავადმყოფოს ადრინდელი ფოტოები მაქვს ნანახი. იქ ადრე სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.

– მეცხრე საავადმყოფოს შენობას ძალიან საინტერესი ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1903 წელს დაიწყო და 1908 წელს დამთავრდა. თავდაპირველად, აქ მონასტერი, სასულიერო სემინარია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და ლაზარეთი იყო. 1921 წელს, ქვეყნის სათავეში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, ტაძარში ამოქოლეს თაღოვანი სარკმლები, მოანგრიეს გუმბათები და იქ გახსნეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 40-იან წლებში კი იქ მეცხრე საავადმყოფო გაიხსნა. საინტერესოა, რომ მეცხრეს ტერიტორიაზე იყო 9 ნომერი ტრამვაის ბოლო გაჩერება. ერთ-ერთი ვერსიით, რამდენადაც მე ვიცი, ტრანსპორტის ნომერმა მისცა დასაბამი საავადმყოფოს ნუმერაციასაც. 

– ბარნოვის ქუჩის ფოტო არსებობს, სადაც ადრე დენდროლოგიური პარკი იყო გაშენებული.

– ბარნოვის ქუჩას, თავდაპირველად, გუნიბის ქუჩა ერქვა. უცნობია ფოტოზე ზუსტად ქუჩის რომელი ადგილია დაფიქსირებული, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბარნოვის და ახლანდელი აბაშიძის ქუჩაა. დენდროლოგიური პარკიც, რომელიც ახლა თბილისის ზღვაზეა გადატანილი, სავარაუდოდ, სასოფლო ინსტიტუტის  გახსნას უკავშირდება, რამდენადაც მე ვიცი. არსებობს კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ჩემი დასკანერებულია და შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა. ფოტოზე ჩანს კავსაძის ქუჩის დასაწყისი. იქვე ჩანს აგურის ქარხანა, რომლის ადგილზე ახლა საცხოვრებელი კორპუსია. მოპირდაპირე მხარეს მეცხრე საავადმყოფო და ტრამვაის ლიანდაგია, მაშინ იქ ჯერ კიდევ სასოფლო ინსტიტუტი იყო. 

 

 

скачать dle 11.3