კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უშიშარი და გადამჩვეველი

„მკვდარი მკვდარს აეკიდაო“

 

ვიდრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ევროკავშირს გულს უკეთებდა, ევროზონის კრიზისი ევროკავშირის წევრობას ვერ გადაგვაფიქრებინებსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ლიბანელ კოლეგას შეხვდა, სხვათა შორის, ფრიად ნაყოფიერადაც: მხარეები ლიბანსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმდნენ (ბ-ნი გილაური კოლეგას სამშობლოში ეახლა). თუმცა, ურთიერთგაგებისა და დაახლოების პროცესი მხოლოდ ამით არ ამოწურულა: გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის სამთავრობათშორისო საბჭო შეიქმნება, რომელიც 6 თვეში ერთხელ შეიკრიბება: სამსჯელოდ და სამომავლო გეგმების დასასახავ-განსახორციელებლად (როგორც ჩანს, მეტად დაახლოებულან!).

ბ-ნი გილაური ლიბანელ ბიზნესმენთა ფორუმსაც დაესწრო, სიტყვითაც გამოვიდა და მათ საქართველოს ეკონომიკის რენესანსზეც უამბო, როგორც ჩანს, ისე ხატოვნად და მაცდურად, რომ, ოფიციალური ქართული ელმედიის ცნობით, რამდენიმე ლიბანელი ბიზნესმენი ჩვენს სამშობლოში ბიზნესის წამოწყების იშტაზეც მოუყვანია (ნუ იტყვით და, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში).

ინფორმაციის სრულყოფილებისთვის აქვე გეტყვით, რომ „ვიკიპედიაში“ ლიბანის სუსტ მხარეებად შემდეგია მოხსენიებული: დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის იმპორტზე, მაღალი სახელმწიფო ვალები, ქვეყანაში ნარკოვაჭრობისა და კორუფციის არსებობა ინვესტორებს ამ ქვეყნისადმი უნდობლობას უჩენს. თუმცა, სავარაუდოდ, ჩვენს პრემიერ-მინისტრს (თითქმის ისეთივე უშიშარს, როგორც უხორცოს) ზემოთქმული არ აშინებს (და მერე რა, რომ იქმნება შთაბეჭდილება: „მკვდარი მკვდარს აეკიდაო“?!). ჰოდა, რაკი არ აშინებს, უახლოეს მომავალში თავის ლიბანელ კოლეგას საქართველოში ელის (განა მარტოს, დელეგაციის თანხლებით). თუმცა ისიცაა, შესაძლოა, უხორცოსავით უშიშრობა იქით იყოს და, ბ-ნი გილაური, უბრალოდ, კეთილ საქმეს სჩადიოდეს: ლიბანური ოფიციოზის კორუფციისგან გადაჩვევის სურვილი კლავდეს! 

 

скачать dle 11.3