როგორ გავიადვილოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და რას მალავს ადამიანის დაბადების წელი
ასტროლოგიაში არსებობს ფსიქოლოგიური სტრუქტურა, რომელიც, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან სუსტია, მაგრამ, მისი ცოდნა ყველასთვის აუცილებელი და საჭიროა, რადგან ის ადამიანებს შორის ხანგრძლივი, ჰარმონიული და მჭიდრო კავშირის დამყარებაზე აგებს პასუხს. ეს, ასევე, ეხება სასიყვარულო-ინტიმურ სფეროსაც.
ფსიქოლოგიური სტრუქტურა იყოფა ოთხ ჯგუფად, ამ ოთხივე ჯგუფის წარმომადგენელთა ცოდნა და გათვალისწინება კი ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციაში დაგეხმარებათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს – ზედმეტ პრობლემებს აარიდებთ თავს და გაიადვილებთ მათთან კავშირს.
ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები მიეკუთვნებიან ულმობელთა ნიშნებს. ისინი გამოირჩევიან დაბალი მგრძნობელობით. თავდაუზოგავად შრომობენ და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ. ოჯახური თანაცხოვრებისას მათგან სინაზესა და თანაგრძნობას ნურც ელით. მიუხედავად ამისა, მათ ხშირად ახასიათებთ სენტიმენტალობა და არც ცრემლის შეკავება ძალუძთ. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს, მიუხედავად მათი სენტიმენტალური ბუნებისა, მათგან თანადგომას ნუ ელით. ასე რომ, თუ ამ წლებში დაბადებული ადამიანების გვერდით გიწევთ ცხოვრება, ზემოთქმული აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და ამით კონფლიქტს, გაუგებრობასა და ზედმეტ პრობლემებს აიცილებთ თავიდან მასთან ურთიერთობისას.
გველის, ცხენისა და თხის წლებში დაბადებული ადამიანები მიეკუთვნებიან ლმობიერთა ნიშნებს. გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით და ჰუმანური ბუნებით. ცდილობენ, არ დაგანახვონ ემოცია და რცხვენიათ ტირილი. ცდილობენ, გარშემო მყოფებს ისე მოაჩვენონ თავი, თითქოს გამძლე ბუნება და რკინის ნერვები აქვთ. ასე რომ, გაითვალისწინეთ ამ წლებში დაბადებული ადამიანების ეს თვისებები. მათი გულის მოლბობა და დაყოლიება კი, ძალიან ადვილია. მთავარია არ მოატყუოთ ისინი და არ გაუცრუოთ ის იმედები, რომლებსაც თქვენზე ამყარებენ.
მაიმუნის, მამლისა და ძაღლის წლებში დაბადებული ადამიანები მიწის ნიშნების სამეულს მიეკუთვნებიან. ისინი ხშირად ცდილობენ, ითამაშონ მეოცნებე და მოუხერხებელი ადამიანის როლი – ეს მათი ერთგვარი ხრიკია. სინამდვილეში კი, მათ ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება და ნებისმიერ სფეროში წარმატებების მიღწევა. ისინი, ხშირ შემთხვევაში, კარგი მეოჯახეები და სამაგალითო მეუღლეები არიან. მათი აზრით, ოჯახში მთავარია, იყოს იდილია, სიმშვიდე და ურთიერთგაგება და ამას ნებისმიერ ადამიანში აფასებენ.
ვეფხვის, კატისა და დრაკონის წლებში დაბადებული ადამიანები უმოქმედობის ნიშნებად მოიაზრებიან და ჭეშმარიტი მეოცნებეები არიან. მათ მატერიალური ქმედება მხოლოდ სიტყვიერად, აზრის საშუალებით შეუძლიათ. თუმცა, ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ უმწეოებს და გაჭირვების დროს მათი იმედი ნამდვილად უნდა გქონდეთ. ისინი ენდობიან ოჯახის წევრებს და ცდილობენ, ყველაფერში გაითვალისწინონ მათი რჩევები. თუ ვინმესთვის გულის გადაშლა და ემოციის გამოხატვა გსურთ, ამ მხრივ ისინი, ნამდვილი მეგობრები არიან.
ასე რომ, დააკვირდით იმ ადამიანთა დაბადების წლებს, ვის გვერდითაც გიწევთ ყოფნა და, მათი ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, გაიადვილეთ მათთან ურთიერთობა – ამით ზედმეტ გართულებებსა და პრობლემებს აარიდებთ თავს.