კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ რას ნიშნავს ტერმინი „ფულის გათეთრება”, იგივე „ფულის გარეცხვა” და საიდან იღებს ეს ტერმინები სათავეს?

პასუხი: ტერმინი „ფულის გათეთრება” (money laundering) დასაბამს იღებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ამოქმედდა ეგრეთ წოდებული მშრალი კანონი, რომელიც კრძალავდა ალკოჰოლური სასმელების თავისუფალ ბრუნვას. ამან სათავე დაუდო ალკოჰოლის მასობრივ კონტრაბანდას (ბუტლეგერობა). ამგვარი საქმიანობით მიღებული ფული იდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამრეცხაოების ქსელის განვითარებაში და ,,დიდი რეცხვის” შედეგად მიღებული შემოსავალი უკვე ლეგალურად გამოიყურებოდა. სწორედ მაშინ, „ჭუჭყიანი” ფულის ლეგალიზაციის ამ ხერხს „გარეცხვა” უწოდეს, რაც ხატოვნად გადმოსცემდა არალეგალურად მიღებული ფულის ლეგალურად გარდაქმნის პროცესის არსს. ტერმინმა „ფულის გარეცხვამ” გადააბიჯა დროისა და სივრცის საზღვრებს და დღესაც აქტუალურია. მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან, ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტერმინი „გარეცხვა” გამოიყენება ნარკობიზნესიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის „ჭუჭყიან ფულს” მიეკუთვნება არა მხოლოდ ნარკობიზნესიდან მიღებული შემოსავლები, არამედ, შემოსავლები, მიღებული იარაღით ვაჭრობიდან, ტრეფიკინგიდან, კონტრაბანდიდან, ადამიანთა მოტაცებიდან, გადასახადების გადაუხდელობიდან და სხვა უკანონო წყაროებიდან. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის ავადმყოფობები და დაავადებები იძლევა მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძველს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები: ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, თირკმლების დაავადებები, ძვალსახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ანატომიური დეფექტები, აივ ინფექცია (შიდსი) და ჰემატოლოგიური დაავადებანი. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ აქვს თუ არა პოლიციელს უფლება, სრულიად უმიზეზოდ გააჩეროს მოქალაქე ქუჩაში და გაჩხრიკოს ან მოსთხოვოს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა?  

პასუხი: გაცნობებთ, რომ პოლიციელს უმიზეზოდ მოქალაქის გაჩერებისა და გაჩხრეკის უფლება არ აქვს, თუმცა, თუ არსებობს გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს იგი. შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება. პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, ჩხრეკა ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის.

კითხვა: მაინტერესებს, რა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაა პატიმრობის დაწესებულება და რა განსხვავებაა პატიმრობის დაწესებულებასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას შორის?

პასუხი: პატიმრობის დაწესებულება არის დახურული, განსაკუთრებულად დაცული, სასაკნე ტიპის დაწესებულება, რომლის მიზანია ბრალდებულის იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებულნი არიან ბრალდებულები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და შერეული ტიპის დაწესებულების არსებობის შემთხვევებისა. შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებულნი უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისგან, მინიმუმ, ერთმანეთისგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართობებით. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებულნი არიან სპეციალურ საკნებში, სადაც, მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია, განხორციელდეს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებულები არიან მსჯავრდებულები.

კითხვა: მყავს მეგობარი, რომელიც მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით. ჩემი მეგობარი ჩემთან ერთად ცხოვრობდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაინტერესებს, მაქვს თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასთან შეხვედრის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ „პატიმრობის კოდექსის” შესაბამისად, მსჯავრდებულს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება, მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება მის ახლო ნათესავებთან, როგორიცაა შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და ბაბუა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი; აგრეთვე, ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის შესახებ ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პირს განათლების მიღებისა და ლიტერატურით სარგებლობის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია, ასევე, ვალდებულია, დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულთათვის და მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობა.

კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა ბრალდებულს განაჩენის გამოტანამდე მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს „პატიმრობის კოდექსის” მიხედვით, ბრალდებულს 2014 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვს, ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში  3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ფუნქცია აკისრია საქართველოს ეროვნულ ბანკს?  

პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს  ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით. ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება კანონით. ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს. 

 

скачать dle 11.3