კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კახური იუმორი და დალილას და „ბუნგალას“ ბედნიერად დაგვირგვინებული სიყვარულის ისტორია

 

გასული საუკუნის მიწურულს კახეთის ერთი სოფლის სკოლის „ზავხოზად“ მუშაობდა ახალგაზრდა, 22 წლის გელა ბუნგალიშვილი (მეტსახელად „ბუნგალა“).

ბიჭად-ბიჭი მშვენიერი იყო – მაღალი, წარმოსადეგი, მაგრამ, ერთი ნაკლი ჰქონდა – ვერა და ვერ მოეწყო უმაღლესში. ხელმარჯვე ბიჭმა მუშაობა სკოლაში დაიწყო, რომლის დირექტორი „ვანიკო ზახარიჩი“ (ასე ეძახდნენ) გახლდათ.

საქმე ის იყო, რომ ბუნგალას ძალიან უყვარდა ზახარიჩის ქალიშვილი – დალილა, რომელიც თავადაც არ იყო გულგრილი ბუნგალას მიმართ, მაგრამ, საქმეს სასიდედრო-სასიმამროს კუდაბზიკობა ართულებდა – უსწავლელი, უმაღლესდაუმთავრებელი სიძე რა ჩვენი საქმეაო და გოგოს სახლიდან გარეთ ცხვირს არ აყოფინებდნენ.

რამდენჯერ და რამდენნაირად არ სცადა ბიჭმა სასიმამროს დაყოლიება, ხან ვინ მიუგზავნა, ხან – ვინ, მაგრამ, არაფერი გამოდიოდა. საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანდა – „ქალიანთი“ უსაშველოდ ჯიუტობდა.

მთელი სოფელი თანაუგრძნობდა უიღბლო მიჯნურებს, თუმცა ეს საქმეს არ შველოდა. ზახარიჩის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, ერთი ღვთისპირიდან გადავარდნილი, დარდიმანდი როლანდა გახლდათ, რომელსაც მუდამ მხიარულ თავში ერთხელ ერთი ფრიად იდეალური აზრი აუფუთფუთდა. 

– შუადღეა. გაკვეთილები, ჰა და ჰა, საცაა, დამთავრდება და როლანდამ ბუნგალა თავისთან იხმო:

– ბიჭო, ნაჯახი ხომ წესრიგში გაქვს?

– რაშია საქმე? – გაუკვირდა ბიჭს.

– რაშია და, ჩვენ დირექტორსა მაგიდის ფეხი მოჰყანყალებია. აიღე ნაჯახი, სოლი და მიდი, გელოდება.

ბუნგალა უსიტყვოდ წავიდა დავალების შესასრულებლად, როლანდამ კი ტელეფონზე ზახარიჩის ნომერი აკრიფა.

– ალო! – აიღო ყურმილი დირექტორმა.

– ვაიმეე, ზახარიჩ! თავს უშველე, მაინც გამამექცა!

– ვინ გამოგექცა, კაცო?

– ვინა და, ჩვენი ბუნგალაა თუ დუნგალა... ნასვამია მაგარი, შენთან მოდის ნაჯახით.

– რათა კაცო?!

– რათა, და, თუ არ მამათხოვებს ქალიშვილს, თავს მოვაჩეხავ და მიყაროს კაკალიო!

– რას ამბობ, ჯო! – გადაირია დირექტორი.

– ჰა, საცაა შემოვა, ვეღარ გაასწრებ, ზახარიჩ და, დაეთანხმე მაგ ოხერს, მოგათხოვებ-თქო, უთხარი, აღარა ხუმრობს, კაცოო!!!

ამის თქმა და ნაჯახიანმა ბუნგალამაც ლაღად შეაღო დირექტორის კარი და ხმამაღლა იკითხა:

– აბა, რომელია მოყანყალებული აქა?!

სასიმამრო შიშმა აიტანა:

– მოგათხოვებ, კაცო, მოგათხოვებ, მა რა ჭირ ვიზამ!

– ვისა! – ყურებს არ დაუჯერა ბუნგალამ.

– ვისა და დალილასა!..

ახლა თვალებს არ დაუჯერა სასიძომ – მართლა ზახარიჩია თუ არაო.

– მაიცა, როდის მამათხოვებ?

– როცა იტყვი, ოღონდ ეგ ნაჯახი მააშორე აქედანა!

– მართალს ამბობ, ზახარიჩ?

– მა რა, კაცო!..

ბუნგალამ რაღაც „მოწვა“.

– აბა, თქვი: კაცი არ ვიყო, თუ სიტყვა გავტეხო-თქო.

– ეგრე იყოი, კაცოო! გასწი ეგ ცივი იარაღი იქითა!

ერთ კვირაში მთელი სოფელი გრიალებდა ქორწილში. თამადა გახლდათ ზახარიჩის მოადგილე აღმზრდელობით დარგში – როლანდა.

ასე შერჩა ზახარიჩს სიძედ უდიპლომო სასიძო – ბუნგალა...

 

 

скачать dle 11.3