კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიხსნათ სხეულის დაძაბულობა

 

კუნთების გამაგრებაში კულტურისტობას ნუ იგულისხმებთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარჯიშები მოგიხსნით მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან (ან საწერ მაგიდასთან) ჯდომით, ან, უბრალოდ, ფიზიკური დაღლის შედეგად გამოწვეულ ზურგის, წელისა და კისრის ტკივილს, დაღლისა და დაჭიმულობის შეგრძნებას. თუ თავს დროულად არ მიხედავთ, შესაძლოა, ხერხემალზე შეგექმნათ პრობლემები. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და, დღეში რამდენჯერმე, 10-15 წუთი დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვას.

1. ზურგის (წელის) არეში ტკივილის მოსახსნელად აუცილებელია, მოუხსანთ კუნთებს შეკუმშვით მიღებული დაძაბულობა: დაჯექით უზურგო სკამზე სწორად. გადააჭდეთ ერთმანეთს ხელისგულები და დაიდეთ კეფაზე. ჩაისუნთქეთ ღრმად და 5-7 წამით შეაჩერეთ სუნთქვა. ამ მომენტში შეეცადეთ, ტანით უკან გადაიხაროთ, კეფაზე ამოდებული ხელებით კი გადახრას წინააღმდეგობა გაუწიეთ იმ დონეზე, რომ მთელი ზურგი დაგეჭიმოთ. 5-7 წამის შემდეგ ამოისუნთქეთ და ხელისგულები კეფას ოდნავ დააჭირეთ, რომ სხეული ცოტათი წინ წამოიხაროს. გაიმეორეთ 8-10-ჯერ.

ეს ვარჯიში შეასრულეთ დღის განმავლობაში 4-5-ჯერ.

2. სამუშაო დღის დასაწყისიდან დასასრულამდე, ყოველ საათში ერთხელ გააკეთეთ მარტივი ვარჯიშები: ა) დადექით სწორად და ხელები იატაკს შეახეთ ისე, რომ მუხლებში არ მოიხაროთ (8-10-ჯერ); ბ) დადექით სწორად, გაიკეთეთ დოინჯი და ტანი რამდენჯერმე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, მერე – მარცხნივ, ისე, რომ ფეხები ადგილიდან არ დაძრათ.

3. დაჯექით სკამზე წელში გამართული. ფეხები შეატყუპეთ. ერთი ხელი დაიდეთ მუხლზე, მეორე კი – შუბლზე. შეეცადეთ, მთელი ტანით გადმოიხაროთ წინ, მუხლებისკენ, შუბლზე მიდებული ხელით კი ამ მოძრაობას მაქსიმალურად შეეწინააღმდეგეთ (წინააღმდეგობის გაწევა უნდა გაგრძელდეს 15-20 წამის განმავლობაში). შემდეგ მოდუნდით და ვარჯიში ისევ გაიმეორეთ (8-10-ჯერ).

4. დაწექით ხალიჩაზე და ორივე ხელი აქეთ-იქით გაშალეთ. ფეხები შეატყუპეთ და მუხლებში მოხარეთ. მოხრილი ფეხები გადაწიეთ ჯერ ერთ მხარეს, ისე, რომ იატაკს შეახოთ (შეაჩერეთ ამ მდგომარეობაში 4-5 წამის განმავლობაში), შემდეგ – მეორე მხარეს (5-7-ჯერ).

წარმატებას გისურვებთ!

 

скачать dle 11.3