კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: რა ძალები ეღობება ადამიანს სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე?

პასუხი: სასუფევლის მოსაპოვებლად მიმავალ გზაზე ადამიანს სამი უმთავრესი მტერი ეღობება: პირველი არის ხორციელი ზრახვები, ადამიანის ცოდვით ვნებული ბუნება; მეორე – ურწმუნო ადამიანები, ცოდვით დაცემულნი და, მესამე – ეშმაკი. ისინი უბიძგებენ ადამიანს ცოდვისკენ, რათა ის განუდგეს უფალს და დაკარგოს ცათა სასუფეველი.

კითხვა: ამჟამად ვცხოვრობ ისეთ რაიონში, სადაც თავს მარტოდ ვგრძნობ, გვერდით არავინ მყავს, ვისაც ჩემს განცდებს გავუზიარებ და გულს გადავუშლი. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ დავიხსნა თავი დეპრესიისგან?

პასუხი: თქვენი ტანჯვის მიზეზი არის არაეკლესიურობა. დაიწყეთ რელიგიური ცხოვრება:  იკითხეთ ლოცვები, ეზიარეთ, გაეცანით მამათა ცხოვრებას და მარტოობის შეგრძნება გაგიქარდებათ. წმიდა მამები მოშორებულნი იყვნენ ახლობლების წრეს, მაგრამ, სავსენი იყვნენ საღვთო მადლით.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ბავშვი მოვნათლოთ მარხვის პერიოდში?

პასუხი: ნათლობა ყოველთვის შეიძლება. როგორც წესი, ორმოცი დღის ბავშვი,  უკვე უნდა მოინათლოს. თუმცა, თუ თქვენ გსურთ, რომ ნათლობა სახსნილო სუფრით აღნიშნოთ (სამწუხაროდ, ჩვენში ასე ხშირად ხდება), მარხვაში ეს არაქრისტიანული საქციელია.

კითხვა: წლების წინ დავკარგე ნათლობის ჯვარი, რაც ძალიან განვიცადე. საბედნიეროდ, ახლა სრულიად შემთხვევით ვიპოვე თეთრეულში ჩადებული. მაინტერესებს, ხომ არ დაკარგა მან ძალა?

პასუხი: ჯვარი არ კარგავს თავის ძალას ჟამთა ვითარებაში, მაგრამ, თუ ის დაუდევრობით გაჭუჭყიანდება (მაგალითად, მიწით დაისვრება), უნდა გაიწმინდოს და თავიდან აკურთხებინოთ.

 

скачать dle 11.3