ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელი დიეტა
თუ ამ ოთხდღიან დიეტას თვეში ორჯერ მაინც დაიცავთ, ისე გააუმჯობესებს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, რომ წონაში კლება იქნება ინტენსიური, სტაბილური, ხანგრძლივი და, რაც მთავარია, ხელახლა აღდგენის გარეშე.
ამ დიეტაში ხშირად გამოიყენება ბრინჯი, რომელიც მოხარშვამდე რამდენიმე საათით ადრე კარგად უნდა გარეცხოთ და ჩაალბოთ მდუღარე წყალში. მომზადების წინ კიდევ უნდა გარეცხოთ, ორჯერ წამოადუღოთ (ორჯერვე გამოუცვალოთ წყალი), შემდეგ დაწუროთ და ისე მიირთვათ.
პირველი დღე
9 საათი – 2 სადილის კოვზ მოხარშულ ბრინჯს შეურიეთ 2 ცალი პატარა კიტრი და მოასხით 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
11 საათი – 1 ცალი გრეიპფრუტი, 2 სადილის კოვზი „ჰერკულესის” უცხიმო ფაფა.
13 საათი – 2 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 100 გრამი უმი სტაფილო (გახეხილი), 100 გრამი ქათმის ფილე, 1 ცალი კიტრი.
15 საათი – 120 გრამი ინდაურის ფილე, 200 გრამი მოხარშული ბროკოლი ყველანაირი მწვანილით.
19 საათი – 300 გრამი ხილის ასორტი.
მეორე და მესამე დღე
9 საათი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ორცხობილა, 1 ფინჯანი ყავა.
11 საათი – 2 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 50 გრამი შავი ქლიავის ჩირი, 30 გრამი ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი.
13 საათი – 200 გრამი ქათმის ფილე (მოხარშული), 1 კიტრი, 1 პომიდორი, 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი.
15 საათი – 200 გრამი ინდაურის ფილე (მოხარშული), მწვანე ხახვი, ყველანაირი მწვანილი, 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.
19 საათი – ცოცხალი ბისტნეულის სალათა. მწვანე ჩაი.
მეოთხე დღე
9 საათი – 1 ჩაის ჭიქა მწვანე ჩაი (უშაქროდ), 1 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 30-30 გრამი შავი ქლიავისა და ვაშლის ჩირი, 1 სადილის კოვზი შავი ქიშმიში, ნახევარი კომში.
11 საათი – 3 სადილის კოვზი მოხარშული წიწიბურა, 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი.
13 საათი – 200 გრამი ქათმის ფილე (მოხარშული), 2 კიტრის, 1 უმი სტაფილოსა და 2 ფოთოლი კომბოსტოს სალათა მწვანილებითა და მწვანე ხახვით.
15 საათი – 2 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 200 გრამი მოწალული ბროკოლი, 100 გრამი მოხარშული თევზი, ნახევარი კონა სალათის ფოთოლი, 1 ცალი კიტრი, 1 ჩაის ჭიქა იოგურტი.
19 საათი – ხილის ასორტი.
ყოველი ლუკმა ღეჭეთ ნელა და დიდხანს. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მინიმუმ 2 ლიტრი სითხე.
წარმატებებს გისურვებთ!