კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადაცმული ტანკისტები

გელით გაშლილი ხელით!

 

გასულ კვირას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახმინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით „ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ბუნებრივია, ამ ფორუმზე თავად სახმინისტრი ბ-ნი ბარამიძე სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე უფრო ძლიერი ზეწოლის განხორციელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. თუმცა, არც ის დაუმალავს, რომ დემოკრატიული, სტაბილური და პასუხისმგებლობის მქონე რუსეთის ხილვა სურს და, ისიც აღნიშნა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ასეთი რუსეთი წარმოუდგენელია“, ოღონდ, დასძინა, რომ მაინც იმედიანადაა. ხოლო, რაკი იმედიანადაა, უფრო ზუსტად, რაკი იმედიანად ვართ, კონსტრუქციულადაც ვმოქმედებთ („რათა ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთობებს მინიმალური ზიანი მიადგეს). კონსტრუქციულობა კი შემდეგნაირია (მომყავს ციტატა): „ცალმხრივად რუსეთთან სავიზო რეჟიმი გავაუქმეთ. ჩვენი მიდგომა მარტივია – ჩვენ მივესალმებით რუს ტურისტებს და არა რუს ტანკისტებს.“

სავსებით ბუნებრივია, მაგრამ, აი, იმ ინსტრუქციასაც თუ გაგვაცნობდნენ, ტურისტად გადაცმული ტანკისტები როგორ აღმოგვეჩინა, მთლად გადასარევი იქნებოდა. 

 

скачать dle 11.3