რა იწვევს თირკმელებში ქვებისა და ქვიშის დაგროვებას
საკმაოდ გახშირებული ნაღველკენჭოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული მეთოდით ხდება. არადა, ნაღვლის ბუშტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, ჯობია, საქმე ოპერაციამდე არ მიიყვანოთ. ქვები და ქვიშა ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში ორგანიზმის მიერ არაორგანული კალციუმის გამოძევების უუნარობის ბუნებრივი შედეგია. ამ არაორგანული კალციუმის ორგანიზმში დაგროვებას კი, განაპირობებს კონცენტრირებული შაქრისა და სახამებლის საკვებად გამოყენება.
ნაღვლის ბუშტი უშუალოდაა დაკავშირებული ღვიძლთან, ნაღვლისა და ღვიძლის სადინარების საშუალებით კი – სისხლის მიმოქცევასთან. მიღებული საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იშლება. მისი შემადგენელი ელემენტები, სისხლის მეშვეობით გადადის ღვიძლში გადასამუშავებლად. კონცენტრირებული მარცვლეული და ფქვილეული პროდუქტები, განსაკუთრებით კი სითბურად დამუშავებული, ბოლომდე არ გადამუშავდება. სახამებლის მოლეკულები წყალში არ იხსნება, მათ შემადგენლობაში კი შედის არაორგანული კალციუმი. ცოცხალი ორგანული კალციუმი წყალში იხსნება და ის აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ასეთ კალციუმს შეიცავს ცოცხალი ხილი, ბოსტნეული და მათი ახალგამოწურული წვენი. ის გადადის ღვიძლში და ორგანიზმი მას მთლიანად ითვისებს.
სითბურად დამუშავებულ სახამებელსა და შაქრებში არის არაორგანული კალციუმი, კერძოდ, ორგანიზმისთვის უცხო ელემენტი. მას ორგანიზმიდან აძევებს სისხლი და ლიმფა. ასე რომ, არა მარტო სხეულის ფორმის, არამედ, ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც, არ არის სასურველი ფქვილეულის, ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღება. ამ დროს იმატებს, ასევე, არაორგანული კალციუმის რაოდენობა და ზემოთ აღნიშნულ ორგანოებში წარმოიქმნება ქვიშა და ქვები.
სხვათა შორის, კენჭოვანი დაავადების მკურნალობა წვენებითაც შეიძლება. მაგალითად, გაწურეთ ერთი ცალი ლიმონი, წვენი ჩაასხით ჩაის ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ჭიქა მთლიანად არ აივსოს და დალიეთ უზმოზე მთლიანად. საღამოსაც იგივე გააკეთეთ.
მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ 10 წილი სტაფილოს, 3 წილი კიტრისა და 3 წილი ხახვის წვენი. ქვების დაშლასა და ქვების გამოდევნას დასჭირდება ერთი კვირა. თუმცა, გააჩნია ქვის ზომასა და ქვიშის რაოდენობასაც.
თუ მკურნალობის დროს ტკივილი იგრძნოთ, ესე იგი, ქვები იშლება და ქვიშის გამოდევნის პროცესი დაიწყო. ამ დროს მიიღეთ სპაზმის მოსახსნელი და ტკივილგამაყუჩებელი აბები.
როგორ ვიმკურნალოთ ვაშლის ძმრით
ვაშლის ძმარი შველის უძილობასა და თავის ტკივილს. 1 ჭიქა სუფთა თაფლს შეურიეთ 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ. ძილის წინ მიიღეთ 3 სადილის კოვზი ნარევი. ეს ხელს უწყობს ძილის რეჟიმის დარეგულირებას და კარგია შაკიკის პროფილაქტიკისთვის.
ანგინის დროს 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ ყელში, დღეში 3-4-ჯერ.
თუ ნუშისებრი ჯირკვლების ანთება გაქვთ, მსგავსი მკურნალობა არ არის რეკომენდებული. სხვა შემთხვევაში, ვაშლის ძმარი ანგინის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრობას.
ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, აიღეთ 1 ჭიქა თაფლი, 1 ჭიქა ვაშლის ძმარი და 1 თავი ნიორი. ნიორი წვრილად გახეხეთ, აურიეთ თაფლსა და ძმარში, მოათავსეთ მინის ჭურჭელში შედგით მაცივარში. ყოველ დილით, 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით 1 ჭიქა წყალში და საუზმემდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ – ეს ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას.
თუ კუჭი გტკივათ, ყოველ ნახევარ საათში სვით შემდეგი სასმელი: 1 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. მისი დალევა ეკრძალებათ იმათ, ვისაც კუჭის ან ნაწლავების წყლული აქვთ ან ტკივილი ამ დაავადების შედეგადაა გამოწვეული.
კვირაში შვიდი დღე ჭამეთ მხოლოდ ბრინჯი და გაიწმინდეთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან
გარეგნული სილამაზე შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხალხურ მედიცინაში არსებობს გაჯანსაღების მარტივი და ეფექტური საშუალებები. მაგალითად:
* ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში, ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა კისელი. შეგიძლიათ, ის უზმოზეც დალიოთ, ოღონდ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
* შეეცადეთ, საკვები რაციონი გაამდიდროთ ხილითა და ბოსტნეულით, მიირთვათ ბულიონი, ნატურალური წვენები, მინერალური წყალი, კეფირი.
* ორ კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც, მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმს განტვირთვის დღე მოუწყვეთ და სვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები.
* დილა დაიწყეთ 1 ჭიქა ადუღებული ლიმონიანი წყლით ან 2 კოვზ ვაშლის ძმარს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, დაასხით წყალი და დალიეთ უზმოზე.
* კვირაში ერთხელ, ერთი დღის განმავლობაში, დაიცავით ბრინჯის დიეტა. მიირთვით იმდენი ბრინჯი, რამდენიც გსურთ, ოღონდ, მარილის გარეშე. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლი, ხილი, ბოსტნეული, ხილის ჩირი.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდა არ არის საკმარისი, რომ ლამაზად გამოიყურებოდეთ. საჭიროა, ორგანიზმი მოამარაგოთ იმ ვიტამინებით, რომლებიც მას აუცილებლად ესაჭიროება. ასევე, საჭიროა, მიიღოთ მიკროელემენტები. მაგალითად:
* ნიორი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, კარგია კაპილარებისთვის, ალამაზებს კანის ფერს.
* გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს. გოგრის დიეტა აჯანსაღებს ორგანიზმს და წმენდს მას წიდებისგან. გოგრის თესლი კი, დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინსა და ნუკლეინის მჟავებს, რომლებიც აღადგენს უჯრედებს.
* ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, ბეტაკაროტინითა და მიკროელემენტებით. შეიცავს დიდი რაოდენობით B და C ვიტამინებს.
* ბულგარული წიწაკა შეიცავს უნიკალურ ნივთიერებას – კაპსაცინს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინსა და თუთიას.
* კომბოსტო მდიდარია B ვიტამინით. კვებავს უჯრედებს, ზრდის სიმაღლეში, წმენდს ორგანიზმს.
მხედველობადაქვეითებულმა ადამიანმა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეარჩიოს საკვები
მხედველობადაქვეითებულმა ადამიანებმა ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა ჩართონ ის საკვები, რომელიც თვალებს სჭირდება:
გოგრა შეიცავს დასუსტებული თვალებისთვის აუცილებელ ნივთიერებას – კაროტინს. მისი დამატება აუცილებელია სუპებისა და პიურეებისთვის, ასევე, სასარგებლოა გოგრის სალათი.
გარგარი იქნება ეს, ცოცხალი ნაყოფი, წვენი თუ ჩირი დადებითად მოქმედებს თვალის სისხლძარღვებზე.
ასევე, სასარგებლოა შავი ქლიავი ნებისმიერი სახით.
შვრიისა და წიწიბურის ფაფები განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ და აუცილებელია თვალებისთვის.
თევზის ქონი ყველა იმ ადამიანისთვის არის საჭირო და აუცილებელი, ვისაც თვალის დაავადებები აწუხებს. მიიღეთ ის წელიწადში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში, ძილის წინ, თითო ჩაის კოვზი.
ნიგოზი, მზესუმზირა და გოგრის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რაც თვალისთვის მეტად საჭირო ნივთიერებაა.
ასევე, ყოველდღე უნდა მიირთვათ მოხარშული ჭარხალი ან დალიოთ მისი წვენი, დღეში 30 მილილიტრის ოდენობით.
რომელი ვიტამინის სიჭარბე იწვევს ორგანიზმში ჰიპერვიტამინოზს
ვიტამინების დიდი დოზით მიღება ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ასეთ დროს ვითარდება ჰიპერვიტამინოზი. ყველაზე მეტად კი ადამიანის ორგანიზმში გროვდება A და D ვიტამინები.
რეტინოლი, ანუ A ვიტამინი, კარგია კანისა და მხედველობისთვის, მაგრამ, მისი ზედმეტი მიღება წარმოშობს ჰიპერვიტამინოზ A-ს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: კანის სიმშრალე, ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სახსრებისა და ძვლების ტკივილი, უძილობა და გაღიზიანება. მხოლოდ A ვიტამინს არ შეუძლია ჰიპერვიტამინოზის გამოწვევა. ზედმეტი დოზა შეიძლება ბეტა-კაროტინისგანაც მიიღოთ. ის არის სტაფილოში, გარგარში, ატამში, სხვა ნარინჯისფერ და წითელ ხილსა თუ ბოსტნეულში.
ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია D ვიტამინი. ის ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, კალციუმის გადანაწილებას ძვლოვან ქსოვილში. მაგრამ, მისი არასწორი მიღება იწვევს ჰიპერვიტამინოზს. მისი სიმპტომებია: სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მატება, ღებინება, არტერიული წნევის აწევა.
აგრეთვე, არ შეიძლება B ჯგუფის ვიტამინების, PP ვიტამინისა და წყალში ხსნადი C ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღებაც. C ვიტამინი აკრძალულია კუჭის წყლულისა და ლორწოვანი ეროზიის, გასტრიტის დროს.
აიცილეთ დეპრესია და სტრესი
იმისთვის, რომ სტრესი და დეპრესია აიცილოთ თავიდან, საკუთარი ქმედებები უნდა აკონტროლოთ და ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ. კერძოდ:
შეამცირეთ ყავისა და სპირტიანი სასმელების დოზა. მათი დიდი რაოდენობით მიღება გუნება-განწყობაზე უარყოფითად აისახება. სადილის შემდეგ მიირთვით ყურძნის ნატურალური წვენი – ის კარგი მატონიზებელი საშუალებაა, ასევე, ამაღლებს ტონუსს.
ამინომჟავა ტროპტოფანი განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ამ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს ფრინველის ხორცი, თევზეული, კვერცხი, ნიგოზი, ნუში, ხაჭო და ბანანი.
ყოველ დილით ივარჯიშეთ, რათა მთელი დღე მხნედ იგრძნოთ თავი.
ასევე, გუნება-განწყობის გამოსასწორებლად, მიირთვით ერთი ნაჭერი ლიმონი (კანიანად). ლიმონის ცედრაში შემავალ ეთერზეთს საოცარი მატონიზებელი თვისება გააჩნია.