კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მიეცით ინვესტორს გზა ფართო“

ანუ, „ენერგეტიკის მინისტრი მბრძანებელია…“

 

მართალია, ვაჟა ამბობს, ბუნება მბრძანებელიაო, თუმცა, თუკი 2012 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, მბრძანებელი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროა (ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაზე, დანარჩენი მსოფლიოს საბედნიეროდ). ხსენებული ცვლილებები სამ საკანონმდებლო აქტს მოიცავს და, მათ, მიხედვით, ამიერიდან და სამარადჟამოდ მკვიდრდება ახალი რეჟიმი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში. კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე პირს მის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ნებისმიერი ქმედება კანონიერად ეთვლება (ერთი ისაა, რომ წინასწარი კომპენსაციის საფუძველზე შეთანხმება უნდა დადოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, თანაც ეს შეთანხმება უვადოა). ერთი სიტყვით, ამ შეთანხმების მფლობელს შეუძლია, რაც მოესურვება ის გააკეთოს, თუნდაც, ქვა ქვაზე არ დატოვოს, მას ამის გამო არც პასუხისმგებლობა დაეკისრება და, რაც მთავარია, სახელმწიფოს მისი ქმედებების შემოწმებაც კი ეკრძალება.

ხოლო, უფრო ნათელი რომ გახდეს, რა მომავალს გვიმზადებს ინვესტორთა აწ უკვე კანონად ქცეული სრული თავისუფლება, რომლის პრინციპია: „გიჟი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ინვესტორი, შესაძლოა – მთავრობაც) თავისუფალია“, გადავხედოთ, რისი უფლება ენიჭებათ ინვესტორებს (გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია): საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებულ ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება, მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა, დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონური ზონების მიწების არამიზნობრივი  გამოყენება, მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას, ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება, მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა, დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა, წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევით, წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა, დაცული ტერიტორიების ფარგლებში წყლის დაცვის წესების დარღვევა, ზღვის დაბინძურება, მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით ან ამ ნორმების უქონლობისას და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედება, ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა საბინადრო გარემოს; სარწყავი წყლის დატაცება, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა, თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა.

  ქართული არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას კანონის ამოქმედება, თუმცა, მაგალითად, თავად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (ჩემ მიერ „ბუნების მბრძანებლად“ შერაცხილი) აცხადებს, რომ ოპონენტებმა კითხვა არ იციან (იქნებ, თავად წაგვიკითხოს?!). ვიცით თუ არა, ზემოთქმული ბუნებრივად მოითხოვს, რომ ჩამონათვალს, აუცილებელია, დაემატოს შემდეგი: საქართველოს მოქალაქეების ცოცხლად გატყავება და მათ ძვლებზე გასეირნ-გამოსეირნება! 

 

скачать dle 11.3