კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე გასაოცარი ფოტო „გუგლში“

 

ვებ-საიტი Stratocam Google, რომელმაც შეაერთა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაკეთებული სურათები „Google Earth“-ის პროექტის ფარგლებში რეიტინგის სისტემასთან, გვთავაზობს, დავტკბეთ პლანეტა დედამიწის ყველაზე შთამბეჭდავი ხედებით და ერთდროულად შევაფასოთ ისინი გამოსახულებებზე, რომლებიც გადაღებულია აეროფოტოგადაღების მეთოდით. თანამგზავრიდან, შეიძლება, დავინახოთ ბუნების გასაოცარი სურათები, გრანდიოზული ქალაქური, ან, სოფლის უცნაური პეიზაჟები.

იმისთვის, რომ  პანორამების მრავალფეროვნება ეჩვენებინა, ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ საუკეთესო ხედების 10 ფოტოსურათი შეარჩია.

გალერეა იწყება ამერიკის შტატ არიზონაში მდებარე თვითმფრინავების სასაფლაოს გამოსახულებით. ჩამოწერილი თვითმფრინავების მოწესრიგებული რიგები ატყვევებს მაყურებელს. ალბათ, ამიტომაც, სურათმა  მაყურებლისგან ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა.

საუკეთესო ხედების რიცხვში მოხვდა პორტუგალიის ქალაქ ფარუს კლდოვანი ნაპირი, რომელიც ზღვაში მახვილი კუთხითაა შეჭრილი. ბევრმა მისცა ხმა განთქმულ პალმების კუნძულს დუბაიში. როგორც ცნობილია, ჯუმეირას, ჯებელ-ალისა და დეირას ხელოვნური კუნძულები პალმების ღეროსა და ვარჯს წარმოადგენენ, რომელიც 17 ტოტისგან შედგება. მათ ირგვლივ ორი ნახევარმთვარეა, არაბული თელისგან გაკეთებული წარწერებით. კუნძულების დიამეტრი 6 კილომეტრია.

დიდი მოთხოვნაა კიდევ ერთ ფოტოზე, რომელიც ჰავაის კუნძულებზეა გაკეთებული. მასზე გამოსახულია საკვირველი სილამაზის ვულკანური წარმოშობის კუნძული. ასევე, უამრავმა მომხმარებელმა დაათვალიერა ლოს-ანჯელესისა და მისი შემოგარენის დიდი სიმაღლიდან გადაღებული ხედები. ბევრი სტუმარი დაინტერესდა საუდის არაბეთის უდაბნოში მიმოფანტული სოფლის მეურნეობის თემების ხედებით.

ფოტოგალერეაში მოხვდა, აგრეთვე, უფრო ცნობილი გამოსახულებები, მაგალითად: პარიზის ეიფელის კოშკი; ვენეციის გრანდიოზული პანორამა არხებში მოცურავე კატერებითა და გონდოლებით; ქალაქის პეიზაჟის კიდევ ერთი მაგალითია საკმაოდ მცირე სიმაღლიდან გადაღებული უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ქუჩები.

დაბოლოს, გალერეას ამთავრებს სატვირთო კონტეინერების სადგომი ლოს-ანჯელესში. დიდი სწორკუთხოვანი რეზერვუარები იმდენად მჭიდროდ აწყვია ერთმანეთთან, რომ ზემოდან ისე ჩანს, როგორც კონსტრუქტორ „ლეგოს“-ს დეტალები.

 

скачать dle 11.3