კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ თავიდან ავტომობილის დეტალებზე სირბილი

ავტომობილის სერვისი საქართველოში უამრავ თავსატეხთან, დროისა და ნერვების ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ქართულ სერვისცენტრებში მიდიხარ, ფულს იხდი და თან, თავსაც დამნაშავედ გრძნობ, მით უმეტეს, თუ „საერთო ტენდენციებიდან” ოდნავ ამოვარდნილი ავტომობილი გყავს. ამ პრობლემატურ თემაზე პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე საუბრობს.

 

მევლუდ მელაძე: საქართველოში ავტოპარკი საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა. ხალხი აღარ ერიდება იშვიათი მარკის, ან ცნობილი მარკის იშვიათი მოდელის შეძენას, მაგრამ ეს კარგია პირველ დაზიანებულ დეტალამდე, რადგან ავტომობილების მრავალფეროვნებას არანაირად არ გამოუწვევია სერვისისა და სერვისცენტრების მრავალფეროვნება. უცნაურ ნაწილებსა და გაუმართაობებს რომ თავი დავანებოთ, მინიმალური სერვისის საშუალებაც კი არ არის ჩვენს ქალაქში, რომ არაფერი ვთქვათ, ქვეყნის სხვა ქალაქებზე, ელემენტარულად ფილტრების, ხუნდებისა და ზეთის შეცვლაც კი შეიძლება, პრობლემად იქცეს. 

– „სიტროენ ცე 3” მყავს და ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი პრობლემაა. სერვისცენტრებში არც კი წუხდებიან იმის გამო, რომ ვერ მიკეთებენ, პირიქით, ეცინებათ და მიშვებენ – სადმე იშოვე ფილტრი და მერე იქნებ შეგიცვალოთო. ყველაფერზე თვითონ დავრბივარ. 

– თან, „სიტროენი” საქართველოში უკვე საკმაოდ მომრავლებულია, თუმცა ეს, მაინც არ მიკვირს. ძალიან ბევრი ავტომობილია, ზოგიერთი ჩვეულებრივი მოდელიც კი, აღარ ვიხსენებ, „იაგუარებს”, „მაზერატებსა” და მსგავსს, რომლის საწვავის ფილტრიც კი, შესაძლოა, გამოწერისა და თვეობით ლოდინის მიზეზი გახდეს. ჩიხია, როცა ავტომობილს რაღაც განსხვავებული და წვრილმანი დეტალი უფუჭდება, რომლის აღმოჩენა, დიაგნოსტირება პრობლემაა. აქ იწყება ოდისევსის მოგზაურობა, რომელმაც შეიძლება, ავტომობილის გაყიდვამდეც კი მიგიყვანოთ. ინაცვლებ ერთი მაღაზიიდან მეორეში, ერთი ხელოსნიდან მეორესთან, იწერ დეტალებს, აკეთებინებ სერვისცენტრში. არ ამართლებს, ყველაფერი იწყება თავიდან და ასე დაუსრულებლად მოძრაობ მოჯადოებულ წრეზე. ამ დროს მხოლოდ გამართლების იმედად შეიძლება, იყო. საჭიროა ისეთი სერვისცენტრების შექმნა, სადაც ერთი მისვლით მოაგვარებ ნებისმიერ პრობლემას – მიხვალ, ავტომობილს დატოვებ და დანარჩენზე, ნაწილსა თუ ნებისმიერ საქმეზე, ისინი ირბენენ. თუ იქვე, თავად ვერ შეძლებენ გაკეთებას, მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო ბაზა, კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები, თუ ქვეყნის მასშტაბით სად რა ხდება და სად რა იშოვება. საავტომობილო ფედერაციასთან კონსულტაციით, პროფესიონალი მრბოლელების ჯგუფმა გააკეთა სერვისცენტრი „ევრომოტორსი”, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის მეცამეტე კილომეტრზე, „ცესკოს” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა. იქ ხშირად იკრიბებიან არა მხოლოდ მრბოლელები არამედ ბევრი ავტომობილის აგებულების კარგი მცოდნე და აბსოლუტურად უფასოდ ძალიან საინტერესო კონსულტაციებსაც მიიღებთ თქვენი ავტომობილის შესახებ. ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში, დიაგნოზი სწორად ისმევა და ავტომობილიც კეთდება. 

– მაგრამ, ეს ერთი, კონკრეტული სერვისცენტრი, საერთო სურათს, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის.

– რასაკვირველია და ამიტომაც, ეს პრობლემაა. არის მინი-სერვისები, სადაც ერთი ხელოსანია. რომელიც ჩვენ ავტომობილს იცნობს, უვლის და, მოკლედ მის ხელშია. მაგრამ, ოდნავ არასტანდარტულ სიტუაციას მისი კომპეტენცია შეიძლება, აღარ ეყოს. რაც შეეხება დეტალებს, როგორი დიდი ბაზაც არ უნდა ჰქონდეს მის რომელიმე სერვისცენტრს ან მაღაზიას, შეუძლებელია, ნებისმიერი მოდელის ნებისმიერი დეტალი აღმოჩნდეს. ამიტომ, როცა დიდ სერვისცენტრში ვართ მისული, იქ რომ  ვინმემ იმდენი დრო დაგითმოთ, მოიძიოს სხვაგან თქვენთვის საჭირო დეტალი, გაიქცეს და მოიტანოს – ეს გამორიცხულია. ამისთვის არავის სცალია. მაგრამ, ასე არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება, გადავეკიდე ამ სერვისცენტრს, მაგრამ „ევრომოტორსში” ყველაფერი ისეა, როგორც მინდა, რომ ნებისმიერ სერვისში იყოს. შენ მაგივრად, მენეჯერი მოიძიებს საჭირო დეტალს, წავა და იყიდის. თუ ეჭვი შეგეპარებათ ღირებულებაში, თქვენთან ერთად გააკეთებს ამას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა – შეგვიძლია დავტოვოთ ავტომობილი, დაგვირეკავენ და უკან გაკეთებულს წამოვიყვანთ. თუ გნებავთ, თან თუ ის დაზღვეულია, კომპეტენტური მძღოლი წაიყვანს და უკვე გაკეთებულს უკან დაგიბრუნებთ. მეორე მისვლასა თუ დარეკვაზე კი, თქვენი ავტომობილის ისტორია უკვე კარგად ეცოდინებათ. იქმნება სპეციალური ანკეტა, როგორც ავადმყოფობის ისტორია და შეგიძლიათ, ისიც კი გაიგოთ, როდის უწევს თქვენს ავტომობილს მორიგი სერვისი, ან რა პრობლემები აქვს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს. ასეთი კომფორტი ძალიან სასიამოვნოა დღევანდელ სიტუაციაში.

 

скачать dle 11.3