კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალი სახე ქართულ შოუბიზნესში


17 ნოემბერს, კლუბ „მეიდანში“ საკმაოდ საინტერესო საღამო მოეწყო, ისეთი, როგორსაც დიდი ხანია, მონატრებულია ქართული ბომონდი. „მეიდანის“ საპრეზენტაციო დარბაზში რუსეთში მოღვაწე მომღერლის, სოფო თევზაძის დებიუტი და მისი პირველი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. სოფოს მამა, მერაბ თევზაძე, როსტოვში ქართული დიასპორის პრეზიდენტია. თბილისში სოფო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, იულონ გაგოშიძის მოწვევით ჩამოვიდა, რომელსაც ძალიან მოსწონს სოფოს შემოქმედება. სოფოს საქართველოში არასდროს უცხოვრია და მხოლოდ ახლა სწავლობს ქართულ ენას, თუმცა, უკვე გადაწყვეტილი აქვს საქართველოში სამუდამოდ დარჩენა. სამშობლოში მისი პირველი სიმღერა – „ტი ჩუჟოი“ გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, მისსავე სტუდიაშია გადაღებული სოფოს კლიპიც. კლიპის პრეზენტაციას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. ქართული მედიისთვის თავის გაცნობა სოფომ არაჩვეულებრივად მოახერხა, მისმა, საკმაოდ საინტერესო სიმღერამ კი, დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.


скачать dle 11.3