კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ეშლება ქალს ქმართან ურთიერთობა და რა არის ღალატზე უფრო საშინელი


ღალატი – სხვა არაფერია, თუ არა ხმამაღლა ნათქვამი სისულელე, რომელიც ვითომდა ანგრევს ურთიერთობას. რეალური მიზეზი სულ სხვაა და მას ხორციელ ვნებასთან საერთო არაფერი აქვს, – ასე ფიქრობენ ინგლისელი ფსიქოლოგები. ნებისმიერ ადამიანში, განურჩევლად სქესისა, დევს ღალატის ფენომენი. უფრო მეტიც, ღალატის სურვილი და ეს არ არის სამყაროს აღსასრული. უბრალოდ, უნდა იცხოვრო გახელილი თვალებით. მაშინ იმედგაცრუებაც ნაკლები გექნება. არავინაა ვინმეს საკუთრება. თუ ქალი და კაცი ერთად, ერთ ჭერქვეშ, ერთ ოჯახად ცხოვრობს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთს მეორეზე ბატონობის უფლება აქვს.

სიყვარული არ არის სიცოცხლისუნარიანი და თუ გინდა, მას სიცოცხლე გაუხანგრძლივო, უნდა მოუარო. უნდა ეცადო, რომ ყოველდღიურობამ არ გაახუნოს. სწორედ ყოველდღიურობაა ის, რაც ხელს გვიშლის ბედნიერების განცდაში. შეუცნობლად ვიჭრებით ჩვენი საყვარელი ადამიანის სამყაროში და ვცდილობთ, როგორმე ჩვენს სტერეოტიპებს მოვარგოთ. სწორედ ეს არის შეცდომა. თანაც, ზოგჯერ საბედისწერო.



მარიკო (27 წლის): ძალიან მერიდება, რომ თქვენთან უნდა მოვყვე ყველაფერი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ რაღაც სისულელეებით დაწყებული კინკლაობა უსერიოზულეს პრობლემად მექცეოდა. სად ვთქვა, რომ ორი წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით შექმნილი ოჯახი არაფრის გამო მენგრევა.

– არაფრის გამო, როგორ?

– ერთი შეხედვით, არაფრის გამო, თორემ მიზეზები არსებობს, თანაც საკმაოდ სერიოზული. უცნაურია, რომ ქალები ამაზე არ ლაპარაკობენ. არადა, სწორედ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ხოლმე ბევრი. მაშინ შეცდომებსაც ნაკლებს დავუშვებდით. ეჭვი მაქვს, რომ მე არ ვარ გამონაკლისი – ჩემნაირები ბევრნი არიან, მაგრამ დუმილს ამჯობინებენ. ყველას ვურჩევ, სანამ კიდევ დროა, გამოფხიზლდნენ, საღი თვალით შეხედონ, რა უშლით ხელს ბედნიერებაში, ტყუილი ყოფილა, რომ ღალატია ოჯახისთვის ყველაზე საშიში. მაგაზე უფრო საშიში რაღაცეებიც არსებობს.

– ღალატი არ არის საშიში ცოლქმრული ურთიერთობისთვის?

– მოდით, ასე ვიტყვი – ნაკლებად საშიშია. კაცების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ღალატობს ცოლს, მაგრამ ოჯახები ამ მიზეზით არ ინგრევა. უფრო სწორად, იშვიათად ინგრევა ამ მიზეზით. მარტო ქმრები კი არა, ცოლებიც აქტიურად ღალატობენ, მაგრამ ოჯახები ხშირად არ ინგრევა.

– შეიძლება, ბევრი ქალბატონი არ დაგვეთანხმოს...

– ვიცი. ერთი წლის წინ მეც არ დაგეთანხმებოდით ამაზე. მეც დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ერთადერთი, რასაც შეეძლო ჩემი სიყვარული და ჩემი ოჯახი დაენგრია, ღალატი იქნებოდა. მაგრამ შევცდი. რა თქმა უნდა, იმას არ უარვყოფ, რომ ღალატიც საშინელებაა, მაგრამ შეიძლება, აპატიო და დაივიწყო. რაც შეეხება იმ მიზეზს, რომელმაც ოჯახი აურია, სულ ცხვირწინ გაქვს. მას ადვილად ვერ მოიშორებ. ნელ-ნელა გინგრევს ცხოვრებას. ისე შლის ურთიერთობას, თვითონაც ვერ ამჩნევ, როგორ ხდები იმ ადამიანისთვის უცხო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე ძვირფასი იყო შენთვის. როცა მე და ჩემმა მომავალმა ქმარმა ერთმანეთი გავიცანით, სიხარულისგან დავფრინავდი და ჩემს ახლობლებს ვეუბნებოდი, უსიტყვოდ მესმის მისი, იმას კი – ჩემი-მეთქი. ერთმანეთის ნახევრები ვართ, ყველაფერზე შესანიშნავად ვთანხმდებით, არაფერზე ვკამათობთ-მეთქი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საერთო ინტერესები, საერთო მისწრაფებები და გემოვნება უმთავრესია ცოლ-ქმრის ჰარმონიული ურთიერთობისთვის. მე და ვახოს ერთი და იგივე მუსიკა მოგვწონდა, ვსაუბრობდით წიგნებზე, მწერლებზე, ფილმებზე... ერთმანეთის სამეგობროსაც კარგად გავუგეთ. სტადიონზეც დავდიოდი მათთან ერთად, ლუდს ვსვამდი, იმიტომ კი არა, რომ ძალას მატანდა ვინმე, მე თვითონ მომწონდა. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები და არასდროს გვიჩხუბია. ჩემი დაქალები რომ ჩხუბობდნენ თავიანთ შეყვარებულებთან, მიკვირდა. რას ვერ იყოფენ-მეთქი.

– ასეთი იდილია გქონდათ?

– დიახ. გეფიცებით. არ მახსოვს, არც ერთი შემთხვევა, რაღაცაზე სერიოზულად გავებრაზებინე, ან პირიქით, მეგობრები მეუბნებოდნენ, შენ აიდეალებ სიტუაციას, თორემ გამორიცხულია, ორმა სხვადასხვა ბუნების ადამიანმა ერთ ჭერქვეშ აბსოლუტურად უკონფლიქტოდ იცხოვროსო.

– რატომ? არსებობენ წყვილები, რომლებიც უკონფლიქტოდ ცხოვრობენ.

– ალბათ, არსებობენ, მაგრამ იქ ან ქალია გონიერი, ან კაცი. თუმცა უკეთესია, თუ ქალს აღმოაჩნდება ჭკუა. ჩემი იდეალური წარმოდგენები ოჯახურ თანაცხოვრებაზე გადაჭარბებული აღმოჩნდა. დედაჩემსაც ვუმტკიცებდი, უბრალოდ, საბაბიც არ გვაქვს, რომ ვიკამათოთ-მეთქი.

– ალბათ, საერთოდ არ უნდა გელაპარაკათ ამაზე.

– მართალი ბრძანდებით. არ უნდა მელაპარაკა. იმიტომ რომ, ახლა სათქმელი არაფერი მაქვს. საშინლად მრცხვენია. წარმოიდგინეთ ჩემი სიტუაცია: იმ ფონზე, როცა ყველას ეგონა, რომ მე ქმართან პრობლემა არასოდეს მექნებოდა, ორ წელიწადში ოჯახი მენგრევა. ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ მივედით აქამდე-მეთქი და მივხვდი, რომ ორივე ერთად ვართ, ამ ყველაფრის მიზეზი.

ჩვენ შორის უსიამოვნება დაიწყო იმით, რომ ერთი ვაშლი ვერ გავიყავით. თქვენ ტყუილად იღიმებით, აბსოლუტურად მართალს ვამბობ. გეფიცებით, ტელევიზორის წინ ვისხედით და რაღაც ფილმს ვუყურებდით. ვახომ ვაშლი მოიტანა და ჭამდა. სულ სამი ცალი იყო. ორი რომ შეჭამა და მესამეს მოჰკიდა ხელი, მეც მომიტანე-მეთქი. აღარ არის, ეს ბოლოაო. არ ვიცი, რა დამემართა უცებ ისე ავფეთქდი, თითქოს ის ვაშლი იყო ყველაფერი. ავუხირდი, რატომ არ დამიტოვე-მეთქი. თუ გინდოდა, ვერ აიღეო?! არ ავიღე, იმიტომ რომ შენი სიყვარულის შემოწმება მინდოდა-მეთქი. ხომ არ გაგიჟდი, სიყვარული რა შუაშიაო. იმ შუაშია, რომ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ. მე ასე არ მოვიქცეოდი. ასე უსინდისოდ რომ შემეჭამა, ლუკმა გამეჩხირებოდა ყელში და დავიხრჩობოდი-მეთქი. ერთი სიტყვით, შევყევით, შევყევით და ისე სერიოზულად ვიჩხუბეთ, მე ვკიოდი, ის ბღაოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთი გაბრაზება თუ შეეძლო. საშინელი სიტყვები ვუძახეთ ერთმანეთს: ეგოისტი, ღორი, უსინდისო, ნაგავი, კრეტინი, იდიოტი... რაც ენაზე მოგვადგა, ყველაფერი. ვახომ აიღო ჯამი, რომელშიც ვაშლი იყო და კედელს მიანარცხა. რა თქმა უნდა, მაშინვე ნამსხვრევებად იქცა. ერთი ნატეხი ლოყაში მომხვდა და გამიჭრა. ტირილი დავიწყე. მეგონა, ახლა მაინც შევეცოდებოდი და გაჩერდებოდა, მაგრამ საერთოდ არ გასჩენია თანაგრძნობის სურვილი. პირიქით, უფრო აგრესიული გახდა. იტირე, იქნებ მიხვდე, რა იდიოტიც ხარო. გავგიჟდი. ისტერიკამდე მივედი. რა უნდა გელაპარაკო, ჩამოყალიბებული ეგოისტი ხარ-მეთქი. საკუთარ თავზე ფიქრობ და ამის უამრავი მაგალითი მაქვსო. გავშტერდი. რა მაგალითები გაქვს-მეთქი. რა მაგალითები და საყიდლებზე რომ მიდიხარ, მარტო ის გახსენდება, რომ ახალი კაბა არ გაქვს, მე რა არ მაქვს, ერთხელაც არ მოგგონებიაო. ეს ისეთი უსინდისო, უსამართლო ბრალდება იყო, რომ ლამის ენა ჩამივარდა. თურმე, რა ბოღმა ჰქონია გულში, არადა ცოლზე უზომოდ შეყვარებული, მზრუნველი ქმრის როლს კი თამაშობდა.

– ამ ერთმა საღამომ გამოაჩინა თქვენი ქმრის ნამდვილი სახე?

– არ ვიცი. მიჭირს იმის თქმა, რომ ეს იყო მისი ნამდვილი სახე. ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა. იმდენად წარმოუდგენლად მეჩვენება ეს ყველაფერი, რომ მტყუან-მართალსაც ვეღარ ვარჩევ. შეიძლება, მე უნდა გავჩუმებულიყავი. შეჭამა, შეჭამა ეს ოხერი ვაშლი. საერთოდ რატომ ამოვიღე ხმა. იმას მივაღწიე, რომ დამამშვიდებლები დამჭირდა გონზე მოსასვლელად. იმ ღამეს ცალ-ცალკე ოთახებში გვეძინა.

– თქვენ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება თუ მეუღლემ?

– რა თქმა უნდა, იმან. ზურგი შემაქცია და საძინებლის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. არც მიფიქრია შესვლა. საშინლად შეურაცხყოფილი ვიყავი. არც მე მინდოდა მისი დანახვა. ეს ყველაზე საშინელი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. მანამდე ვერც წარმოვიდგენდი, რომ მის გარეშე დაძინება შემეძლო. პრინციპში, არც მძინებია, სულ ვფიქრობდი. უცებ ეჭვიც კი შემეპარა, რომ საერთოდ ვუყვარდი. დილით ძალიან ჩვეულებრივად მთხოვა, საუზმე მომიმზადეო. თითქოს, არც არაფერი ყოფილა და არც გვიჩხუბია. ისაუზმა და სამსახურში წავიდა. არ ვიცი, ის რას აკეთებდა მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ მე წინა საღამოს დავიწყებას ვცდილობდი. მინდოდა, საკუთარი თავი დამეჯერებინა იმაში, რომ ცუდი სიზმარი ვნახე. როგორ შეიძლება, ისეთმა უმნიშვნელო რაღაცამ, როგორიც ვაშლია, ბედნიერება დამინგრიოს-მეთქი.

– ჰო, მაგრამ ვაშლი არ ყოფილა თქვენი კონფლიქტის მიზეზი.

– ვიცი. ახლა უკვე ვიცი. ვაშლით დაიწყო. მერე რაც მოჰყვა, ისეთი საშინელება იყო... რამდენიმე დღე ისევ ძველ რიტმში ვცხოვრობდით. ვახო ისევ ისეთი იყო, როგორსაც იმ საშინელ საღამომდე ვიცნობდი და მიყვარდა. უკვე იმას ვფიქრობდი, ის რაღაც იდიოტური გაუგებრობა იყო-მეთქი, რომ ყველაფერი გამეორდა. თანაც უფრო მძიმე ფორმით. დილით, ყავას ვსვამდით. ბუტერბროდი მოვამზადე და სანამ წინ დავუდებდი, ცოტა მოვაკბიჩე. ერთბაშად აფეთქდა. ჭიქას ხელი ჰკრა, ყავა მაგიდაზე დაღვარა, ბუტერბროდიანი თეფში მოისროლა, რა უბედურებაა, შენი ნადორბლი რაში მჭირდებაო. ვერაფრით გავაგებინე, რომ მეორე ბუტერბროდის გაკეთება კი არ დამეზარა, მისი სიყვარულით მოვაკბიჩე. გადაირია. ეგოისტი ხარო, ისევ ღრიალებდა. ისევ ძალიან უცხო გახდა და პირველად წამომცდა, ხომ არ აჯობებს, ცალ-ცალკე ვიცხოვროთ-მეთქი.

– ანუ თქვენ შესთავაზეთ, რომ გაშორებულიყავით, თუ ეს აფექტის დროს ნათქვამი სიტყვები იყო.

– არ ვიცი. ახლა ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ფაქტია, რომ იმ წუთში ეს მინდოდა. თუმცა, მერე ვინანე.

– რატომ?

– არ მინდა, რომ გავცილდე და იმიტომ. მე ის მაინც მიყვარს. ვერ ვიჯერებ, რომ არჩევანში შევცდი და ჩემი საყვარელი მამაკაცი ის არ აღმოჩნდა, ვინც მე მეგონა. რანაირად შეიძლება, ადამიანი ასეთი ორსახიანი იყოს?! ვერაფრით ვუთავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთს. იცით, მერჩივნა, ჩვენი განხეთქილების მიზეზი სხვა ქალი ყოფილიყო.

– ხვდებით, რას ამბობთ?

– დიახ. არათუ ვხვდები, ზუსტად ვიცი. როცა შენი ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალი ჩნდება, გაუცხოების, გაციების პროცესი ნელ-ნელა მოდის და როცა მიდის, ფიზიკური სიახლოვე თქვენ შორის უკვე აღარ არის. მე რამდენიმე საათის წინ ვეხვეოდი მას და გადარეულივით ვკოცნიდით ერთმანეთს, უცებ აღმოჩნდა, რომ ერთად აღარ ვიქნებით. ხვდებით, მე რას ვგულისხმობ?

– დაახლოებით. თქვენ არ გინდათ დაიჯეროთ, რომ ოჯახი გენგრევათ ისე, რომ ქმარს თქვენთვის არ უღალატია.

– დიახ. როგორია, მიზეზი არ არსებობს, რომ დავშორდეთ, მაგრამ ჩვენ შორის ყინულის კედელია. ან რა ვთქვა ჩემს მშობლებთან, ახლობლებთან, ქმარს რატომ ვეყრები-მეთქი. აქამდე მარტო კარგს ვლაპარაკობდი მასზე. კარგი, რბილად ნათქვამია, ვაიდეალებდი, ვამბობდი, ჩვენნაირი წყვილი ბუნებაში არ არსებობს-მეთქი. არ იტყვიან, იდეალური ქმარი ვერ შეიფერაო?

– ის გაწუხებთ, რას იტყვიან თქვენზე?

– დიახ. ესეც მაწუხებს, მრცხვენია. დედაჩემი გაგიჟდება. მე ვფიქრობ, ქალი, რომელსაც ქმარმა უღალატა, გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე მე. თქვენ არ გესმით, რას განვიცდი მე... არა, კი არ გსაყვედურობთ, უბრალოდ, არ ვიცი, ეს ყველაფერი ჩემიანებს როგორ მოვუყვე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ვახო კი წასვლას აპირებს. ჩემს სიტყვებზე, ხომ არ აჯობებს, გავშორდეთ-მეთქი, მშვიდად მიპასუხა. კარგიო. რადგან შენს ეგოიზმს ვერ ელევი, მარტო უკეთესად იცხოვრებო.

– არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება მისი შეცვლის მიზეზი სხვა ქალი იყოს?

– არა. იმიტომ, რომ ის არ შეცვლილა. ყოველთვის ასეთი იყო. უბრალოდ, აქამდე თავს არ ავლენდა... თუმცა, შეიძლება, ვცდები, არ ვიცი, რა ვიფიქრო. მართლა არ ვიცი, გეფიცებით, რა დავარქვა იმას, რაც ვახომ გააკეთა?! სხვა ქალი?! – არა. სხვა ქალი არაფერ შუაშია. ის ასეთია, საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი. მეც იმიტომ შემირთო ცოლად, რომ ძალიან მიყვარდა. ალბათ, იმაზე გათვალა, რომ მთელი ცხოვრება მისი ყურმოჭრილი მონა ვიქნებოდი. საკუთარ სურვილებზე უარს ვიტყოდი და ხმის ამოუღებლად დავემორჩილებოდი.

– თქვენ თქვით, რომ საერთო ინტერესები გქონდათ.

– დიახ. კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომ მე ამირჩია საკუთარი თავის კომფორტის შესაქმნელად. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?!

– მიუხედავად ამისა, გაშორება მაინც გინდათ?

– არა არ მინდა. წყალწაღებულივით ხავსს ვებღაუჭები. იქნებ, ვცდები. იქნებ, ჩემი ბრალია და წვრილმანებზე არ უნდა გამოვკიდებოდი. იტყვიან, რა სულელია. ერთგული და მეოჯახე ქმარი ვერ შეინარჩუნაო. არ უნდა მეთქვა, დროებით ცალ-ცალკე ვიცხოვროთ-მეთქი. არ უნდა დამეშვა ეს შეცდომა. შანსი უნდა მიმეცა მისთვის და საკუთარი თავისთვისაც. ახლა ისღა დამრჩენია, შევეხვეწო, არსად წავიდეს, არ დამტოვოს. ერთი სიტყვით, საშინელ დღეში ვარ.


скачать dle 11.3