კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოვრწყათ ხშირად მედილინა და როგორი ნიადაგი მოსწონს მას

„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად გაზაფხულის ერთ უმშვენიერეს მცენარეზე ვისაუბრებთ. თუ ბინაში უკვე გაქვთ მედილინა, ჩვენს რჩევებს გადახედეთ, თუ არა აუცილებლად შეიძინეთ ის და თქვენ ამ სეზონს ულამაზესი და საოცარი ყვავილებით შეხვდებით. 

 

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა მედილინა?

– მედილინა არის ტროპიკული მცენარე, მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია. ეს მცენარე ულამაზესია, დიდფოთლიანი და ძალიან ეფექტური. ის საკმაოდ უპრეტენზიოა.  შედის ნახევრადთაფლოვანთა ოჯახში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შიგნით აქვს ისეთი ნივთიერება, რაც იზიდავს კოღოს, ბუზსა და სხვა მწერებს. 

– რით შეიძლება მოვაშოროთ მცენარეს ეს მწერები?

– მისი მოშორება არ დაგჭირდებათ. როგორც კი მედილინა დაასრულებს ყვავილობას, მწერიც გაქრება. 

– რომელ სეზონზე ყვავილობს მედილინა?

– მცენარე ყვავის ზამთარ-ზაფხულ. მისი ყვავილობის სეზონი არ არის დაზუსტებული, რადგან, თუ ზამთარში ტემპერატურა 20 გრადუსის ზემოთ ავა, შესაძლებელია,  მედილინამ ყვავილობა დაიწყოს. 

– ამ გაზაფხულზე შესაძლებელია მისი აყვავილება და როგორ დავეხმაროთ, რომ უკეთ და უხვად იყვავილოს?

– ზოგიერთ ადგილას მედილინა უკვე ყვავის. მას არ სჭირდება არც ტემპერატურის მომატება და არც დაკლება. როგორც კი დათბება, ის  მაშინვე დაიწყებს კოკრების გამოღებას. 

– თუ ჩვენი მედილინა უკვე ყვავის, როგორ მოვუაროთ მას ამ სეზონზე?

– თუ თქვენი მედილინა უკვე აყვავებულია, შუადღის 12 საათიდან 3-4 საათამდე ის გარეთ გაიტანეთ. ამ დროს აუცილებელია მედილინას მოხვდეს მზის სხივები, რათა მოხდეს ფოტოსინთეზი და განაგრძოს თავისი ბუნებრივი ზრდა. 

– რა სიხშირით მოვრწყათ ეს მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე, განსაკუთრებით კი ახლა?

– მორწყვასთან დაკავშირებით ამ მცენარეს პრობლემა არ აქვს, უყვარს სველი ნიადაგი და მორწყეთ ისე, რომ კარგად გაიჟღინთოს როგორც მისი ზედა, ასევე, ქვედა ნაწილიც.

–  ემუქრება თუ არა მცენარეს  დალპობის საშიშროება, თუკი ზედმეტი წყლის დასხმა მოგვივა?

– მედილინას არ ემუქრება დალპობა, რადგან,  მას აქვს ხისტი და ძლიერი ფესვი. ასე რომ, უშიშრად მორწყეთ, ეცადეთ, მისი ნიადაგი სველი იყოს და დალპობის ნუ შეგეშინდებათ. 

– თუ დიდხანს არ მოვრწყავთ მცენარეს, შესაძლებელია, რომ გახმეს?

– ამ შემთხვევაში მცენარე მოიწყენს, თუმცა, ნამდვილად არ გახმება. თუ შეამჩნევთ, რომ ფოთლები ჩამოყარა და მოიწყინა, ხელით მოსინჯეთ მისი ნიადაგი და, სიმშრალის შემთხვევაში, მაშინვე მორწყეთ. 

– როგორ რეაგირებს ეს მცენარე დაბალ ტემპერატურაზე?

–  ის არც ამ მხრივ შეგიქმნით პრობლემებს, რადგან, +4 გრადუსზეც კი მშვენივრად გრძნობს თავს, მთავარია, ყინვა არ მოხვდეს. უმცირეს მინუს ტემპერატურაზეც კი ეს მცენარე იყინება და კვდება. 

– რომელი მავნებელი ემტერება მცენარეს?

– მედილინას მავნებლები არ ეხვევა, მხოლოდ სიტკბოს მოყვარული მწერები შეიძლება დაესიოს. ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ, ის გარეთ გაიტანოთ და, როდესაც მწერი აღარ ეყოლება, ბინაში ამის შემდეგ დააბრუნოთ. 

– რამდენ ხანს გაგრძელდება მედილინას ყვავილობა ამ სეზონზე?

– მცენარის ყვავილობა ორ თვეს გასტანს. მას აქვს ვარდისფერი, ტაროსებრი ყვავილი და ძალიან ლამაზია. 

– რით მრავლდება მედილინა?

– მცენარე მრავლდება თესლით და ამონაყარით. საქართველოს პირობებში მის თესლს ვერ მივიღებთ, ამონაყარი კი ბევრი აქვს და შეგიძლიათ, ამ ხერხით გაამრავლოთ. 

– რომელ სეზონზე გვირჩევთ ამ მცენარის გამრავლებას?

– მედილინას გამრავლება ხდება სექტემბერ-ოქტომბერში, თუმცა, ადრეულ გაზაფხულზეც შეგიძლიათ, თუ ახლა გაამრავლებთ მედილინას მისი ფესვის ამონაყარისგან, ყურადღება მიაქციეთ დედა მცენარეს, რომ განვითარება არ გაუჭირდეს. მორწყეთ ხშირად და დადგით ნათელ ადგილას. 

– რაც შეეხება გადარგვასა და გასხვლას?

– ახლა უკვე შეგიძლიათ, მედილინა გადარგოთ შედარებით მოზრდილ ქოთანში, თუმცა, მისთვის ფორმის მიცემა, შეჭრა, შეკვეცა და მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. მედილინა კომპაქტური მცენარეა და ბუნებრივად ლამაზი იზრდება. 

– კიდევ რა გავითვალისწინოთ აპრილში, რა ადგილას დავდგათ ის ახლა?

– მცენარე ამ დროს უნდა იდგეს დასავლეთის მხარეს. მის სქელ ფოთლებზე მზის მწველი სხივები, არ მოქმედებს. ამიტომ, დადგით ნათელ და მზიან ადგილას. აპრილში, უმჯობესია აივანზე გაიტანოთ არა მარტო მედილინა, არამედ ყველა მცენარე. 

– როდის მივაწოდოთ მედილინას დამატებითი საკვები ნივთიერებები?

– ახლა სწორედ ის დროა, როცა მცენარეს დამატებითი კვება სჭირდება. სასურველია, თუ მის ნიადაგში შეიტანთ აზოტს, კალიუმსა და კალციუმს. ეს სასუქები ხელს შეუწყობს მცენარის ზრდა-განვითარებასა და უხვ ყვავილობას. 

– რა შემცველობის ნიადაგი სჭირდება მცენარეს და მომთხოვნია თუ არა ის ნიადაგის მიმართ?

– მედილინა ნიადაგის მიმართაც უპრეტენზიოა. სასურველია, მისი მიწის შემადგენლობაში შედიოდეს: ტორფი, ფოთლის მიწა და დამწვარი შეშის ნახშირი. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, გარწმუნებთ, თქვენი მცენარე საკმაოდ კარგად გაიხარებს და ხშირად გაგანებივრებთ თავისი ულამაზესი ყვავილებით. 

 

скачать dle 11.3