კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაზერი – პრაქტიკულად ამოუწურავი უსაფრთხო ენერგიის მარაგი

 

ამერიკის ლაზერული თერმობირთვული რეაქციების ნაციონალური კომპლექსის სპეციალისტებმა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ლაზერის გამოცდა ჩაატარეს. იქ შექმნილმა დანადგარმა, მისი ავტორების გასაკვირად, იმაზე მეტი სიმძლავრე აჩვენა, ვიდრე ისინი მოელოდნენ: დანადგარმა, რომელიც ერთდროულად 192 ულტრაიისფერ ლაზერულ სხივს „ისვრის“, 411 ტრილიონი ვატის სიმძლავრის სხივი შექმნა, მისი გამოსხივების დრომ კი წამის სულ რაღაც 23 მემილიარდედი ნაწილი შეადგინა.

სხივის სიმძლავრე, როგორც ინჟინრები ამბობენ, აჭარბებს ერთად აღებულ მთელი ამერიკის პიკურ ენერგომოხმარებას დროის ნებისმიერ მომენტში. ლაზერული სხივის მუშაობის შედეგად შეიქმნა 1,875 მილიონი ჯოული ენერგია, რომელიც ყველა იმ დიაგნოსტიკურმა ინსტრუმენტმა დააფიქსირა, რომელიც კომპლექსშია ჩართული.

სწავლულები ამბობენ, რომ შექმნილი „ზეექსტრემალური“ ულტრაიისფერი ლაზერი სრულიად ახალი ფიზიკის კარს აღებს, რადგან მისი ზემოქმედებით მატერია წარმოუდგენლად უჩვეულოდ იქცევა.

ლაზერული თერმობირთვული რეაქციების ნაციონალური კომპლექსი კალიფორნიაში, ქალაქ ლივერმორშია და ლოურენსის სახელობის განთქმული ლივერმილის ნაციონალური ლაბორატორიის ქვედანაყოფს წარმოადგენს. კომპლექსი 12 წლის განმავლობაში შენდებოდა და მის მშენებლობაზე 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. კომპლექსის პირველი წარმატებული გამოცდა 2010 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა.

კომპლექსი იყენებს 192 ზემძლავრ ლაზარს, რათა გარკვეულ მდგომარეობამდე გააცხელოს და შეკუმშოს მცირე სამიზნე, რომელიც დეიტერიუმისა და ტრიტიუმის ნარევისგან შედგება, შედეგად კი იწყება დამოუკიდებელი თერმობირთვული რეაქცია.

იმ შენობის ზომები, სადაც ექსპერიმენტის ჩასატარებელი დანადგარი მდებარეობს, უფრო დიდია, ვიდრე ფეხბურთის მოედანი. ეს კომპლექსი მსოფლიოში ყველაზე დიდი დანადგარია ინერციული მართული თერმობირთვული სინთეზის ჩასატარებლად. მეცნიერები სწორად მართულ თერმობირთვულ სინთეზზე ამყარებენ ძალზე დიდ იმედებს, ვინაიდან, წარმატების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიას შეუძლია, კაცობრიობა პრაქტიკულად ამოუწურავი ენერგიის მარაგით უზრუნველყოს.

ამას გარდა, სინთეზის რეაქცია, განსხვავებით, მაგალითად, ურანის გახლეჩის რეაქციისგან, ძალზე მცირე რადიოაქტიურ ნარჩენებს ტოვებს და, ამიტომ, თერმობირთვული რეაქტორი, შეიძლება, პრაქტიკულად უსაფრთხოდ ჩაითვალოს.

 

скачать dle 11.3