რა მოხდა ამ დღეს
2 აპრილი
1873 – პირველად ინგლისში სამგზავრო რკინიგზის ვაგონებში დაამონტაჟეს საპირფარეშოები.
1905 – გაიხსნა სიმპლონის გვირაბი შვეიცარიასა და იტალიას შორის.
1944 – პირველად სამხედრო ოპერაციებისას გამოიყენეს ვერტმფრენები.
3 აპრილი
1922 – იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გახდა კომპარტიის „ცეკას“ მდივანი.
1933 – თვითმფრინავმა პირველად გადაიფრინა ჯომოლუნგმას (ევერესტის) თავზე.
1968 – ეკრანებზე გამოვიდა კუბრიკის ფილმი „კოსმოსური ოდისეა 2001“.
1975 – ბობი ფიშერს ჩამოერთვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჭადრაკში.
4 აპრილი
1850 – ლოს-ანჯელესმა ოფიციალურად მიიღო ქალაქის სტატუსი.
1919 – იტალიაში გაიხსნა სამგზავრო დირიჟაბლების ავიახაზი – „რომი-ნეაპოლი“.
1960 – „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიალზე ფურორი მოახდინა ფილმმა „ბენ ჰური“, მიიღო რა 11 „ოსკარი“.
5 აპრილი
1242 – რუსებმა გაყინულ ჩუდის ტბაზე დაამარცხეს გერმანელი რაინდები. მათივე აზრით, ეს დიადი ბრძოლა იყო, თანამედროვე დასავლურ ისტორიოგრაფიაში კი ეს უმნიშვნელო შეტაკებადაა მიჩნეული.
1753 – დაარსდა ბრიტანეთის მუზეუმი.
1859 – გამოქვეყნდა ჩარლზ დარვინის ეპოქალური ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა“.
1910 – საფრანგეთში აკრძალეს კოცნა... რკინიგზაზე. მიზეზად დასახელდა მატარებელთა შეყოვნება მგზავრთა გამომშვიდობების გამო.
1933 – ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გრენლანდია ოფიციალურად მიაკუთვნა დანიას. მას ნორვეგია ეცილებოდა.
1955 – უინსტონ ჩერჩილი გადადგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
6 აპრილი
1453 – თურქეთის სულთანმა მეჰმედ მეორემ დაიწყო კონსტანტინოპოლის ალყა.
1652 – დაარსდა ქალაქი კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).
1814 – ტახტიდან გადადგა ნაპოლეონ ბონაპარტე.
1818 – პარიზში ბარონ შარლ დე დრეზმა წარმოადგინა ორბორბლიანი გადაადგილების საშუალება (თანამედროვე ველოსიპედის პროტოტიპი).
1896 – ათენში გაიხსნა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები.
7 აპრილი
1795 – საფრანგეთში შემოიღეს ზომა-წონის მეტრული სისტემა.
1943 – შვეიცარიელმა ქიმიკოსმა, ალბერტ ჰოფმანმა, დაასინთეზა LSD (ნარკოტიკი).
8 აპრილი
1783 – გამოვიდა იმპერატორ ეკატერინე მეორის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც ყირიმი და ყუბანი რუსეთს შეუერთდა.
1904 – დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელსაც არაოფიციალურად ეწოდა „შეთანხმება გულით“ (ანტანტა).