კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: წელიწადის რა დროს და როგორ უნდა გავამრავლო კლემატისი?            

პასუხი: ამ მცენარის გამრავლება შესაძლებელია შემოდგომაზე. მისი გახარება ხდება კალმით ან თესლით. როგორც კი მცენარეს დათესავთ, მაშინვე უნდა დადგათ ნათელ ადგილას, რომ სწრაფად ამოვიდეს. მორწყეთ რამდენიმე დღეში ერთხელ და კლემატისი მალე გაიხარებს.                                           

კითხვა: როგორ და რა პირობებში გავახარო კროსანდრა?                                          

პასუხი: ეს მცენარე გაზაფხულ-შემოდგომით ყვავილობს. მას სჭირდება დრენაჟიანი ნიადაგი. ჩარგვის დროს უნდა დაუმატოთ კომპლექსური სასუქი. კროსანდრას ძალიან უყვარს კარგად განათებული ადგილი, ამიტომ, უმჯობესია, თუ მას ნათელ ოთახში დადგამთ. ფესვების კარგი განვითარებისთვის ის უნდა მორწყათ მაშინვე, როცა მიწა გამოშრება. ყვავილობის დროს უნდა დაიცვათ ჰაერის მაღალი ტენიანობა. ზამთრის პერიოდში ძალიან უნდა შეამციროთ მცენარის მორწყვა. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის ოპტიმალურია 20 გრადუსი. ყვავილობის დასრულების შემდეგ ტოტების სიგრძე დაუმოკლეთ და ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ წყლით. მცენარის თესლის დათესვა ხდება მარტ-აპრილში, როცა ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსს აღწევს.                                                                                                                                   

 

კითხვა: როგორი პირობები მოსწონს პუანსეტიას და რით შეიძლება მისი გამრავლება?                                                                                                                                 

პასუხი: პუანსეტიას უყვარს ნათელი, თბილი გარემო. სასურველია, ოთახში, იყოს 18-20 გრადუსი ტემპერატურა. დადგით ის დასავლეთის ფანჯარაზე. ყვავილობს დეკემბერში და ისვენებს აპრილში. ამ დროს არ არის საჭირო მისი მორწყვა. მაისში ღეროებს გადაჭრა დასჭირდება. გაზაფხულზე გაანოყიერეთ კომპლექსური ნაკელით. ამ მცენარის გამრავლება შეიძლება წვერებზე გადაჭრილი კალმებით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. გადაჭრილი კალამი რამდენიმე წუთით უნდა ჩადოთ ცივ წყალში, შემდეგ ჩარგოთ ტორფიან და სილიან ნიადაგში. სხვა დამატებით ყურადღებას ეს მცენარე არ ითხოვს.                                                                                                                                           

კითხვა: რას მირჩევთ, სად დავდგა სენეციო?                                                                

პასუხი: სენეციოს კაშკაშა სინათლე და მზეზე ყოფნა მოსწონს, თუმცა, არ უყვარს ზაფხულის თაკარა მზე. კარგია, თუ საკიდ კალათაში ჩადგამთ და რომელიმე განათებულ ადგილას ჩამოკიდებთ.

 

 

скачать dle 11.3