კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ლენინი ყოველთვის ჩვენთანაა!“

„თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!“

 

 მართალია, ლოზუნგი – „ლენინი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა“ – საბჭოთა დროს მოქმედებდა, რაც საბჭოთა ადამიანებს რწმენას აძლევდა, რომ მარტო არასდროს დარჩებოდნენ (თვით საბჭოთა ადამიანებიც კი ხუმრობდნენ: საბჭოეთი მხოლოდ ორ და სამადგილიან საწოლებს უშვებს, იმიტომაც, რომ ლენინი ყოველთვის ჩვენთანააო!), მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მარტო ვერც დემოკრატიულ საქართველოში დავრჩებით.  ვერ დავრჩებით, რადგან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლი სამართალდამცველებს უფლებას აძლევს, სასამართლოს ნებართვის გარეშე, შეუზღუდავად გააკონტროლონ  ადამიანების პირადი მიმოწერა სოციალურ ქსელებში, ელექტრონული ფოსტითა და სხვა ინტერნეტ საშუალებით. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ მუხლის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს. მათი თქმით, „ეს ნორმა ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციის მეოცე მუხლს, ასევე, შეუსაბამობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლთან, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას გულისხმობს“.

   ჩვენ არათუ ის არ ვიცით, რა ვერდიქტს გამოიტანს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერჯერობით ისიც კი არ უთქვამთ, აპირებენ თუ არა ამ სარჩელის განხილვას (საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხის გაცემისთვის 9-თვიანი ვადა აქვს). სამაგიეროდ, ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენივე სამართალდამცველებისთვის გადაშლილი წიგნია და, ისიც, რომ ყველა დროს თავისი „ლენინი“ ჰყავს (ისე, სამადგილიანი საწოლების გამოშვებაც ხომ არ დაგვეწყო, რომ – „თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ“?!)

 

скачать dle 11.3