კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შიბაქიანი სკამები

ანუ აკვანშივე სკამმორგებულები

 

 ის, რომ სამთავრობო თუ პოლიტიკურ ასპარეზზე ჯეელ-ჯეელი სახეები მოღვაწეობენ (არადა, კაცმა რომ თქვას, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაც მოღვაწეობაა და, ვთქვათ, სანდრო ალავიძისაც, რა თქმა უნდა, თუ გამოიცნობთ, ვინ ბრძანდება ბ-ნი ალავიძე), პოსტრევოლუციური საქართველოს თუ მთლად თანამდევი, უკვდავი სული არა, სავიზიტო ბარათია. ჰოდა, რაკი არის, გადაწყდა, რომ კიდევ უფრო და უფრო გავახალგაზრდავდეთ და, რაკი გადაწყდა, გასულ კვირას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხალხის რჩეულმა გიგი წერეთელმა კოლეგებს მმართველი პარტიის კიდევ ერთი გამაახალგაზრდავებელი ინიციატივის შესახებ აუწყა. კერძოდ, თუკი აქამომდე პარლამენტის წევრად მოქალაქე 25 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ირჩეოდა, ახლა უკვე 21 წლისანებსაც შეეძლებათ ხალხის რჩეულის სკამის მორგება. თუ ამოვალთ პრინციპიდან, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი 16 წლის ასაკში უკვე გენიოსი იყო, თითქოს 21 წლის პარლამენტარში საგანგაშო არაფერია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი უიშვიათესი გამონაკლისია, ცხადია, რომ 21 წლის პარლამენტარები კატასტროფაა. მეორე მხრივ, რაკი ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოქალაქეს 12 წლიდან ეკისრება, უპრიანი იქნებოდა, ამავე ასაკიდანვე მიგვეცა კენჭის ყრის შესაძლებლობა (მით უფრო, რომ ამ ხნისანი, არათუ კენჭებს, ტლინკებსაც ფრიად მოსაწონად ყრიან).

  ინიციატივის ოპონენტები აცხადებენ, რომ ასაკობრივი შეზღუდვის 21 წლამდე დაყვანას მეტად პრაქტიკული გამართლება აქვს: 21 წლის ახალგაზრდა (ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე), ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ და მისი მანიპულირება უმარტივესია. სამაგიეროდ, ინიციატივის გამხმოვანებელი, ბუნებრივია, ინიციატივის პათოსს არათუ იზიარებს, არგუმენტებსაც იშველიებს: თუკი სხვა ქვეყნებში 21 წლის ახალგაზრდა სრულფასოვან მოქალაქედ ითვლება, ჩვენი ახალგაზრდები რით არიან მათზე ნაკლებიო. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ 74 ქვეყანაში ჩატარებული კვლევით, რომელიც 15 წლის მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკისა და მეცნიერებების ცოდნას უმოწმებდა, ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნების რიგში მოვხვდით, თავად გაეცით პასუხი ბ-ნი წერეთლის რიტორიკულ კითხვას: ვისზე და რით ნაკლები არიან ჩვენი ახალგაზრდები?!

ისე, შიბაქიანი სკამები ხომ არ დაგვემზადებინა?!

 

скачать dle 11.3