რიკელმე ბრაზილიასაც ეწვევა
ცნობილმა პარაგვაელმა მოდელმა, ლარისა რიკელმემ განაცხადა, რომ 2014 წელს დანიშნულ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება, აუცილებლად ეწვევა, იმის მიუხედავად, გაივლის თუ არა კვალიფიკაციას მისი საყვარელი პარაგვაის ნაკრები გუნდი. ბრაზილიაში ლარისა ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით „ფლეიბოის” გულახდილი ფოტოსესიების შემდეგ და ადგილობრივი ქომაგები იმეოდოვნებენ, რომ სექსუალური მოდელი მსოფლიო ჩემპიონატს თავისი სიშიშვლით კვლავ გააოცებს. შეგახსენებთ, რომ რიკელმემ თავი 2010 წლის მუნდიალზე გაითქვა, როცა პირობა დადო, რომ პარაგვაის გაჩემპიონების შემთხვევაში, გაშიშვლდებოდა. პარაგვაი მეოთხედფინალიდან გამოვარდა, თუმცა რიკელმემ მაინც გაიხადა.