კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

მდივნიშვილი

გვარის ფუძეა თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა მდივანი.

„მდივნიშვილები არიან გვარით მდივნისგან რაჭისა“.

ქართულ გვარებში, ასევე, შემონახულია მეფისა და დიდი ფეოდალების კარზე სხვადასხვა თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინები, მაგალითად: ერისთავი, მეჯინიბეთუხუცესი, ამირეჯიბი, ჯაბადარი და ასე შემდეგ.

1721 წელს მოიხსენიება აზნაურიშვილი გიორგი მდივნიშვილი.

ამავე ძირისაა გვარი მდივანი.

საქართველოში 550 მდივნიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 215, გარდაბანში – 56, ხარაგაულში – 47. არიან სხვაგანაც.

882 – მდივანი.

ლაგვილავა

გვარის ფუძეა სიტყვა ლაგვა, რაც მეგრულად ღეჭვას ნიშნავს.

ამ გვარის წარმომადგენლები ლაგულავადაც იწერებოდნენ.

ვარაუდით, ამ გვარის წარმომადგენლების წინაპრები მეჭურჭლეები უნდა ყოფილიყვნენ და გვარიც ხელობა-საქმიანობის გამომხატველი უნდა იყოს.

სწორედ საქმიანობიდან გაჩენილა მამაკაცის საკუთარი სახელი ლაგვა, საიდანაც წარმოშობილია გვარი ლაგვილავა.

ასევე, გვხვდება ტოპონიმები: ლუგაგვილე, ელაგვუ, ნალაგვილუ, სალაგვილაო.

საქართველოში 1 238 ლაგვილავა ცხოვრობს: ჩხოროწყუში – 496, ოზურგეთში – 435, თბილისში – 371. არიან სხვაგანაც.

ალადაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალადა.

ამავე ძირისაა გვარი ალადაური.

1721 წელს მოიხსენიება მემამულე აზნაური ალადა ალადაშვილი, რომელიც ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა სომხითში (ქვემო ქართლში).

1558 წელს ალადაშვილი მოიხსენიება თურქესტანიშვილების სოფელ მუხრანთან მამულის ნასყიდობის წიგნში.

საქართველოში 2 386 ალადაშვილი ცხოვრობს. სიღნაღში – 696, თბილისში – 523, დედოფლისწყაროში – 363. არიან სხვაგანაც.

თომაძე-თომაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თომა, რომელიც ძველებრაულია და „ტყუპისცალს” ნიშნავს. აქედანაა ნაწარმოები გვარები თომაძე და თომაშვილი.

შიო მღვიმელის სიგელში წერია: „სახლი დაშლილი იყო. აღარ იყო და შენ, ზოსიმეს გამზრდელსა იესეს, ერთნი ნაშვილებნი, სახლნი და ერთნი მამულნი ეკლესიის ქუე დაუხსენით და მისად სანაცვლოდ თომაურნი სახლნი მოგცენით“.

თომაძეები ასურეთში ამბროლაურის რაიონის სოფელ გორიდან 1941 წელს ჩამოსახლებულან.

საქართველოში 400 თომაძე ცხოვრობს: თბილისში – 166, ამბროლაურში – 96, რუსთავში – 10. არიან სხვაგანაც.

20 – თომაშვილი.

ცერცვაძე

არსებობს ასეთი გადმოცემა: „1615 წელს, იმერეთის მეფემ, სოლომონმა, სამი გლეხი ცერცვაძე აჩუქა კაცხის ეკლესიას და დაასახლა სოფელ ვაჭევში. ცერცვაძეების ადრინდელი გვარი ოქროცვარიძე ყოფილა. ორი ძმა მესისხლეობას გაჰქცევია, სხვაგან დასახლებულან, გვარი შეუცვლიათ და ცერცვაძეები გამხდარან“.

ერთი გადმოცემის მიხედვით კი, ცხენზე შემჯდარი ბერი იერუსალიმიდან ხატს მიაბრძანებდა და ჩოხატაურში ხურჯინში ხატთან ერთად ცერცვიც ჰქონია. ცხენი გაჩერდა და ფეხს არ იცვლიდა. ეკლესიაც იქვე აუგიათ და ღვთისმშობლის ხატიც იქ დაუბრძანებიათ. ცხენოსანი ბერი დეკანოზად დაუყენებიათ და მისთვის ცერცვაძის გვარი მიუციათ.

ფაქტი ერთია: მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ამ გვარის წარმომადგენლები ეკლესიის მსახურნი ყოფილან, მღვდლით დაწყებული ეპისკოპოსობით დამთავრებული.

საქართველოში 6 500 ცერცვაძე ცხოვრობს: ჭიათურაში – 2 000, თბილისში – 1 600, ზესტაფონში – 1 000. არიან სხვაგანაც.

მჭედლიძე

გვარის ფუძეა ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა – მჭედელი და მისგან წარმომდგარა საკუთარი სახელი მჭედელა.

ამავე ძირისაა გვარები: მჭედლიშვილი, მჭედლიანი, მჭედლური.

1873 წელს თონეში მოიხსენიებიან სიმონ და აბრამ მჭედლიძეები.

არსებობს ვარაუდი, რომ მჭედლისგან მიღებულია გვარი ჭელიძე. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა, 1578 წელს, ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგარის დავთარი, სადაც გურიაში, სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის, მოიხსენიებიან მჭედლიძეები. ამჟამად იქ ეს გვარი აღარ ცხოვრობს. სავარაუდოდ კი, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია მ და დ დაკარგულა და გამხდარა ჭელიძე. ამავე ფორმით უნდა იყოს მიღებული მჭედლიშვილისგან ჭელიშვილი.

საქართველოში 4 801 მჭედლიძე ცხოვრობს: თბილისში – 1 504, გორში – 650, ზესტაფონში – 477. არიან სხვაგანაც.

სულაძე

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სულა.

„ტბეთის სულთა მატიანეში“, რომელსიც ერთ-ერთი ადრეული ქართული ძეგლია, მოიხსენიება იოანე ბატონიშვილის შვილი – სულა.

სულა სამცხის ერისთავთ-ერისთავის, ხურსიძეების საგვარეულო სახელი იყო, ხურსი კი –  ჩორჩანელების. ჩორჩანელები მეშვიდე-მერვე საუკუნეებში სამცხის წარჩინებული საგვარეულო იყო. გვარის სახელწოდება წარმოდგა ჩორჩანელების სამფლობელო ციხე ჩორჩანიდან. გიორგი ჩორჩანელი, გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი, ადრე გარდაიცვალა, მის სამფლობელოს დაეუფლა მისი დისშვილი – სულა, რომელიც გახდა ჩორჩანელების ახალი საგვარეულოს ფუძემდებელი. გაჩნდა სამი გვარი: ბეშქენიდან – ჯაყელი, ლაკლაკიდან – ლაკლაკიძე, ხოლო ხურსიდან – ხურსიძე. საგვარეულო მონასტერი გახდა ზარზმა. იქ კი ცნობილია სულა ივანეს ძე, ივანე სულას ძე, სულა მირიანის ძე, ფარსმან თმოგველი-სულაძე.

ჩორჩანელებიდან განშტოებული ერისთავთ-ერისთავი ხურსიძეებიდან – სულა ხურსიძიდან იღებს სათავეს გვარი სულაძე.

საქართველოში 1 275 სულაძე ცხოვრობს: თბილისში – 816, ქუთაისში – 222, რუსთავში – 53.

თვალიაშვილი

სავარაუდოდ, გვარს საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი-ეპითეტი თვალა.

ამავე ძირისაა გვარები: თვალაშვილი, თვალაბეიშვილი, თვალავაძე, თვალაიძე.

„თვალიაშვილის ნაქონ მამულში გიორგი სააკაძე ეცილებოდა ფარეიძეს. შემდგომში ამავე მიწას იჩემებდა ბერუკა რევაზისშვილი. სასამართლომ დაუტოვა სააკაძეს“ (1680 წელი).

„1626 წელს, რუისში, თვალიაშვილი პაპუნას ნაქონი სახასო ვენახი, სასახლე და გლეხი ფარეიძე მამულით, თეიმურაზ მეფემ უწყალობა პაპუნა მამაცაშვილს“.

თვალიაშვილები მემამულეები იყვნენ.

საქართველოში 714 თვალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 206, გორში – 116, ახმეტაში – 76. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

 

скачать dle 11.3