კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩეულთა ხვედრი

ანუ, ნასუფრალის მუშტარი

 

მართალია, გვარწმუნებენ, ისეთი დემოკრატია აშენდა, თითოეულს თავისი პოტენციალის გამომჟღავნების შესაძლებლობაც აქვს და ამ პოტენციალის შესაბამისი სოციალური სტატუსის დაკავებისაცო (იმდენი ამის მთქმელს ცხვირი დაუმშვენდა!), თუმცა, ეს თეზა რომ გადაჭარბებულია, ამას სტუდენტობაშეჩერებული ახალგაზრდების რაოდენობაც მოწმობს (მათ ოჯახებს სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ). ასეა თუ ისე, აგერ უკვე თვეა, ინტენსიურად გვახარებდნენ, რომ საზაფხულოდ რამდენიმე ათას სტუდენტს თავიანთი სპეციალობების მიხედვით დაასაქმებდნენ (ახალგაზრდები ფულსაც იშოვიან და საკუთარ თავსაც გამოსცდიანო). ოღონდ, ჩვეულებისამებრ, ისე ვერ გაწვიმდა, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააქუხა (აქვე გეტყვით, რომ, თითქოს, ამ კონკრეტულ პროგრამას ნაპარლამენტარ ქ-ნ ნაზი არონიას შვილი კურირებს, მეტად ნორჩი და, რა თქმა უნდა, სრულიად გამოუცდელი). მიუხედავად ქართული საერთო მაუწყებლების მტკიცებისა (რაკი ენას ძვალი არ აქვს), რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამით ოცნებაახდენილი სტუდენტები სიხარულით ტანზე იხევენ (თუმცა, რა თქმა უნდა, არც ტანზეშემოხეულთა ნაკლებობაა, ოღონდ, როგორც ამბობენ, სტუდენტურ თვითმმართველობებსა და მათთან დაახლოებულ წრეებში), რეალურად, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

გულუბრყვილო სტუდენტები (იმედით, რომ სწორედ მათი ბედნიერებისთვის შეიქმნა „სტუდენტური დასაქმების პროგრამა“) 20 მარტს დილის 9 საათიდანვე მიუსხდნენ კომპიუტერებს (სამუშაო ადგილების არჩევა იმ დროს დაიწყო), მაგრამ, ჯერ ერთი, სისტემა გაუმართავად მუშაობდა (რაკი საატესტატო გამოცდების გამოცდილება არსებობს, წარმოუდგენელია, განათლების სამინისტროს სერვერის გამართვა ვერ მოეხერხებინა, რასაკვირველია, თუ ამის სურვილი ექნებოდა) და, რაც მთავარია, თუკი რეგისტრაციის გავლას მოახერხებდი, საოფისე სამუშაო ადგილები უკვე დაკავებული დაგხვდებოდა (თვითმხილველების თქმით, მოგვიანებით, თვითმმართველობის წევრები თავს იწონებდნენ, რომ თავად რეგისტრაცია ერთი თვის წინათ გაიარეს). ჩვენ არ შევჩერდებით ამ პროექტის სხვა უარყოფით, მეტიც, შეურაცხმყოფელ დეტალებზე, რადგან ისინი სტუდენტებმაც კარგად იციან და, რა თქმა უნდა, პროექტის ავტორებმაც.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ახალგაზრდები მმართველ ძალას უკვე განაღდებული ჰყავს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ასი მტერი ვერას გავნებს, ოდეს კაცი თავსა ივნებს“, მიეცა თავისუფალი სივრცე და ნეიტრალურთა გული ჯანსაღ კონკურენციაში მოეპოვებინა.

 

скачать dle 11.3