კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

ეფრემ ასური: თუკი ნამდვილად გსურს, სათნო-ეყო ღმერთს, მთელი არსებით შეუდექი ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს და იგი გიხსნის შენ განსაცდელისგან და ყოველთვის დაგიცავს.

მარკოზ განშორებული: რამდენადაც სასარგებლოა მწარე წამალი მათთვის, ვისაც საჭმლის მონელება უჭირთ, იმდენად სასარგებლოა ავზნიანებისთვის განსაცდელთა დათმენა, ვინაიდან, ამგვარი მკურნალობა პირველებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება, მეორეებს კი – სინანულში.

***

ყოველ დროს, ყოველ წამს დაიცავი გული აზრებისგან, რომელნიც არიან სულიერი სარკის დამლაქავებელნი, რაზეც მხოლოდ იესო ქრისტე უნდა გამოისახებოდეს, რომელიც არის სიბრძნე მამა ღმერთისა. მუდამ უნდა ვეძებოთ ჩვენში ცათა სასუფეველი და აუცილებლად მოვიპოვებთ მას საიდუმლოდ გონების თვალის განწმენდით. ამისთვის თქვა უფალმა: „ცათა სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“, გულისხმობდა რა გულში ღვთაების არსებობას.

იოსებ ათონელი: გონება სულის იკონომისია, რომელსაც მოაქვს საკვები: ის, რასაც შენ აძლევ მას, როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო დამოკიდებული, თავისუფლდება ყოფითი საზრუნავისგან და, განუწყვეტლივ წარმოთქვამს რა ლოცვას, სრულიად აღარ მიმოიტაცება და მაშინ ხვდები, რომ იგი განიწმინდა, რადგან უკვე აღარ იდრიკება უკეთურისა და უწმინდურისკენ, რომელსაც ხედავდა ან ისმენდა ამსოფლად.

ბერი ევსევი: ეშმაკისთვის ადვილია, მარჯვნივ გადაგვახვევინოს და იქიდან გადაგვაგდოს ცოდვაში, ვინაიდან გარეგნულად ეს (მარჯვნივ გადახვევა) სათნოებად და ღვთის ერთგულებად ჩანს და ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე მარცხნივ დაცემა, რაშიც აშკარაა ცოდვა; ამიტომ, ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ სულის სიმშვიდე.

ნიკოლოზ სერბი: ყოფილხარ კი ომში? იცი კი, რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო საქმეში საფარისა და შენიღბვის ხელოვნების ცოდნა იმისთვის, რომ მტერმა შენი არმიის შესახებ არაფერი იცოდეს? ყოველი მხედართმთავრისთვის სასიხარულო იქნებოდა იმის ცოდნა, რომ მტერმა არაფერი უწყის მის არმიაზე. იყო დრო, როდესაც ეშმაკები აშკარად ეცხადებოდნენ ადამიანებს და თავიანთ ქსელში აბამდნენ. ახლა კი მათ ტაქტიკა შეცვალეს და ვერაგობას მიმართავენ; მათთვის მთავარი სიამოვნება  ისაა, როცა ადამიანები უარყოფენ არაწმინდა ძალებს და ფიქრობენ, რომ ეშმაკები არ არსებობენ. მაგრამ, ვშიშობ, რომ, არავინ ისე ახლოს არ დგას მასთან, ვიდრე ის, ვინც მის არსებობას ამტკიცებს. ამ სამყაროში ჩვენ ბრძოლის ველზე ვიმყოფებით – ფარულ თუ აშკარა მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. გაგვიძნელდება, თუკი ფარულ მტერს უარვყოფთ. რა აზრი აქვს ჩვენს გამარჯვებას დათვებსა და მგლებზე, თუ ბალახში გველი დაგვგესლავს?!

იოანე ოქროპირი: თავისუფალი არსება, რომელიც საკუთარი სურვილებით ცხოვრობს – ეშმაკს ეკვრება; ზნეობრივ სამყაროში უპატრონო მიწები არ არსებობს, უპატრონო მიწებს ეშმაკი ეუფლება.

 

скачать dle 11.3