კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რუსულ გაფრთხილებას შეიცავს არაბიანისა და გიულმამედოვის განცხადებები – ჯავახეთის დამოუკიდებლობისა და ბორჩალოს განსაკუთრებული სტატუსის შესახებ

გასულ კვირას ჯავახეთის დიასპორის წარმომადგენელმა, მოსკოვში მცხოვრებმა ვინმე არაბიანმა განაცხადა, რომ, თუკი საქართველო არ დაივიწყებს ნატოში გაწევრიანების სურვილს, ჯავახეთი საქართველოს გამოეყოფა. ამის პარალელურად, მსგავსი განცხადება გაისმა ერევანშიც. მართალია, ოფიციალური თბილისი ამ ყოველივეს მშვიდად უყურებს და აბსურდად მიიჩნევს, თუმცა ეს თემა არახალია საქართველოს უახლესი რეალობისთვის. რამდენად რეალურია ჯავახეთის დამოუკიდებლობა და არის თუ არა ჯავახეთი და ქვემო ქართლი რუსეთისთვის საქართველოზე ზემოქმედების ბოლო ბერკეტი – თემას მამუკა არეშიძე განგვიმარტავს.  

 

–  ტექსტი ისეა შედგენილი, როგორც ეკადრება აგასი არაბიანს, რომლის ყველაზე დიდი კარიერული ნახტომი იყო ტაქსის მძღოლობა. ამ პროფესიის საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ის ხელოვნურად შექმნილი ფიგურაა. მას გაუზარდეს ფუნქციები და, დარწმუნებული ვარ, ის მჭიდრო კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან. თვითონ აგასი დიდი ინტელექტუალური პოტენციალით არ გამოირჩევა. წარმოშობით ჯავახელია, მაგრამ დღეს მოსკოვში ცხოვრობს. არც ერთი განცხადება მისი დაწერილი არ არის, უბრალოდ, ვერ დაწერდა, ამდენი წერა-კითხვა მან არ იცის. სხვები უწერენ. მის ორგანიზაციაში, მაქსიმუმ, 10-12 კაცია. არაბიანი რუსეთშიც არ სარგებლობს დიდი ავტორიტეტით, მაგრამ მას იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ.

– სამცხე-ჯავახეთში თუ აქვს ავტორიტეტი?

– არანაირი განსაკუთრებული ავტორიტეტი არ აქვს. თუმცა მოსკოვში ჯავახელები არიან ინტელექტუალურ წრეებში, ბიზნესშიც და კრიმინალურ სამყაროშიც და ისინი ბევრად მეტი ავტორიტეტით სარგებლობენ, ვიდრე არაბიანი. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ არაბიანის განცხადებები არის ინსპირირებული. მან ორიოდე კვირის წინათ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელსაც ქართულმა მედიამ, რატომღაც, არ მიაქცია ყურადღება. მან თქვა, ძმებო, ქართველებო, ერთად გადავარჩინოთ კავკასია ისლამიზაციისგანო, ანუ ანტითურქული განცხადება გაავრცელა. ახლა კი ამბობს, რომ, თუ საქართველო ნატოში შევა და აქ განლაგდება ნატოს ჯარები, რომლებშიც იქნებიან თურქი ოფიცრები, მაშინ ჯავახეთი დამოუკიდებლობას მოითხოვს. ჯერ ერთი, ნატოს ბაზების განლაგება ასე ხელაღებით არ ხდება.

– მეტი დარდი არ აქვს ნატოს, ჩვენ გვანდობს თავის ბაზებს.

– მეორეც, თურქი ჯარისკაცების ნატოს ბაზებზე განლაგება ჩემთვის წარმოუდგენელია. ნატოს დანაყოფში თვით მუსლიმანურ ალბანეთშიც კი არ არიან თურქი ჯარისკაცები. ერთადერთი, ისინი არიან კოსოვოში, ნატოს უზარმაზარ ბაზა „არიზონაზე“.

– ნატო ითვალისწინებს ეთნიკურ ფაქტორს?

– რასაკვირველია, რომ დისკომფორტი არ შექმნას. საერთოდ, თურქი ჯარისკაცები მასობრივად ნატოს არც ერთ ბაზაზე არ იმყოფებიან თურქეთის გარდა. შესაძლებელია, იყვნენ თურქი ოფიცრები, ისიც გამოცდილების გასაზიარებლად. ასე რომ, არაბიანის ეს განცხადება გათვლილია გარკვეული კატეგორიის ადამიანებზე ჯავახეთში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს განცხადებების ციკლი რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა ინსპირირებული.

– რას ახმოვანებს ამ განცხადებებით? თავის დროზე, როდესაც ახალქალაქის ბაზა გადიოდა, ითქვა, თუ რუსული ბაზა გავა, ჯავახეთი გამოეყოფა საქართველოსო; ბაზა გავიდა, არავინ არავის არ გამოჰყოფია. ახლა, თუ ნატოში შევა საქართველოო, მაგრამ, როგორც ამბობთ, ეს აბსურდული განცხადებაა, მაგრამ რაღაც გაფრთხილება ხომ არის?

– არაბიანის ეს განცხადება ძალიან უცნაურად დაემთხვა ქვემო ქართლში ერთ-ერთი არასამთავრობო ლიდერის, დაჟდიარ გიულმამედოვის განცხადებას, ბორჩალოში პარლამენტის შექმნის შესახებ. მან ოთხი ორგანიზაცია წარმოადგინა ამის განმხორციელებლად: საქართველოს აზერბაიჯანელთა კონფედერაცია, თურქ ახალგაზრდათა კავშირი, თურქ ქალთა კავშირი და კიდევ მეოთხე ორგანიზაცია.

– ჩვენთან არის ოთხივე რეგისტრირებული?

– თითქოს, მაგრამ ის ორი, რომელთა სახელწოდებაში სიტყვა „თურქი“ ურევია, ჩვენთან არ არის რეგისტრირებული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივაგენით. გიულმამედოვზე ვერ ვიტყვით, რომ ორი კლასის განათლება არ აქვს. ის ძალიან განათლებული ადამიანია და, ძირითადად, რუსეთში ცხოვრობს. თურქეთშიც არის ხოლმე, ხშირად უნახავთ კიევში, მინსკში და ასე შემდეგ. გიულმამედოვისა და არაბიანის ამ ტონალობის განცხადებები, ბუნებრივია, გაფრთხილებაა: ერთგან წერია, რომ საქართველოს გამოეყოფა ჯავახეთი, მეორეში კი ის, რომ ბორჩალოს მდგომარეობა განსაკუთრებული უნდა იყოს. ანუ მინიშნებაა იმ პრობლემებისკენ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს შეექმნება იმ შემთხვევაში, თუ არ გაითვალისწინებს კონკრეტულ სიტუაციას: ჯავახეთის შემთხვევაში, ეს არის ნატო, ქვემო ქართლის  შემთხვევაში –  რეგიონის განსაკუთრებული მდგომარეობა. ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა: რაში სჭირდებოდათ ეს ყველაფერი?

– თან, ნატო ჯერ არ აპირებს ჩვენს მიღებას.

– და ეს კარგად იციან არაბიანის პატრონებმა, მაგრამ ახლა მოდის ნატოს სამიტი, სადაც ბევრი რამ გაირკვევა. მეორე მხრივ, ირანთან დაკავშირებით სერიოზული ცვლილებები შეიძლება, მოხდეს. უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა იკვეთება აზერბაიჯანის განსაკუთრებელი როლი ირანთან შესაძლო ომის შემთხვევაში.

– თუმცა აზერბაიჯანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თავისი ტერიტორიიდან არ დაუშვებს ირანის საწინააღმდეგოდ სამხედრო მოქმედებებს?  

–  განაცხადა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ, მეორე მხრივ, ძალიან სერიოზული ბრძოლაა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაბალის ბაზასთან დაკავშირებით.

–  იჯარის გაზრდას რომ ითხოვს აზერბაიჯანი?

–  გაბალის რადიოსალოკაციო სადგური რუსეთს იჯარით აქვს აღებული და 7 მილიონ დოლარს იხდიდა ყოველწლიურად, დღეს აზერბაიჯანი 300 მილიონ დოლარს ითხოვს. ეს წარმოუდგენელი თანხაა და ამ თანხის მოთხოვნა ორიენტირებულია იმაზე, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა გავიდეს იმ ბაზიდან. ერთი მხრივ, აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიცია გასაგებია: რუსეთმა ამდენი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყარაბაღის თემა მოგვარებულიყო, მაშინ, როდესაც მთავარი მედიატორის პოზა აქვს მიღებული. აზერბაიჯანი, რომელიც, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, რეგიონის წამყვანი ქვეყანაა, აშკარად გამოთქვამს უკმაყოფილებას რუსეთის არასწორი პოზიციის გამო. გავიხსენოთ აპატურაის  განცხადებაც, როდესაც მან თქვა, რომ მინსკის ჯგუფმა ამოწურა თავისი რესურსი. ესე იგი, გარკვეული პოლიტიკური სვლები კეთდება რუსეთის ყარაბაღის პროცესიდან ჩამოსაშორებლად. არადა რუსეთი ასე მარტივად ვერ გავა გაბალიდან, რადგან ეს ნიშნავს, რომ უზარმაზარი ხვრელი გაჩნდება რუსეთის თავდაცვის სისტემაში. გაბალში წინასწარი შეტყობინების სადგურია და რუსეთი მის შეცვლას ასე ადვილად ვერ მოახერხებს.

– სომხეთში არ აქვს მსგავსი სადგური?

– არა, არსად არ აქვს ასეთი ტიპის სადგური ვორონეჟამდე და ვორონეჟის სადგურიც გაცილებით სუსტია. გარდა ამისა, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ, თუ ისინი გავლენ გაბალიდან, იქ იმ წუთშივე გაჩნდებიან ამერიკელები.

– არ უნდა იყოს რუსეთის ეს ეჭვი უსაფუძვლო?

– ამერიკელების გაბალში გამოჩენას მოსკოვში ხსნიან შემდეგნაირად: მათი აზრით, ეს არის ირანის საწინააღმდეგო ქმედება და ირანთან ომის შემთხვევაში ამ სადგურს გამოიყენებენ ირანის წინააღმდეგ. ამიტომ ცდილობს რუსეთი, რომ სამხრეთ კავკასიაში ასეთი ტიპის პრობლემები შექმნას.

– და ჩვენს ხარჯზე აფრთხილებს დანარჩენებს?

– არა მარტო ჩვენს ხარჯზე. ცოტა ხნის წინათ მოსკოვში გაიმართა აზერბაიჯანში მცხოვრები ლეკების, თალიშებისა და სხვა ხალხების დიდი შეკრება, რომელზეც სასტიკად იყო გაკრიტიკებული აზერბაიჯანის ნაციონალური პოლიტიკა. აი, ამ უმცირესობების უკმაყოფილებას რუსეთი იყენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის რეჟიმების წინააღმდეგ, საქართველოში –  გიულმამედოვისა და არაბიანის სახით, აზერბაიჯანში –  ლეკებისა და თალიშების სახით. ირანთან ომის დაწყების შემთხვევაში, თუ მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში არ ექნა საიმედო დასაყრდენი, კარგავს სომხეთს. ამიტომ ცდილობს, პრობლემების შექმნას საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის.

– მაგრამ, გარემოცვის გათვალისწინებით, სომხეთს აქვს სხვა გზა, ჰყავს სხვა მოკავშირე, რუსეთის გარდა? 

– ჩემი აზრით, ეს ძეგლები თანაბრად გვეკუთვნის ჩვენ და აფხაზებს, თუმცა, უდავოდ, ესენი ქართული კულტურის ძეგლებია, იმიტომაც რომ ამ ქვეყანას მაშინაც საქართველო ერქვა. 
– ერთი რამ სწორად ბრძანეთ: ის, კულტურული მემკვიდრეობა, რაც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ნამდვილად ეკუთვნის ორივე ხალხს. ქართველური, კოლხური ტომები ნამდვილად იყვნენ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის პირველმოსახლეთა შორის. ამას ერთნიშნად ადასტურებენ არა ქართული, არამედ ძველი ბერძნული წერილობითი წყაროები. სულ ცოტა, ახალი წელთაღრიცხვის პირველი-მეორე საუკუნეებიდან, იქ ცხოვრობდნენ ამჟამინდელ აფხაზთა წინაპრებიც, თუმცა შეიძლება, უფრო ადრიდანაც, რადგან იქ არის არქეოლოგიური მასალა –  განსაკუთრებით, გუმისთის იქითა ტერიტორიაზე, რომელიც ქართველი არქეოლოგების დასკვნებით, ისტორიული კოლხეთის ცენტრალური რაიონებისაგან განსხვავებით, მეტ საერთოს პოულობს ჩრდილოეთ კავკასიურ ძეგლებთან, მაგრამ უკვე მეშვიდე-მერვე საუკუნეებიდან, თანდათანობით დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია საერთო-ქართული ქრისტიანული ორგანიზმის ნაწილი ხდება.  იქმნება ერთიანი ქართული ქრისტიანული ცივილიზაცია. მართალია, ცალკეულ კუთხეებს ჰქონდათ თავისებურებები, მაგრამ ეს იყო ერთიანი ქართული კულტურული სივრცე მთელი ქვეყნის მასშტაბით –  აფხაზეთის ჩათვლით. ამდენად, მთელი ის კულტურული ძეგლები, რომლებიც იმ ეპოქიდან შეიქმნა, საერთო ქართული ნაციონალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელსაც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე თანაბრად ქმნიდნენ ქართველებიც და აფხაზთა წინაპრებიც. მაგრამ ის აფხაზობა, რომელთა განსახლების ძირითადი არეალი იმ პერიოდში აფხაზეთის საერისთავოს –  ანაკოფია-ახალი ათონის ჩრდილოეთით –  ტერიტორია იყო, თავის ქართველ თანამოძმეებთან ერთად ქმნიდა ამ ქრისტიანულ ცივილიზაციას, იმ დროისთვის კულტურულად, სახელმწიფოებრივად ზოგად ქართული მენტალიტეტის მატარებელი რომ იყო. ისინი კულტურულად, პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ერთიანი ქართული სივრცის ორგანულ  ნაწილს წარმოადგენდნენ. ამიტომ, ვიმეორებ, ის, რაც იქ შეიქმნა, არის საერთო-ქართული ნაციონალური კულტურული მემკვიდრეობა.
– მაგრამ ამას არ აღიარებენ დღევანდელი აფხაზები და ამბობენ, რომ იქ არსებული ძეგლები არის არა ზოგადქართული, არამედ საკუთრივ აფხაზური კულტურის ძეგლები.
– მთელი  პრობლემა ისაა, რომ აფხაზები არასწორად მიიჩნევენ, თითქოს თანამედროვე აფხაზეთის მთელი ტერიტორია იმთავითვე მხოლოდ და მხოლოდ აფხაზთა საცხოვრისი იყო. ყველაზე გამაღიზიანებელი ამ შემთხვევაში არის ბედიის მაგალითი. სინამდვილეში ბედია და მისი შემოგარენი არასდროს ყოფილა აფხაზთა საცხოვრისი. ქართული საისტორიო ტრადიციით, ბედია იყო ეგროსის ქვეყნის, ანუ ეგრისის ისტორიული ცენტრი და ეს ძალიან მყარად იყო გამჯდარი ქართველთა ცნობიერებაში. ამიტომაც ააგო ბაგრატ მესამემ ტაძარი ბედიაში, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. როგორც ჩანს, იმ პერიოდში არსებობდა მყარი ისტორიულ-სახელმწიფოებრივი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, სწორედ ბედია განიხილებოდა ეგროსის ქვეყნის ცენტრად. ანუ მიუხედავად „აფხაზთა“ მეფეთა გადამწყვეტი როლისა ერთიანი დასავლურ-ქართული  სახელმწიფოს შექმნაში, მაშინდელი საქართველოს ისტორიულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში ეგროს-ქუჯის წვლილი უფრო დიდი მნიშვნელობის იყო და სწორედ ისინი მოიაზრებოდნენ დასავლურ-ქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სამყაროს ფუძემდებლებად, ხოლო „აფხაზ“ მეფეთა „აფხაზთა“ სამეფო ამ სამყაროს მემკვიდრის როლში განიხილებოდა. აი, სწორედ ამიტომ ააგო ბაგრატ მესამემ  ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ მიჩნეული ტაძარი –  თავისი საძვალე –  მაინცდამაინც ისტორიული ეგრისის ცენტრში და არა „აფხაზეთის ერისთავების“, რომელთა სამართალმემკვიდრედაც ის თავს მოიაზრებდა, რეზიდენციაში –  ანაკოფიაში. აი, ეს არ ესმით აფხაზებს. გარდა ამისა, ბედიას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ააშენებდნენ აფხაზები, იმიტომაც რომ ისინი იმჟამად იქ საერთოდ არ ცხოვრობდნენ.  უფრო მეტიც, როდესაც გვიან შუა საუკუნეებში მთიელ აფხაზთა ახალი ტალღა მოაწვა ბარს, მან მთლიანად წალეკა ქარისტიანული აფხაზეთი. აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი, რომლის რეზიდენციაც ბიჭვინთაში იყო, იძულებული გახდა გელათში გადასულიყო, საეპისკოპოსო კათედრები  კი გაუქმდა. აფხაზები  აცხადებენ, რომ „აფხაზეთის“ კათალიკოსი იყო მათი კათალიკოსი, მაგრამ მაშინ რანაირად მოუსპეს ფუნქციონირების საშუალება აფხაზებმა ამ თავიანთი „აფხაზეთის“ საკათალიკოსოსადმი დაქვემდებარებულ დრანდის, მოქვისა და ბედიის ეპარქიებს?! იმის თქმა მინდა, რომ, რასაც სეპარატისტები ამტკიცებენ, მტკნარი სიცრუეა. დღევანდელ აფხაზებს არანაირი უფლება არ აქვთ, პრეტენზია განაცხადონ ამ ძეგლებზე, როგორც საკუთრივ აფხაზურ ნაციონალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვიმეორებ, აფხაზები შეიძლება, მონაწილეობას იღებდნენ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ტაძრების –  საერთო-ქართული ძეგლების შექმნაში, მაგრამ არა დრანდის, მოქვისა და ბედიის ტაძრის, რადგან იმჟამად იქ ისინი არ ცხოვრობდნენ.  მაგრამ, ვიმეორებ, ის აფხაზები მაშინ სარწმუნოებრივად ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც  საქართველოს დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლები. საკუთრივ აფხაზურ-აფსუური ეკლესია, თავისი ნაციონალური ქრისტიანული ხუროთმოძღვრებით თუ ფრესკული მხატვრობით, არასოდეს არსებულა.
– არც საეკლესიო ენით.
– დიახ, ეს ყველაფერი იყო ქართული ბოლო ათასი წლის განმავლობაში მაინც. ეს როგორმე უნდა შევაგნებინოთ ჩვენს აფხაზ ოპონენტებს.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ მთიელი აფხაზების ახალმა ტალღამ წალეკა ქრისტიანი მოსახლეობა აფხაზეთში, ეს შეტევა სარწმუნოებრივმა სხვაობამ გამოიწვია?
– როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დასუსტდა, ცალკეულ რეგიონებს შორის დაიწყო ბრძოლა სამფლობელოების გასაფართოებლად. შარვაშიძეები წამოვიდნენ ოდიშისკენ. ოდიშისა და აფხაზეთის საერისთაოების საზღვარი მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში გადიოდა ანაკოფიაზე. ანაკოფიის აქეთა ტერიტორია იყო სრულიად ოდიში. აი, ეს ტერიტორია: ანაკოფიიდან ჯერ კოდორამდე, ხოლო შემდეგ ენგურამდე მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების განმავლობაში წაილეკა მთიელთა ტომების ახლად შემოსული ტალღით. სწორედ მაშინ მოხდა პირველი ეთნოწმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ქრისტიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ენგურს გამოღმა –   ოდიშის ცენტრალური რაიონებისკენ გამოიქცა. მნიშვნელოვანი ნაწილი გაწყვიტეს და ვინც ჩარჩა, გააფხაზდა. დღეს ამდენი აფხაზი რომ გვყავს მეგრული გვარებით, სწორედ ისინი არიან ის ოდიშელები, რომლებიც აი, ამ პირველ ეთნოწმენდას ემსხვერპლნენ და გახდნენ აფხაზები. ბედია, მოქვი და ასე შემდეგ ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ ამ ქართველ-აფხაზთა კულტურულ მემკვიდრეობად. დღეს ისინი ყველაზე მეტად აქტიურობენ. ახლახან ტრაგიკულად დაიღუპა ბორის გურგულია, აფხაზი პოეტი, მეცნიერი-ფილოლოგი. გურგულია ხომ ნამდვილად ქართველია? დღეს აფხაზ მაჰმადიანთა ლიდერია სალეხ კვარაცხელია. დედით კვარაცხელია ვარ და ჩემთვის ეს ტრაგედიაა. მაგალითად, ჩემი გვარის კაცი, ივანე პაპასკირი აფხაზური პროზის პატრიარქად ითვლება. მე ვერ გავარკვევ, როდიდან გახდა მისი წინაპარი აფხაზი, შესაძლოა, ისიც იმ პირველი ეთნოწმენდიდან, როდესაც იქ ჩარჩენილი ქართველობა მთლიანად გააფხაზდა. სამწუხაროდ, ამ პროცესებს ზოგიერთი ისტორიკოსი –  აქ თბილისშიც კი –  ვერ ხედავს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ისტორიულად აფხაზეთი ყოველთვის ენგურამდე იყო, რაც ნონსენსია: ღალიძგას აქეთ ტერიტორიაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ აფხაზი არასდროს ცხოვრობდა. მოქვის მიდამოებში შესაძლოა, აფხაზ-აფსილთა მცირე ნაწილი ცხოვრობდა მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში, მაგრამ არა ღალიძგასთან. იმ ტერიტორიის იქით კი ცხოვრობდნენ აფხაზების წინაპრებიც და ქართველებიც. მთიელი აფხაზები წარმართები იყვნენ და აი, ამ „წარმართად მიქცეულმა“ აფხაზობამ იავარქმნა, მოსპო ყოველივე ქრისტიანული.
– რატომ ვერ აღმოჩნდა ქრისტიანობა ისეთივე ძლიერი აფხაზეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში?
– საერთოდ, აფხაზების დიდი ნაწილი დღესაც რჩება წარმართად. მათ ვერც ერთი მონოთეისტური რელიგია ვერ გაისიგრძეგანეს, იმიტომ – სომხეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სულ უფრო დიდი ინტერესით იყურება დასავლეთისკენ, სულ უფრო მეტ და მეტ დახმარებას იღებს დასავლეთისგან, სულ უფრო და უფრო აქტიურია დასავლური სომხური დიასპორა. მართალია, ჩვენ ვამაყობთ  ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებით, მაგრამ იქ სომხეთიც იღებს მონაწილეობას და აზერბაიჯანიც. გარდა ამისა, ყველა წვრთნაში, რომლებიც ნატოს ინიციატივით ტარდება სამხრეთ კავკასიაში, მონაწილეობას იღებს სომხეთი და, მეორე მხრივ, დასავლეთთან ერთად სომხეთი განიხილავს ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ საკითხებს, რომლებსაც, სომხეთის აზრით, დასავლეთის გარეშე ვერ მოაგვარებენ. 2009 წლის ივნისში ორი თვის განმავლობაში უზარმაზარი ამერიკული დელეგაცია მუშაობდა. დაფარული ინფორმაციაა, მაგრამ ცნობილია, რომ ამერიკელმა ენერგეტიკოსებმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს სომხურ ისტებლიშმენტთან.
– საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებზეა ლაპარაკი?
– ატომურ რეაქტორთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს. იმდენად წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო, რომ მის მუშაობაში ორჯერ იღებდა მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ენერგეტიკულ საკითხებში. მოკლედ, სამხრეთ კავკასიაში რთული მდგომარეობაა. გააფთრებული ბრძოლაა რამდენიმე მოთამაშეს შორის: დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სახით, თურქეთი და რუსეთი. ეს ყველაფერი ხდება გავლენის მოსაპოვებლად ირანთან სავარაუდო ომის კონტექსტში.
– თავისთავად, არის თუ არა რეალური ჯავახეთის დამოუკიდებლობა?
– ეს ნონსენსია, ჯავახეთში არაფერი მოხდება, თუ ამას არ აქვს მხარდაჭერა ერევანში ან დიასპორაში. ოფიციალური ერევნისთვის მიუღებელია არეულობა ჯავახეთში, იმიტომ რომ ოფიციალური ერევანი თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული საქართველოში გამავალ სატრანზიტო გზებზე. ამდენად, ასეთი სიტუაცია არ არის ხელსაყრელი მათთვის. როდესაც აქ ომი იყო და 12 დღით ჩაიკეტა რკინიგზა, კინაღამ შიმშილით მოკვდა ერევანი.
– ბორჩალოს პარლამენტი?
– ეს უკვე ოფიციალურ ბაქოს არ აძლევს ხელს, იმიტომ რომ ბაქოსთვის ირანთან და ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხებია მნიშვნელოვანი. გიულმამედოვის მიერ წყლის ამღვრევა არ შედის ოფიციალური ბაქოს ინტერესებში. დღეს ოფიციალური ბაქო საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის კომფორტულ რეჟიმშია და მას არაფერი არ აინტერესებს. აქ თავს გადასარევად გრძნობს აზერბაიჯანული კაპიტალი, შესანიშნავად იყენებს პორტებს, განსაკუთრებით, ფოთის პორტს, სატრანზიტო გზებს. აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული საქართველოს ტრანზიტზე. ასეა თუ ისე, მე მაინც ვხედავ რუსულ კვალს როგორც გიულმამედოვის, ისე არაბიანის განცხადებაში, თუმცა შეიძლება, სადღაც იყოს ირანული ან თურქული სპეცსამსახურების კვალიც.
– გამოდის, თუკი საქართველო მოექცევა რუსული გავლენის ქვეშ, რუსეთს ძალიან ბევრი პრობლემა უწყდება?
– დამთავრებულია მაშინ ყველაფერი, რადგან რუსეთი უკვე მომგებიან ვითარებაში დგება. რას იგებს რუსეთი, თუ საქართველო მისი გავლენის ქვეშ მოექცევა? ჯერ ერთი, ეს არის ხაფანგში აღმოჩენილი აზერბაიჯანი, რომელსაც გამოსავალი აღარ რჩება; მეორე, თურქეთი სამხრეთ კავკასიაში კი არა, საერთოდ, კავკასიაში ვეღარ მოახდენს თავისი ინტერესების რეალიზებას; მესამე –  დასავლეთი ფეხს ვერ შემოადგამს კავკასიაში. გეოპოლიტიკურად რუსეთი იქნება აბსოლუტურად გამარჯვებული და სულ სხვანაირი სახით გავა სპარსეთის ყურისკენ. თუ რუსეთმა აამუშავა აფხაზეთის რკინიგზა, რუსეთის ხელში აღმოჩნდება გასასვლელი როგორც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ისე აღმოსავლეთიდან –  დასავლეთისკენ, ამას პლუს სანავთობო კომუნიკაციები და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. აი, ამისთვის იბრძვის რუსეთი, მაგრამ არა მარტო რუსეთი.
– კიდევ კარგი, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია თავისი გავლენის შენარჩუნება ამ ტერიტორიაზე.
– მაგრამ აქ საინტერესოა ის, რომ, მართალია, დასავლეთში შედის თურქეთიც, მაგრამ თურქეთს აქვს თავისი ინტერესები. თურქეთის დღევანდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, როდესაც ის ჯერ კიდევ გალათასარაის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, მოახდინა თურქეთის ინტერესების პირდაპირი დეკლარირება: თურქეთის განსაკუთრებული ინტერესების სფეროში შედის მთელი თურქულენოვანი სამყარო, პლუს 1 000 კილომეტრი თურქეთის საზღვრიდან ყველა მიმართულებით.
– უიმე!
– ეს არ არის პანთურქიზმი, ეს არის პანოსმანიზმი და ის აბსოლუტურად განსხვავდება პანთურქისმიზგან. ფაქტია, რომ თურქეთი ცდილობს, ისლამურ სამყაროში მოიპოვოს ლიდერობა და მაქსიმალურად დაასუსტოს ირანი და ნუ დაგვავიწყდება, რომ მუსლიმანურ ნიადაგზე ირანსა და თურქეთს შორის დაპირისპირებაა. ორივე მუდმივად ცდილობდა, რომ ისლამურ სამყაროში არავინ ყოფილიყო ლიდერი. ამას მიაღწიეს. დღეს ირანს მხოლოდ ერთი მოკავშირე დარჩა –  პაკისტანი, დანარჩენები თურქეთისადმი სიმპათიით არიან განწყობილი. ჯერ ერთი, ამისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და პლუს თურქეთი კავკასიას თავისი ინტერესების სფეროდ მიიჩნევს და იბრძვის. ამდენად, დასავლეთისა და თურქეთის ინტერესები განსხვავებულია.
– იმედი მაქვს, დასავლეთი ასე ადვილად არ დაგვთმობს.
– ჩვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა საქართველოს ფუნქციის სწორად განსაზღვრა. საქართველოს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ფუნქცია და მხოლოდ გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ ფუნქციას ვერ მიინიჭებ. ჩემი აზრით, საქართველოს ფუნქცია უნდა იყოს კავკასიის კულტურული და ჰუმანიტარული ცენტრი. სხვა ფუნქცია ჩვენ არ გვაქვს.
скачать dle 11.3