კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ეხმარება დამწყებ ავტოდილერებს იაპონური კომპანია „ჯიმექსი“


ფირმა „ჯიმექსი“ იაპონური სავაჭრო კომპანიაა, რომელიც ძალიან საიმედოდ და ხარისხიანად ახორციელებს ავტომობილებისა და ტექნიკის იმპორტს საქართველოში, ისევე როგორც, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ჩვენს ბაზარზე ფირმა 2007 წლიდან მუშაობს და პირველი კომპანიაა იაპონიიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ასე წარმატებულად გახსნა საკუთარი წარმომადგენლობა.

„ჯიმექსის“ პრეზიდენტი იბრაჰიმ რიზკიევი და საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი, ზაზა ზიზიაშვილი გვესაუბრნენ იმ კომფორტზე, რომელსაც „ჯიმექსი“ ქართველ მომხმარებელს სთავაზობს.


– მოდი, საუბარი დავიწყოთ იმით, რატომ უნდა გააკეთოს მყიდველმა აქცენტი მაინცდამაინც იაპონურ ხარისხზე, მაშინ როდესაც ამერიკიდან გაცილებით იაფად შეიძლება ჩამოიყვანო მანქანა.

იბრაჰიმ რიზკიევი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამერიკული და იაპონური ავტომობილები ერთმანეთისგან ხარისხით ძალიან განსხვავდება, ანუ იაპონური გაცილებით მაღალი ხარისხისაა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. იაპონური კანონების თანახმად, ავტომობილებს ყოველ ორ წელიწადში ძალიან მკაცრი ტექდათვალიერება უტარდება, გარდა ამისა, ყოველწლიურად ხდება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იაპონელი ავტომობილს ისე არ ექცევა, როგორც ამერიკელი. მანქანა ქონებაა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. (იცინის).

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იაპონურ ავტომობილებს ნაკლები გარბენი აქვს. იაპონელი საკუთარ ავტომობილს ყოველდღიურად არ იყენებს, ისინი სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიან, ხოლო მანქანებით დასვენების დღეებში სარგებლობენ.

– ამ ავტომობილების შეძენა აუქციონითაც შეიძლება?

– რა თქმა უნდა. ეს არის ყველაზე მარტივი, სწრაფი და იაფი საშუალება, რომლითაც მანქანის ყიდვა, შეიძლება. ამერიკულ აუქციონთან შედარებით, იაპონური გაცილებით უფრო დეტალურ, დაწვრილებით ინფორმაციას გაწვდის ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ავტომობილზე. იაპონიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 120 სააუქციონო სახლია, რომლებთანაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. აუქციონები კვირაში ერთხელ იმართება და ერთ ასეთ აუქციონზე სამიდან ათი ათასამდე ავტომობილი იყიდება.

– აუქციონებზე მანქანები ვის გამოჰყავს?

– ოფიციალურ დილერებს, „ტოიოტას“, „ჰონდას“... როდესაც კლიენტი ახალ მანქანას ყიდულობს, დილერი მისგან ძველ მანქანას გამოისყიდის და შემდეგ აუქციონზე გამოჰყავთ. თავის მხრივ, ამ მანქანებს სხვა ფირმები ყიდულობენ, რათა არჩევანის მრავალფეროვნება ჰქონდეთ. აუქციონიდან ავტომობილის შეძენა მხოლოდ იაპონიაში დარეგისტრირებულ იურიდიულ ფირმებს შეუძლია, რომლებიც აუქციონის წევრებად ითვლებიან.

– ისეთი როგორიც თქვენი ფირმაა?

– ასეა. ამ აუქციონებზე ავტომობილები საოცარი სიმკაცრით მოწმდება და მათ სპეციალური ნიშანი ენიჭებათ, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის „კუზაოსა“ და სალონის მდგომარეობაზე. ტექნიკური ჯგუფი დეტალურად აღწერს ავტომობილის მდგომარეობას, მის ნებისმიერ უარყოფით მხარეს, მიუხედავად მისი სიმრავლისა. მაქსიმალური ნიშანი არის „5“, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილი თითქმის ახალია, არ გარემონტებულა, არ სჭირდება შეკეთება. ეს შეფასება ეძლევა ავტომობილს, რომელიც სამ წელზე ნაკლებისაა. მინიმალური შეფასებაა სამი ფიფქი (***), რომლითაც ფასდება ავარიის შედეგად დაზიანებული და შეურემონტებელი მანქანა, ან ისეთი, რომელსაც შესაძლოა, ჰქოდეს ძრავის პრობლემები. სალონის შეფასება ხდება A-დან D კატეგორიამდე და სხვა.

– როგორ შეიძლება აუქციონიდან ავტომობილის ყიდვა ჩვეულებრივი მყიდველისთვის, ვთქვათ, ისეთისთვის როგორიც მე ვარ?

ზაზა ზიზიაშვილი: საქართველოში უამრავი დილერია, რომლებით ჩვენგან იძენენ ავტომობილებს. თავად აუქციონები ექსპორტით დაკავებულები არ არიან. ამ საქმეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთი იაპონური ფირმა აკეთებს, როგორიც ჩვენია. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერ დილერს, დაიწყოს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი. დამწყებ დილერს, რომელსაც „ჯიმექსის“ ტიპის კომპანიებთან არ ჰქონდა ურთიერთობა, უამრავ პრობლემას ეჯახებოდა უპირველესად, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ პარტნიორებთან ფიზიკურად არ ჰქონიათ ურთიერთობა. ჰქონდათ ასევე ენის ბარიერი, უნდობლობა და გარანტიის არქონა. ზუსტად ამის გამო კომპანია „ჯიმექსმა“, ავტომობილების ექსპორტიორმა იაპონიიდან, თავისი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. ჩვენ უფასო კონსულტაციებს ვუტარებთ დამწყებ დილერებს, რომელთაც ავტობიზნესში უნდათ ძალების მოსინჯვა. მთელ იმ პროცესში, რომელსაც იაპონიიდან თბილისამდე ავტომობილის ჩამოყვანა ჰქვია, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ. თუმცა, ინდივიდუალურ შეკვეთებზე არ ვმუშაობთ. იმ დილერებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, ვაძლევთ ჩვენთვის მონიჭებულ სპეციალურ „გასაღებს“, რომლითაც ის შეძლებს სააუქციონე ვებ-გვერდზე შესვლას და ავტომობილის არჩევას. ამის შემდეგ „ჯიმექსის“ გაყიდვების მენეჯერი გადაამოწმებს მანქანის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ მანქანას პრობლემები არ აღმოაჩნდება და ის აუქციონში მონაწილეობას მიიღებს, შეგატყობინებთ აუქციონის შედეგებს. მანქანის ყიდვის შემთხვევაში, დილერს გამოუგზავნის ინვოისს თანხის გადასარიცხად. კლიენტი კი ფოთში მიიღებს თავის ავტომობილს. კონტეინერი, რომლითაც თქვენს მიერ შეძენილი ავტომობილი მოდის, არის 40 HQ, მოკლედ, რომ გითხრათ, ამ კონტეინერში საკმარისზე მეტი სივრცეა იმისთვის, რომ ავტომობილი ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს.

– მომგებიანია დღეს ავტობიზნესი?

– მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის პროცესი განახლდა. რაც შეეხება თავად ამ ბიზნესის უპირატესობას: ის არ მოითხოვს მსხვილ კაპიტალდაბანდებებს. ერთადერთი, რაც დილერს მოეთხოვება არის, კომპიუტერი, სამუშაო სივრცე და ხელმძღვანელობა, რომელიც „ჯიმექსის“ გუნდის მიერ არის შემუშავებული. როდესაც ამხელა შეკვეთებზე მუშაობ, საკუთარ კაპიტალს საფრთხის ქვეშ არ აყენებ, ანუ „ჯიმექსის“ დახმარებით დილერს თავისუფლად შეუძლია რისკების კონტროლი. რაც ყველაზე მთავარია, დილერს შეუძლია უსაზღვროდ გააფართოოს თავისი ბიზნესი. „ჯიმექსი“ ორიენტირებულია გრძელვადიან საქმიან ურთიერთობებზე. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ბიზნესის განვითარებაა და არა მხოლოდ ის, რომ უბრალოდ, მანქანები გავყიდოთ. მართალია, არ გთავაზობთ ავტომობილებს ისე დაბალ ფასად, რომ არარეალური იყოს და სავარაუდოდ, ხარისხიც შესაბამისად – დაბალი, სამაგიეროდ, ყველა იმ ავტომობილს, რომელსაც ჩვენი დახმარებით შეიძენთ, გარანტია აქვს. საიმედოობა მისაღებ ფასში – ეს ჩვენი მთავარი პრინციპია. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთან დაკავშირების შემდეგ შეიტყობს პოტენციური დილერი.

– მაქსიმუმ რა დროში ჩამოვა ავტომობილი იაპონიიდან თბილისში?

იბრაჰიმი: თვე-ნახევარი, ორი თვე. ორი თვე ეს არის მაქსიმალური დრო, გააჩნია, იაპონიის რომელ მხარეში შეიძენთ ავტომობილს და ახლოა თუ არა კონტეინერთან, რომელსაც ავტომობილები გადმოაქვს.

– თბილისში უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ ჰიბრიდულ ავტომობილებზე. მომგებიანია ამ ავტომობილების ჩამოყვანაზე მუშაობა?

– ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში არაჩვეულებრივად განვითარდეს. ჰიბრიდული ავტომობილები ძალიან პოპულარულია ევროპაში, მართალია, მათი ფასი შედარებით მაღალი, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან ეკონომიურია. გარდა ამისა, იაპონური კონცერნები აქტიურად მუშაობენ ელექტრომანქანებზე, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ მსხვილ ნიშას დაიკავებს ავტობიზნესში.

– ანუ, დამეხმარებით, რომ ჩემი ძველი „ჰონდა“ ახალი „ტოიოტათი“ შევცვალო?

– აუცილებლად. ამას კი არა, თუ სურვილი გექნება, ჟურნალისტობასთან პარალელურად, კარგი ბიზნესის დაწყებას შეძლებთ.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი ¹50, ტელეფონი: (+995 32) 725-099, მობილური: (+995 32) 855 300-718, E-mail: zaza@jimex.co.jp, web: www.jimex.co.jp; skype: ibrojapan; contact@jimex.co.jp; +81-45-250-0888, +81-45-250-0889.


скачать dle 11.3