კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმოაჩინეს ადამიანის ახალი სახეობის ნაშთები

 

ჩინეთისა და ავსტრალიის სწავლულ-არქეოლოგთა ჯგუფი მოულოდნელი აღმოჩენის ავტორი გახდა, რამაც, შეიძლება, თავდაყირა დააყენოს წარმოდგენა ადამიანის ევოლუციის ისტორიაზე.

ჰომო საპიენსის ნათესავების გაქვავებულ ნაშთებში, რომლებიც აღმოაჩინეს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სწავლულებმა ამოიცნეს მეცნიერებისთვის უცნობი ადამიანის სახეობა. თუ არქეოლოგების ვარაუდი გამართლდება, წიგნებში ანთროპოლოგიის შესახებ, ადამიანთა სახეობებს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე რამდენიმე ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ, „გონიერ ადამიანსა“ და ნეანდერტალელს „კომპანიანს” მესამე სახეობაც გაუწევს.

ნაშთები, რომლებმაც საშუალება მისცეს სწავლულებს, გაეკეთებინათ მოულოდნელი დასკვნები, 1979 წელს ჩინეთის პროვინცია იუნანში, ეგრეთ წოდებულ, „ირმის გამოქვაბულში“ აღმოაჩინეს. სწორედ ამ ადგილის მიხედვით მისცეს ადამიანის ახალ სახეობას სახელწოდება „ადამიანი ირმის გამოქვაბულიდან“. მაგრამ, მათი შესწავლა მხოლოდ ახლახან დაიწყეს, რადგან ქვის გრუნტიდან ძვლები მხოლოდ 2009 წელს ამოიღეს. მსგავსი ჩონჩხი 1989 წელს მეზობელ გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ რაიონშიც იპოვეს,  შესწავლა კი 2008 წელს დაიწყეს.

ნაპოვნის ასაკი 11,5-დან 14,3 ათასი წელია. „ირმის გამოქვაბულის ადამიანის“ განმასხვავებელი განსაკუთრებულობა თავის ქალის აგებულებაა – მრგვალი თავის ქალა და დაბალი წარბებსზედა რკალები. სახე პატარა და ბრტყელი ჰქონია, ცხვირი – ფართო, ქვედა ყბა – ძლიერ წინ წამოწეული, ამავე დროს, კისრის აგებულება – თითქმის თანამედროვე. ზოგადად, ჩონჩხის აგებულება თავისებური „ნაზავია“ ისტორიამდელი და თანამედროვე ადამიანისა.

ამჟამად სწავლულებს „ირმის გამოქვაბულის ადამიანის“ წარმოშობის სამი ვერსია აქვთ: „შესაძლოა, ისინი „გონიერი ადამიანისა“ და სხვა ნაკლებად განვითარებული სახეობების შერევის შედეგად წარმოიშვნენ“, – ასეთია ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომლის, დოქტორ იზაბელ დე გრუტის აზრი.

მისი თანამშრომელი, კრის სტრინგერი კი თვლის, რომ ეს ადამიანები, შეიძლება, აფრიკიდან წამოსული ემიგრაციის პირველ ტალღას „ჩამოჰყოლოდნენ”, ესე იგი, ესაა თანამედროვე ადამიანის ადრეული „სტადია“.

სხვა სწავლულები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს სახეობა ცალკე ევოლუციური შტოა.

 

 

скачать dle 11.3