კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მალავდა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი წიგნებს და რა რეკორდები ეკუთვნის მას

ერთი თვეა, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს – 27 წლის გიორგი კეკელიძე ამ თანამდებობაზე პოპულარული ინტერნეტსაიტ „ლიბ.ჯიდან“ მოხვდა, სადაც ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი იყო. ვირტუალური ბიბლიოთეკიდან ნამდვილ  ბიბლიოთეკამდე  გზა პოეზიისა და უმაღლესი ლიტერატურული პრემიის – „საბას” გავლით მივიდა. პოეტის „ეპოლეტები” მოსწონს, მაგრამ, მასთან დაკავშირებულ  ძველ სტერეოტიპებს შემართებით ამსხვრევს. ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური და, როგორც თავად ამბობს, ევროპელი გურულია –   თავისი ბომონდითა და  ოქროს შუალედით „შეკაზმული”  ცხოვრების წესით.     

 

– გიორგი, როგორ  მოხვდით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე?

– ეს იყო კლასიკური შემოთავაზება და არანაირი „ქვედინებები” არ ყოფილა. მე მქონდა ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, პირველ ყოვლისა ვგულისხმობ ინტერნეტბიბლიოთეკას „ლიბ.ჯის”, რომელიც ექვსი წლის წინ დავაარსეთ მე და ჩემმა მეგობრებმა; გარდა იმისა, რომ მე ვიყავი „ლიბ.ჯის” დამფუძნებელი, ვიყავი, ასევე, მთავარი რედაქტორიც და განვსაზღვრავდი ამ საიტის პოლიტიკას სხვადასხვა აქტიურობების შესაბამისად.  როგორც ჩანს, ჩემი პიროვნებით  დაინტერესება აქედან მოდიოდა, თუმცა, ვერ გეტყვი,  რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობაზე შემოთავაზებას იმწუთასვე დავთანხმდი. რა თქმა უნდა, ბევრი ვიფიქრე იმ პასუხისმგებლობაზე, რაც ამ სამსახურს ახლავს; ამას გარდა, მე სხვა ტიპის რეჟიმებში მუშაობას ვიყავი მიჩვეული, ეს კი სახელმწიფო მოხელის სამსახურია, რომელიც გარკვეულ  ეტიკეტებში მოქცევას ითვალისწინებს. საბოლოოდ გადაწონა იმან, რომ აქ გასაკეთებელია ბევრი რამ, მაქვს ბევრი იდეა და, ვფიქრობ, შევძლებ მათ განხორციელებას. 

– ეს სამსახური ბევრისთვის აღმოჩნდა  ტრამპლინი  წარმატებული  პოლიტიკური კარიერის  დასაწყებად, თქვენც ასეთი „დიადი” მიზნები ხომ არ გაქვთ, მით უმეტეს, რომ უკვე  ხართ პარლამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურის შეფი. 

– მე არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება და არც ვაპირებ ამ მიმართულებით ჩემი ცხოვრების გაგრძელებას,  ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. მე ვიცნობ ადამიანებს ინტელექტუალური ფლანგიდან, როგორც სახელისუფლებო გუნდიდან, ასევე, არასახელისუფლებო წრიდან,  თუმცა, მათთან  ღრმა კავშირები არ მქონია.  

– გასაგებია, რომ  ვირტუალურ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდით, ნამდვილი ბიბლიოთეკის მომხმარებელი ხშირად ყოფილხართ?  

– იქიდან გამომდინარე, რომ წიგნის კაცი ვარ და  ფილოლოგის  პროფესიაც მაქვს არჩეული, თავისთავად ცხადია, ბიბლიოთეკასთან ყოველთვის მქონდა  კავშირი. სტუდენტობისას, იმისთვის რომ გამოცდები ჩამებარებინა, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც  საკმაოდ ხშირად მიწევდა ყოფნა – აქ   საათობით ვმჯდარვარ და მიმეცადინია. ეს, ალბათ, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა – იცი, რა სჭირდება მომხმარებელს და ეს ასახულია  ჩემს გეგმაში, რომელიც   ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებას უკავშირდება. წიგნები  ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

– ბოლოს და ბოლოს, კეკელიძე ხართ. 

– მე გურული კეკელიძე ვარ,  კორნელი კეკელიძე კი იმერელი იყო. მისი პირდაპირი შთამომავალი არ ვარ, თუმცა, ეს ორი გვარი, ალბათ, სადღაც კვეთდა ერთმანეთს.  წიგნის სიყვარული  ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ჯერ კიდევ ბავშვობაში,  თავისთავად ცხადია, გურიაში, რადგან, ჩემი „ლოკაციის” ადგილი გურია იყო.  ბებიაჩემი და ბაბუაჩემი სოფელში სკოლის მასწავლებლები იყვნენ, ასე რომ, ჩვენს ოჯახში წიგნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ყოველთვის არსებობდა, ისინი  მირჩევდნენ ხოლმე ლიტერატურას, რომელიც უნდა წამეკითხა, თუმცა, ზოგჯერ მათ შერჩეულ წიგნებს „ვჩქმალავდი” და  ვკითხულობდი იმას, რაც მე მსურდა (იცინის). 

– ლექსების წერაც გურიაში დაიწყეთ?

– კი, ოღონდ, მაშინ ჩემი გაგებით წერა  საკლასო „მეგობრობის დღიურებით” შემოიფარგლებოდა. რაც  შეეხება პროფესიულ  დამოკიდებულებას ამ საქმისადმი, ეს საუნივერსიტეტო წლებში მოვიდა. გურულები, ზოგადად, პოეტური ხალხი ვართ, შესაბამისად, ჩემი პოეზიით გატაცება არავის უკვირდა. ალბათ, ამ გზამ მიმიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე – 2009 წელს გავხდი ლიტერატურული პრემია „საბას” ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. ჩემი ლექსები ნათარგმნია აზერბაიჯანულად, როგორც ვიცი, მათი თარგმნა იგეგმება სომხურ ენაზეც.        

  –  ორგზის რეკორდსმენი ხართ: ასეთი ახალგაზრდა შეფი ამ ბიბლიოთეკას არ ახსოვს და „საბას” რეკორდიც თქვენზეა. რამდენად კომფორტულია ჩინოვნიკური სამსახური,  მუზები ბიბლიოთეკის დარაბებს მიღმა შემოაღწევენ?

– რეკორდები ჩემთვის არაფერს ნიშნავს, „საბა” ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო, მაგრამ, წარსულის გამოდევნებას კარგი არაფერი მოაქვს. პირიქით, საკუთარი ნაწარმოებების მიმართ კრიტიკულიც კი ვარ ხოლმე წლების შემდეგ. რაც შეეხება რეჟიმს, ამ ტიპის სამსახურში არ მიმუშავია, მაგრამ, მაქვს მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება და, საკმაოდ წარმატებულიც. რეჟიმი შესაგუებელი ამბავია, არც სამსახურში დილით მოსვლაა პრობლემა – ლექციების წაკითხვა მიწევდა ხოლმე დილაობით და ეს ტრაგედია არ ყოფილა.  სამსახურში ჰალსტუხით სიარულს, ვიცი, არავინ მომთხოვს – ჰალსტუხი მხოლოდ ერთხელ გავიკეთე, ფოტოები რომ უნდა გადაეღოთ პლაკატისთვის. მე, საერთოდ,  ძალიან მოწადინებული ვარ დავამსხვრიო სტერეოტიპები. მოწინააღმდეგე ვარ იმ მოსაზრების, რომ პოეტი  უნდა იყოს „ცაში მფრინავი” და „კუბოების ქარში მდევარი”.  მე  მჯერა, რომ პოეტი შეიძლება იყოს კარგი მენეჯერი და  საზოგადოებრივ ასპარეზზეც აქტიურობდეს. ის სტერეოტიპი, რომ მწერალი კაბინეტში არ უნდა იჯდეს,   დრომოჭმული ამბავია. მე ლექსებს მობილურში ვწერ, ბატის ფრთის დრო წავიდა. „ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონით ტაქსიშიც შეიძლება დაწერო; ჰო, ღამეც კარგია ამ ამბისთვის.  მართალია, ამ  მუზებს ვერსად გადავაწყდი, მეც მაინტერესებს, როგორები არიან, ისე მოდიან, ვერ ვამჩნევ ხოლმე, მაგრამ, მაინც, მუზებმა აქაც რომ შემოაღწიონ, ყოველთვის ცოტათი ღიას ვტოვებ ფანჯრებს (იცინის).               

– როგორია თქვენი ცხოვრების წესი, პოეტურად ბომონდური?

– ბომონდის აღქმა ჩემთვის ძალიან პირობითია. იმ ბომონდის შესახებ, ვინც თბილისში პოპულარულია, მე ბევრი არაფერი  გამეგება –  ვიცი, რომ სადღაც არსებობენ.  მე ჩემი ბომონდი მაქვს. ჩემი ცხოვრების სტილი  ჩვეულებრივია,  ისეთი, როგორიც  აქვს  ჩემი ასაკის ახალგაზრდების უმეტესობას  თბილისში. ბოჰემური ცხოვრება არ მაქვს, არც განსაკუთრებულად აკადემიური, ოქროს შუალედი მაქვს ნაპონი (იცინის). არ ვერიდები არც ეგრეთ წოდებულ  ბოჰემურ „ივენთებს”, მაგრამ, არა მგონია, რადგან პოეტი ვარ, ჩემთვის სასიამოვნო უნდა იყოს დღე და ღამე მთვრალი ყოფნა.  ვტრიალებ იმ ადამიანების წრეში, რომელიც  ჩემთვის  კომფორტულია,  ეს ადამიანები, შესაძლოა, უფრო  გახსნილები იყვნენ,  ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ გარედან ჩანან თავისუფლები.    

– როგორც ვიცი, პერსპექტიული სასიძოების რიცხვსაც მიეკუთვნებით.

– თუ კლასიკურ ქორწინებას გულისხმობთ, ჯერ კიდევ ეგ რეგალია მაქვს, მაგრამ, ისე, „გერლფრენდთან” ერთად ვცხოვრობ.  

– თამამი  განაცხადია ბიბლიოთეკის დირექტორის კვალობაზე. თქვენი „გერლფრენდი” ქართველია?

– დიახ,  ქართველია, კინოს მიმართულებით დგამს ნაბიჯებს და, ასევე, ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს – „ცხელ შოკოლადში” მუშაობს.  მე არ ვფიქრობ, რომ, როცა ქალსა და მამაკაცს  ერთად ცხოვრების სურვილი აქვთ, ეს აუცილებლად ქაღალდზე უნდა იყოს გაფორმებული. ჩემი აზრით, უკვე ბევრი ადამიანი აღიქვამს ამას ნორმალურად და ეს ძალიან კარგია. მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრება ტრაგედია აღარ არის აღარც უფროსი თაობისთვის. მე ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, 16 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობ და ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას ვერავის მივცემ, ვერავინ დამაძალებს, რომ  აუცილებლად უნდა დავქორწინდე და ურთიერთობა  ოფიციალურად დავარეგისტრირო. ჩემს ოჯახს, ალბათ, აქვს ასეთი სურვილი, მაგრამ, ვინაიდან მაჭანკლებს ჩემამდე არ უშვებენ, როგორც ჩანს, შუა გზაში აჩერებენ (იცინის). ჩვენ ორი წელია, ერთად ვცხოვრობთ,  ერთად ასეც კარგად და კომფორტულად  ვგრძნობთ თავს. სრული ლიბერალიზმი გვაქვს, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე.  რა იქნება მომავალში, არ ვიცი, ჯერჯერობით ორივეს უამრავი ყოფითი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი.

– კერძოდ?

– მე, მაგალითად, ჯერ არ მაქვს საკუთარი  სახლი – აქამდე ვერ მოვახერხე სახლის ყიდვა. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრ ადგილას ვმუშაობ, პარალელურად, ვკითხულობ ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში, ვაქვეყნებ სტატიებს,  „ახალ არხზე” მიმყავს  გადაცემა „ინტერპრეტაცია”; როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი, უკვე  ვითვლები ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად  მოხელედ, ანუ, შემოსავლის საკმაოდ ბევრი წყარო მაქვს, მაგრამ, კარგად მხარჯველი ვარ და ფულს ცოტა უდიერად ვეპყრობი. შემიძლია ბევრი ფული გადავიხადო წიგნებში, სამოსში, თუმცა, ამ საკითხში  ნიუანსური  ფეტიშები არ მახასიათებს. „შემნახველ” ადამიანად არ ვითვლები, მუთაქები და ქისები არ მაქვს, არც პირდაპირი მნიშვნელობით და არც ბანკში; ვერ ვამბობ უარს  იმ სიამოვნებებზე,  რაც მიყვარს.   

 

 

скачать dle 11.3