კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: გამიგია, რომ სუნამო ძალიან მოქმედებს მამაკაცებზე. როგორი სურნელის მქონე სუნამო უნდა შევარჩიო, რომ მათი ყურადღება მივიზიდო?

პასუხი: სურნელის მოწონება-არმოწონება ინდივიდუალურია და, როგორც იტყვიან, ამ შემთხვევაშიც, გემოვნებაზე არ დავობენ. ზოგადად კი, უნდა იცოდეთ, რომ მამაკაცებს არ უყვართ მძიმე, მკვეთრი და ზედმეტად ტკბილი სურნელი – ეს მათ აღიზიანებთ და, მიზიდვის ნაცვლად, შეიძლება, სამუდამოდ გააქციოთ; ამიტომ, სასურველია, დაიპკუროთ სუნამო, რომლის დახვეწილ, ცივ, მკრთალ სურნელს არ აქვს შერეული სხვადასხვა არომატი და თქვენ გვერდით მყოფს მკვეთრად კი არ „ეცემა“, არამედ, მსუბუქი სიოსავით ფაქიზად „შემოუქროლებს“. ერთში კი დარწმუნებული იყავით: პრაქტიკულად არც ერთ მამაკაცს არ უყვარს ლავანდისა და სალბის სურნელი.

კითხვა: უკვე რამდენიმე წელია, ცხვირზე საკმაოდ მკვეთრად მიჩანს წითელი კაპილარები. მაინტერესებს, მკურნალობის რა საშუალებები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ვის მივმართო?

პასუხი: ამ დაავადებას კუპეროზი ჰქვია. მისგან საბოლოდ განკურნება მალამოებითა და ნაყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მაგრამ, დღეს უკვე არსებობს თანამედროვე, ეფექტური მეთოდები, რომლებიც ამ პრობლემას მოგიგვარებთ. ესაა ელექტროკოაგულაცია და კრიოთერაპია. ამიტომ, აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ კოსმეტოლოგს.

კითხვა: მართალია, ჯერ სეზონი არ არის, მაგრამ მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, მოზრდილმა ადამიანმა გამოიყენოს მზისგან დამცავი საბავშვო კრემი?

პასუხი: მზისგან დამცავი საბავშვო კრემი არ შეიცავს არანაირ მინერალებსა და კონსერვანტებს. ამიტომ, ის განსაკუთრებით კარგია იმ მოზრდილებისთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.

კითხვა: როგორ უნდა წავისვა წამწამებზე ტუში, რომ ეგრეთ წოდებული „კორკოშელები” არ გაჩნდეს და წამწამის ღერები არ შეწებდეს?

პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა შეიძინოთ ხარისხიანი ტუში. რაც შეეხება წასმას, აპლიკატორი ამოძრავეთ რბილად და ტალღისებურად. წასმა დაიწყეთ ძირებიდან, თითქოს წამწამებს ვარცხნით.

 

 

скачать dle 11.3