კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რთული არჩევანი

 

 

ყველაზე ხშირად ისინი გვტკენენ გულს, ვინც ჩვენს გულთან არის ახლოს, ვინც გვიყვარს და ჩვენთვის ძვირფასია. ადვილი არ არის, ყოველთვის აპატიო და წყენა ისე დაივიწყო, თითქოს არც ყოფილა. ახლობელი ადამიანისგან გულის ტკენა, მისგან მოულოდნელი, გაუმართლებელი საქციელი, ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზული სტრესია და მისი გადატანა ადვილი არ არის. კიდევ უფრო რთულია, მიიღო სიტუაცია ისეთი, როგორიც ის რეალურად არის. ხშირად, სურვილი გიჩნდება იყვირო: – შენ არამზადა ხარ! ცუდად მომექეცი... – მერე კი, უბრალოდ, გააგდო შენი ცხოვრებიდან.

მაგალითად, მეუღლემ, საყვარელმა მამაკაცმა გიღალატათ და, თუნდაც მერე სულ ამტკიცოს, რომ ეს ის არ იყო, რაც თქვენ გეგონათ, ტკივილი მაინც მოუშუშებელია. თუმცა, თქვენ ის მაინც გიყვართ. იმასაც უყვარხართ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, დაგაჯეროთ ამაში. მისაღებია გადაწყვეტილება: – აპატიოთ თუ ყველაფერს წერტილი დაუსვათ და დაამთავროთ ურთიერთობა. გრძნობთ, პატიება გიჭირთ. მოგიწევთ, აჯობოთ საკუთარ თავს, წყენა გულში ჩაიკლათ, მაგრამ, შეცდომასაც ვერ დაუშვებთ. ამიტომ,  აუცილებელია კარგად დაფიქრება: იქნებ, შეძლოთ და ცოტა ხნით ემოციები გვერდზე გადადოთ?!

კატეგორიულობა არ არის კარგი მრჩეველი. აწონ-დაწონეთ და განსაზღვრეთ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი არ აპატიებთ... და, კიდევ ერთი: დრო კარგი საშუალებაა გადაწყვეტილებების გონივრულად მისაღებად. დროს მოაქვს გამოცდილება და სიბრძნე. ცხოვრებაც უკეთესად გესმის. ზოგჯერ ადამიანისთვის მეორე შანსის მიცემა საკუთარი თავისთვისაც შანსია, რათა არ დაკარგო შენი პატარა ბედნიერება.

 

მხოლოდ შენ და... ის...

 

დიდი ხანია, ფიქრობთ, რომ, როგორ მამაკაცზეც ოცნებობთ, ისეთს ვერასდროს იპოვით?! – ცდებით. სულაც არ არის საქმე ისე ცუდად, როგორც წარმოგიდგენიათ. რაინდები და პრინცები ჯერ ბოლომდე არ გადაშენებულან. იმაზე მეტნიც კი არიან, ვიდრე გგონიათ; უბრალოდ, იდეალურ მამაკაცზე ჩვენი წარმოდგენაა მცდარი. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის სტერეოტიპი, რომ ის უნდა იყოს აუცილებლად ლამაზი, ჭკვიანი და შეძლებული... დაივიწყეთ! სწორედ ასეთი მცდარი წარმოდგენები უშლის ქალს ხელს ცხოვრების თანამგზავრისა და ბედნიერების პოვნაში. შეხედეთ თქვენ გარშემო მყოფ მამაკაცებს სხვა თვალით და შეაფასეთ მათი ღირსებები რეალისტურად. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა ადამიანს თავისი „პრინცი” და „პრინცესა” ჰყავს, ანუ, თქვენ თავად უნდა გქონდეთ განცდა, რომ ამ ადამიანის გვერდით პრინცესა ხართ, ამაში კი სიყვარული დაგეხმარებათ. თქვენი სუბიექტური აზრი, კონკრეტულ მამაკაცზე, გაცილებით ღირებულია ნებისმიერ სტერეოტიპზე. როცა ახალ ნაცნობს შეაფასებთ, დაეყრდენით საკუთარ შთაბეჭდილებებს. მთავარი თქვენ ორის ურთიერთობაში ხართ ის და შენ! რა თქმა უნდა, სხვისი აზრიც უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ, ის გადამწყვეტი არ უნდა იყოს. პირადი აზრი არ უნდა „გადაწონოს“. ნურასდროს ენდობით ჭორებს და „ყურით მოთრეულ“ ინფორმაციას. მხოლოდ შენ და ის... – საბოლოოდ ხომ მაინც ასე იქნება!

 

 ყოველთვის პოზიტივი...

 

არ არსებობს ცუდი ამინდი: წვიმისგან ქოლგა დაგიცავთ, ქარისგან – ცხელი ჩაი და ღიმილი... ერთი სიტყვით, თუ თქვენ თავად არ „მოიღრუბლებით“, მეტეოროლოგიური პრობლემები ვერაფერს დაგაკლებთ.

აბა, გაიხსენეთ, სიცხეში რამდენჯერ გინატრიათ წვიმაც და ცუდი ამინდიც. ადამიანი ხომ იშვიათად არის კმაყოფილი იმით, რაც აქვს – ეს მისი ბუნებაა... არადა, ბედნიერების მთავარი პრინციპი სწორედ იმით კმაყოფილებაა, რაც რეალურად გაქვს. ამიტომ, დააფასეთ ამინდიც და თქვენი მიღწევებიც. დაანებეთ თავი ცის „კანცელარიას“, დაე, იქ თავად მოაგვარონ ჭექა-ქუხილის პრობლემები, მთავარი ხომ თქვენი შინაგანი განწყობაა!

ნურასოდეს იქნება წვიმა და თოვლი იმის მიზეზი, რომ არ შეხვდეთ მეგობრებს და არ გაიხალისოთ დღე მათთან ერთად. კარგი განწყობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული და არა ამინდზე.

წვიმს? – მერე რა! ხომ შეიძლებოდა, უარესი ამინდიც ყოფილიყო, მაგალითად, წვიმა, თოვლი და ქარიშხალი ერთად?! ნუ იქნებით დამოკიდებული ისეთ წვრილმანებზე, როგორიც ცუდი ამინდია, მით უმეტეს, თუ გააცნობიერებთ, რომ ცუდი ამინდი არ არსებობს.

გაუღიმეთ ამინდსაც და საკუთარ თავსაც – ესეც ერთგვარი თერაპია და დღის პოზიტიურად დაწყების საუკეთესო საშუალებაა. რატომ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება?! სამაგიეროდ, შეგიძლიათ, შეცვალოთ საკუთარი განწყობა, გაიუმჯობესოთ ის და პრობლემებიც ნაკლები გექნებათ.

ოპტიმისტის წესები

 

არასდროს ინერვიულოთ წვრილმანებზე – ყველაფერი გამოსწორდება და ყველაფერი კარგად იქნება. სიძნელეები ვის არ აქვს?! ეს ხომ თავად ცხოვრებაა... როგორ შეიძლება, ცხოვრება არ გიხაროდეს, ის ხომ სასიამოვნო სიურპრიზებით არის სავსე!

* როცა გიჭირთ, აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, რომ მძიმე და რთული პერიოდი მალე დასრულდება. დროს წინ ვერაფერი დაუდგება, დრო ყოვლისშემძლეა და თქვენს პრობლემებსაც აუცილებლად თან წაიღებს. მთავარია, თქვენ გამოხვიდეთ ამ რთული სიტუაციიდან ღირსეულად. როცა იცით, რომ ყოველი გასული წუთი პრობლემის მოგვარებასთან, მის ფინალთან გაახლოებთ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ. დაიჯერეთ, ყველაზე დიდი ტკივილიც კი, დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება. მას აუცილებლად ჩაანაცვლებს სიხარული.

* არასდროს დათმოთ პოზიციები და არ დაიხიოთ უკან. გულგატეხილობა ახასიათებთ ადამიანებს, მით უფრო, როცა აღმოაჩენენ, რომ რაღაც პრობლემის წინაშე უძლურნი არიან, დროებით უძლურნი. გააქტიურება აუცილებელია სწორედ რთულ სიტუაციაში. პრობლემას ყელში უნდა წაავლოთ ხელი და თქვენ უნდა მოერიოთ. სცადეთ და გამოგივათ!

* ნებისმიერ ადამიანში არის დადებითი, პოზიტიური მარცვალი. თუ ყოველთვის იფიქრებთ ამაზე, საერთო ენას ყველასთან გამონახავთ და პრობლემებიც ნაკლებად გექნებათ.

* როცა ცუდად ხართ, აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, რომ ვიღაც თქვენზე გაცილებით ცუდად არის – ეს ერთგვარი თერაპიაა, თუმცა, ცოტათი ეგოისტური.

* დააფასეთ თითოეული დღე, რომელსაც ცხოვრება გჩუქნით. ყოველი წუთი და წამი ძვირფასია. ცხოვრება და ყოველდღიურობა არ არის რუტინა, თუკი თქვენ თავად არ გადააქცევთ მას მოსაწყენ ჭაობად. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ მართლა მოინდომებთ, გახდებით ოპტიმისტი და, შესაბამისად – ბედნიერიც.

 

скачать dle 11.3