კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზესთან ახლოს უცხოპლანეტელთა ხომალდი აღმოაჩინეს

 

 

სწავლულები ვერ შეთანხმებულან, რას წარმოადგენს სინამდვილეში „მოსულთა ხომალდი“, რომელიც „ნასას“ ტელესკოპმა მზის ზედაპირთან ახლოს დააფიქსირა. კადრები, რომლებზეც ბნელი პლანეტის მსგავსი ობიექტი თითქოს ძაფითაა დაკიდებული, მზის დინამიკის ობსერვატორიაშია გაკეთებული, შემდეგ კი გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრში დამუშავებული.

ინტერნეტში განთავსებულმა ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: ერთნი ვარაუდობენ, რომ ვიდეოზე გამოსახულია კოსმოსური ხომალდი, რომელიც „მზის პლაზმით“ ივსება, სხვების აზრით კი, ეს ახალი ვარსკვლავის დაბადებაა.

განსხვავებულია სწავლულების მოსაზრება. „ნასას“ თანამშრომელ ჯოზეფ გურმანსა და მის კოლეგას, ალექს იანგს მიაჩნიათ, რომ ესაა ნაკლებად შესწავლილი, მაგრამ საკმაოდ ხშირი მოვლენა – პროტუბერანეცი: შედარებით ცივი ნივთიერების მკვრივი კონდენსაცია, რომელიც მზის ზედაპირიდან ამოდის და კავდება მაგნიტური ველით.

„როდესაც პროტუბერანეცები ლივლივებენ მზის გვირგვინის ზემოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ეს-ესაა მოსწყდებიან მის ზედაპირს, როგორც ეს გააკეთა ამ პროტუბერანეცმა“, – განაცხადა გურმანმა. იანგი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ სინამდვილეში, მზის დისკოსთან პროექტში პროტუბერანეცი გამოიყურება როგორც სფერო, ან შესაძლოა, როგორც გვირაბი. ლებედევის სახელობის რენტგენული ასტრონომიის ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომლის თქმით კი, „კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგენს „მაგნიტურ ტორნადოს“, უხეშად რომ ვთქვათ, ესაა მაგნიტური ქარიშხალი, ტორნადო, რომელიც გადაჭიმულია მზის ზედაპირის გასწვრივ და ყველა ნივთიერებას გარეთ გამოტყორცნის. ჩვენ ვაკვირდებით მის ჭრილს, ამ „გვირაბში“ შესასვლელს და ვხედავთ შავ წრეს“.

 

скачать dle 11.3