„ატლეტიკის” პორნოგასეირნება
ბილბაოს „ატლეტიკის” ორი ფეხბურთელი სკანდალური ქრონიკების ეპიცენტრში მოხვდა. ხავი მარტინესის და იკერ მუნიაინის ვებ-კამერით გადაღებული ფოტო, რომელზეც ისინი ორ ცნობილ პორნომსახიობთან ერთად არიან დაფიქსირებულნი, ინტერნეტით გავრცელდა. ფოტო, „მანჩესტერ იუნაიტედთან” მნიშვნელოვან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იყო გადაღებული. როგორც ჩანს, პორნომსახიობებმა დადებითი გავლენა მოახდინეს ფეხბურთელებზე, რადგან „ატლეტიკმა” 3:2 მოიგო, ხოლო მუნიაინიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. მოგვიანებით ერთ-ერთმა მსახიობმა, კაროლინ აბრილმა თავის „ტვიტერში” დაწერა, რომ ფეხბურთელებთან არანაირი სქესობრივი კავშირი არ ჰქონიათ და, უბრალოდ კომპიუტერთან ერთობოდნენ.