კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

მარკოზ განშორებული: თუ ბოროტების დათმენა არ გსურთ, არც ბოროტების გაკეთება ისურვოთ, რამეთუ ამას ისიც უცილობლად მოჰყვება, „რამეთუ, რაიცა იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს“.

ანტონ ჭყონდიდელი: საკვირველი ეს არის, რომელიც განკითხულ არს და რომელმანც ცოდვილთათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გიბრძანებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“, – შენ განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ, მიზეზი რა გაქვს სხვისი მონის განკითხვისა? – მიზეზი წარმოუჩინელი არის!

კასიანე რომაელი: ცხონებისთვის არ არსებობს უფრო საიმედო გზა, ვიდრე ის, რომ საკუთარი გულისსიტყვები სულიერი განსჯის მქონე მამებს გავუმხილოთ და ვიყოლიოთ ისინი სათნოებათა მოხვეჭის გზაზე ხელმძღვანელად, არ მივდიოთ საკუთარ გულისსიტყვასა და განსჯას.

წმიდა ეგნატე: სულები, რომლებიც, ან ადამიანებისგან მიყენებული შეურაცხყოფით, ან გონებაში ფარულად აღმოცენებული ზრახვებით, ან სხეულებრივი სნეულებებით იტანჯებიან, თუკი ყოველივეს ბოლომდე დაითმენენ, მოწამეთა მსგავსად, გვირგვინების ღირსნი გახდებიან, მათებრი კადნიერება ექნებათ ღვთის წინაშე.

ალექსი ბერი: განსაცდელი მრავალგვარია და ამისთვის ვიტყვი აქ, კერძოდ, შინაგანზედ, რამეთუ, რაც უნდა აღშფოთდე და დაბნელდეს გონების შენის მხედველობა და ფრიადცა საშიშმა მდგომარეობამ გარე მოგიცვას შენ, მაინც უცხო და საკვირველი არა რა არს და ნუ შეშინდები, ნურცა სიმხნეს დაკარგავ, როცა შიში, ძრწოლა და სიბნელე ერთად გეკვეთოს, რამეთუ ესრედ ჯერ არს ყოველივე ღვთისა მიერ განსწავლებად შენდა. მიხედენ დიდსა მის წინასწარმეტყველსა დავითს, თუ რასა იტყვის: „არა შემეშინოს მე ბოროტისაგანო”; მანვე თქვა: „შიში და ძრწოლა მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან“. აი, ვითარი ცვლილებებით იტანჯებოდა დავით, ვითარმედ, ოდეს ღვთის ფარვა იყო მის ზედა, მაშინ არა ეშინოდა, ხოლო ოდეს მცირედრე აიღო ფარვა და დაუტევა განსწავლებად, მაშინ შეეშინა და ფრიად ძრწოდა.

ეფრემ ასური: თუკი მატყლი ვერ გამოდგება საქსოვად, თუ მას მრავალჯერ არ დატკეპნიან და დაჩეჩავენ, რის შედეგადაც ის სუფთავდება; ასევე, ღვთისმოყვარე სული, რომელმაც მრავალი განსაცდელი და მწუხარება გადაიტანა და მამაცურად დაითმინა მწუხარება, წმიდავდება, სულიერ ქმედებისთვის ფაქიზდება და, ბოლოს, ცათა სასუფევლის ღირსი ხდება.

მარკოზ განშორებული: თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ, ცოტას თუ შეუცნია ის  მცნებათა აღსრულების შესაბამისად.

იოანე ოქროპირი: სიმდიდრე ის კი არ არის, რომ ბევრი გქონდეს, არამედ, ის, რომ მის მოხვეჭაზე არ ზრუნავდე.

 

скачать dle 11.3