ნახტომი 21,8 კილომეტრი სიმაღლიდან
ცნობილი ავსტრიელი ბეის-ჯამპერი ფელიქს ბაუმგარტნერი თავის დიდი ხნის ოცნებას მიუახლოვდა – გადალახოს ბგერის სიჩქარე ტრანსპორტის საშუალების გარეშე – მან შეასრულა ნახტომი 21,8 კილომეტრი სიმაღლიდან.
ფრენის დროს სპორტსმენმა 587 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითარა, მისი თავისუფალი ვარდნა 3 წუთსა და 33 წამს გრძელდებოდა. „მე მომწონს საკუთარი თავი. გამოწვევა, ამას კი ჩემთვის საბოლოოდ სკაიდაივინგი წარმოადგენს. ვფიქრობ, არ არსებობს ამაზე მეტი სიამოვნება” – განაცხადა 42 წლის ბაუმგარტნერმა.
ამავე დროს, ბაუმგარტნერი, ანდა, როგორც მას ეძახიან, „უშიშარი ფელიქსი“, მხოლოდ მესამეა, ვინც მსგავსი სიმაღლიდან გადმოხტა – ადრე 22-კილომეტრიანი ნახტომი ექსტრემალებმა ჯონ კიტინპგერმა და ევგენი ანდრეევმა შეასრულეს.
თავისი ძალების შემოწმების გარდა, ამ ნახტომს პრაქტიკული ხასიათიც ჰქონდა – ეკიპირების ტესტირება, რომელსაც ექსტრემალი შემდგომი ნახტომების შესრულებისას გამოიყენებს. „თავისუფალი ვარდნის დროს მე ვერ ვგრძნობდი საკუთარ ხელებს, ვინაიდან, ძალზე ციოდა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე“.
„უშიშარი ფელიქსი“ არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას, მის მიერ შესრულებული ნახტომი მხოლოდ საცდელი პროექტი იყო, მის გეგმებშია, დაამყაროს მსოფლიო რეკორდი, გადმოხტეს 36,5 კილომეტრი სიმაღლიდან.
„მხედველობაში მიიღეთ, რომ 36,5 კილომეტრ სიმაღლეზე არ არის ატმოსფერო, რაც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლისთვის, – აფრთხილებს მას „ნასას“ ექსპერტი დასტინ გომერტი, – ადამიანისთვის ეს იგივეა, რაც კოსმოსში ყოფნა. თქვენ გჭირდებათ სკაფანდრი“.