კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახურავზე ვიღაც იჯდა?

ანუ, ვინ ჰკითხავს კონსტიტუციას?!

 

 ეს ჩვენი ჯერაც აუმოქმედებელი, მაგრამ, ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ოფლჩაქცეული (რასაკვირველია, თუკი ოფლის ღვრა შეიძლება დავარქვათ ერთი წლის განმავლობაში, სულ რაღაც, ათამდე ფურცელზე დატეულ ცვლილებებს) კონსტიტუცია უბნობს, რომ ქუთაისში პარლამენტი მას შემდეგ უნდა გადაბარგდეს, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გამოაქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მეორე მხრივ, მართალია, ამას უბნობს, მაგრამ გაირკვა, რომ პარლამენტის ქუთაისურ რეზიდენციაში პირველი სხდომა პირველ მაისს ჩატარდება, ხოლო, ამ ჩატარების სამართლებრივი საფუძველი პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი შესაბამისი ცვლილება იქნება.

 1995 წლის და ჯერაც მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ვახტანგ ხმალაძე, მიიჩნევს, რომ პირველ მაისს ქუთაისში სხდომის ჩატარება ახალი კონსტიტუციის დარღვევაა, თუმცა, თავად ახალი კონსტიტუციის მთავარი მამა ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი  ცვლილება, რომლის მიხედვითაც  პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა, მიმდინარე წლის 1 მაისიდან იქნება შესაძლებელი, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ამის დასტურად კი აცხადებს, რომ „აქამდე პარლამენტის  ადგილსამყოფელი  ცალსახად, თბილისი იყო, ხოლო, თუ ახლა ცვლილება შეიტანეს რეგლამენტში და განსაზღვრეს,  რომ სხდომების ჩატარება ქუთაისში, 1 მაისიდან იქნება შესაძლებელი,  ეს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.“ სამწუხაროა, რომ ბ-ნი დემეტრაშვილი არ აკონკრეტებს, თუკი ცალსახად თბილისია, მაშინ ქუთაისი რაღა შუაშია.

 თავის მხრივ, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ვარაუდობს (რაკი ქუთაისში პარლამენტის შენობა დასრულებული არ არის და ეჭვი აქვს, რომ ერთ თვეში ხეირიანად ვერ დასრულდება), რომ უმრავლესობა სახურავზე აპირებს სხდომების გამართვას (რაკი არაერთხელ გვინახავს მთავრობის სხდომები მშენებარე ობიექტებზე, ხალხის რჩეულები მთავრობის წევრებზე, აბა, რით არიან ნაკლებიო? რით და – არაფრით!).

 ერთი სიტყვით, შემომაქვს ინიციატივა, გავაუქმოთ კონსტიტუცია, ყოველ შემთხვევაში, მასზე ძალადობის გამო თავის მართლებას მაინც ავიცილებთ თავიდან!

 

скачать dle 11.3