კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკში დაიწყო რატი წითელაძემ „აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრება“ და რატომ ეპარებათ ეჭვი მის ორიენტაციაში

ბოლო დროს ის ქართული მედიის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ სახედ იქცა. „ჟიგოლო”, „ალფონსი”, „მაჩო”, „კაცი გამოძახებით”... –  მის მიმართ ეპითეტებს არ იშურებენ. ამბობს, რომ მისი სპორტული მიღწევებით არავინ დაინტერესებულა და ჟურნალების გარეკანზე მას მერე აღმოჩნდა, რაც „ჟიგოლოს” იმიჯი მოირგო თუ მოარგეს. ამჟამად ფოტომოდელი და მსახიობია, მიზნად აქვს დასახული, ჰოლივუდისკენ გაიკვალოს გზა. ჯგუფურ სექსსა და პორნოფილმებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ოდესმე პორნომსახიობადაც მოგვევლინოს... ჩვენი სტუმარი დღეს რატი წითელაძეა.

 

– რატი, გიყურე ეკრანზე და ბევრი კითხვა გამიჩნდა... მეჩვენება თუ ცოტათი ნარცისი ხარ?

– საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ გადაცემიდან ბევრი რამ იყო ამოჭრილი, იქ მე კარგად ვილაპარაკე მაგ თემაზე. ნარცისი ნამდვილად არ ვარ, პირიქით, თვითკრიტიკული ვარ და მუდმივად  ვმუშაობ საკუთარ თავზე. ნარცისი რომ ვიყო, ვიფიქრებდი, რომ გადასარევ ფორმაში ვარ და გავჩერდებოდი. უბრალოდ, მიყვარს საკუთარი თავი და ვიხარჯები ჩემს საქმეში. 

პრინციპში, ჩემი სპორტული მიღწევებით არავინ დაინტერესებულა, არადა, ერთდროულად სამ სახეობაში ვასპარეზობდი და ევროპის ჩემპიონიც ვარ. სპორტს თავი დავანებე – ჩემი აზრით, თავი ამოვწურე. ამჟამად ვარ ფოტომოდელი და მსახიობი, მყავს პროდიუსერი, რომელიც ყველა მაგ საკითხთან დაკავშირებულ საქმეს აგვარებს. ამჟამად მასთან ვცხოვრობ და მისი მეუღლე, ფაქტობრივად, ჩემს იმიჯზე მუშაობს. 

– ჟურნალებისთვის იღებ?

– არა, საქართველოში ვერ ვხედავ ჩემით დაინტერესებას, უფრო ევროპაში. არც რუსებთან მაქვს მაინცდამაინც კავშირი. ჰოლანდიაში ვიყავი და იქ შემომთავაზეს ფოტოსესიაში მონაწილეობა. ყველა ჟურნალისტი მეკითხება გახდაზე. სად გინახივართ დედიშობილა, ძალიან მაინტერესებს?! ეგრე გახდილი ყველა კაცია (იცინის). რასაც მეკითხებიან, ვპასუხობ გულწრფელად. იმაშიც გულწრფელი ვიყავი, რომ 2 000 ევრო ცოტაა, იმიტომ რომ, რატი წითელაძე შეუფასებელია (იცინის). არ წავსულვარ ასეთ გარიგებაზე, თუმცა, არ ვიქნები კატეგორიული და არ ვიტყვი, რომ არც მომავალში წავალ. უბრალოდ, არ იყო ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის სექსს უკვე აღარ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა. 24 წლის კი ვარ, მაგრამ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ეგ ეტაპი უკვე გავიარე, ძალიან ადრე დავიწყე სქესობრივი ცხოვრება და სექსუალურ მომსახურებას არ ვეწევი. თუმცა ინტერნეტით ძალიან ხშირად, ყოველდღე, მწერენ თავიანთ სექსუალურ სურვილებს ქალებიც და კაცებიც, ფულსაც მთავაზობენ და ისეც. ვინც თბილისში ცნობილი გეია შოუ-ბიზნესში, ყველასგან მქონია შემოთავაზებები. არადა, რომ ჰკითხო, რეალურად არავის არ მოსწონს რატი, ყველაფერს მიწუნებენ, რატომღაც, რცხვენიათ აღიარონ, რომ ვაინტერესებ. 

– პირადად არ გამოხატავენ შენ მიმართ ინტერესს?

– პირადად რა, მე ძალიან ცოტას ვკონტაქტობ ხალხთან, საკმაოდ ჩაკეტილი და კომპლექსიანი ადამიანი ვარ, არ მეტყობა საუბარში? ღამის კლუბებსა და ბარებში მე არ დავდივარ, ვუნახივარ ვინმეს სადმე ასეთ ადგილას?! დალევასა და მოწევაზე ზედმეტია ლაპარაკი. ერთხელ ვიყავი თბილისში დისკოთეკაზე მარტო. რომ ვთქვა, გოგოებში ხშირად „ვიჩითები”-მეთქი – არა, არ ვარ მარიაჟი და ტრადიციული თბილისელი ტიპი. საერთოდაც არ ვარ ტრადიციული. ახლა მარტო ტრენაჟორებზე დავდივარ და მალე იქაც აღარ ვივლი, რადგან, სახლში მექნება სპორტდარბაზი. ჩვეულებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ, ოღონდ, ისე, რომ არ შემამჩნიონ – ქუდით, კაშნეთი, სათვალით დავდივარ ხოლმე. გართობისთვის აღარ მცალია, ამჟამად ფილმზე ვმუშაობთ, რომელიც უფრო ცხოვრებისეული დრამაა, ძალიან რეალური; ვიღებთ პატარ-პატარა კლიპებს, რომლებიც სამოტივაციოა. 

– შენ აჭარიდან ჩამოხვედი თბილისში.

– ჰო, ეგ როდის იყო, ათი წლის წინ. მაშინ სხვანაირი ვიყავი – დაკომპლექსებული, გარეგნულადაც სხვანაირი. ჩამოვედი და თბილისის აზრზე არ ვიყავი, თან, მარტო ვცხოვრობდი. ფული მოვიგე და წამოვედი. მიზანი მქონდა და იმიტომ ჩამოვედი. აზარტულ თამაშებს ვთამაშობდი: ტოტალიზატორი, ბანქო, რასაც ყომარი ერქვა... მოკლედ, ძალიან, ბევრ ცუდ რამეს ვაკეთებდი. ალბათ, სხვანაირად მაშინ არ გამოვიდოდა. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, მაშინ ყველას უჭირდა. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ, მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, მშობლებთან ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა. საათობით არ ველაპარაკები დედაჩემს ტელეფონზე. რადგან გადავწყვიტე, თბილისში წამოვსულიყავი, წამოვედი კიდეც მიზნისთვის. სპორტს ვერ ვიტანდი, მაგრამ, მაინც ვვარჯიშობდი, რადგან, მჭირდებოდა. 

– რომ ჩამოხვედი სად ცხოვრობდი?

– ვაკის სტუდქალაქში და ხშირად ცუდად ვიყავი, ძალიან მიჭირდა. ზოგჯერ, რომ ვვარჯიშობდი, გულზე შეტევები მქონდა ხოლმე. მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტი დამეხმარა ძალიან...

– თქვი, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი სქესობრივი ცხოვრება გქონდა. გქონია რამე უჩვეულო, მაგალითად, ჯგუფურ სექსში მიგიღია მონაწილეობა?

– არა, ჯგუფურ სექსში კი არა, ჯგუფურ ფოტოსესიაში არ მიმიღია მონაწილეობა, თუ ჩემ გარდა კიდევ ვინმე იქნება ბიჭი, არ დავთანხმდები. თუმცა, ჯგუფურ სექსზე ხშირად მქონია შემოთავაზებები. შეიძლებოდა, პორნომსახიობიც ვყოფილიყავი (იცინის). ვხუმრობ. თუმცა, ეს რეალურად ფულის შოვნისა და კარიერის გაკეთების საშუალებაა – ბევრი პორნომსახიობი მერე ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი გახდა, მაგალითად, სტალონე. 

– გყავს ახლა მუდმივი „გერლფრენდი“ ან თუ გიყვარს ვინმე?

– არა, არ მყავს და სტაბილური არც მყოლია. დიდხანს ვერ ვძლებ ერთ ადამიანთან, მალე მბეზრდება ხოლმე. შეიძლება, ხშირად ვტკენ ქალებს გულს, უხეში, პირდაპირი და ცინიკოსი ვარ. არ არსებობდა ჩემ გვერდით ქალი, რომელსაც ჩემ გამო არ უტირია. თუმცა, ჩემს ბუნებაში არ ზის ღალატი, ეგ ხამობად მიმაჩნია. თუ ოდესმე ცოლს მოვიყვან, გამორიცხულია ღალატი. თუმცა, არა მგონია, ოდესმე დავქორწინდე. 

– როგორი შეიძლება იყოს ქალი, რომელიც რატის მოეწონება?

– ეგრე კონკრეტულად არ ვიცი, მექალთანეც არ ვარ, ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს ქალებთან. თუმცა, არც იმას ვიტყვი, რომ გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა და თავში ჭკუა უნდა ჰქონდეს, ან სულიერება – ტყუილია ეგ ყველაფერი. ინტელექტი ფართო ცნებაა. ძნელია, თქვა, გოგო ჭკვიანია ან დებილიაო. რატომ არის დებილი? მთავარია, შენთვის, შენ მიმართ როგორი იქნება. რაღაც არის, ადამიანს შეხედავ და გრძნობ, კარგია თუ ცუდი. შეიძლება, ვინმე მოხუცი ქალი იყოს, რა ვიცი (იცინის). ქალი გზის გაკვალვაში არ დამხმარებია ნამდვილად,  როგორ დამეხმარებოდა, ტატამზე ჩემ მაგივრად იასპარეზებდა, თუ?! თუ ისინი ფინანსურად მეხმარებოდნენ, გამოდის, მეც ვეხმარებოდი სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაში. ქმრიანი ქალიც მყოლია, უქმროც და ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ, ეს ყველაფერი წარსულში იყო, ახლა ჩემი მიზანი ჰოლივუდი და მსახიობობაა. 

– რა ჟანრში წარმოგიდგენია თავი?

– უფრო დრამაში, ცხოვრებისეულ ფსიქოლოგიურ დრამაში, რაც მე მომწონს და არა თრილერში. ახლა ინგლისურს ვსწავლობ და მეტყველებაზეც ვმუშაობ – ვცდილობ, დავხვეწო. თუ ვინმე იტყვის, რატი თავმდაბალიაო, გამეცინება – ნამდვილად არ ვარ თავმდაბალი, ვარ ის, რაც ვარ, მეკითხები და გპასუხობ. არ ვარ მორცხვი მაგ მხრივ, თუმცა რომ მითხრა, ახლა აქ გაიხადეო, არ გავიხდი (იცინის). 

– იმ ცნობილ ვიდეორგოლზე მომიყევი.

– ჩემი პროდიუსერი რომა მოვიდა და მითხრა, რომ ამერიკაში პროფესიულ კრივში უნდა მეჩხუბა. გადაღებებია, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და თუ დაინტერესდები, კარგი იქნებაო. ეს არის სატესტო დემო ვარიანტი, ვნახეთ საქართველოში საინტერესო ადგილები და მეც ჩემი თავი მოვსინჯე კამერის წინ.

– სპორტსმენები ინტელექტში მოიკოჭლებენ,  შენ როგორ ხარ მაგ მხრივ?

– რა ვიცი, დიდად ვერ ვკითხულობ. პრინციპში, მე არც ვარ სპორტსმენი, ფოტომოდელი და მსახიობი ვარ. 17 წლისა სპორტით ვიყავი დაკავებული და მეუბნებოდნენ, სულელი ხარ, თუ არ გინდა, რაღას ვარჯიშობო. მივაღწიე მიზანს და დავკარგე ინტერესი.  ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. გამოვა ჩემი ფილმები და ნახავს ხალხი. პრინციპში, თუ არც ნახავს არ მენაღვლება (იცინის). არ მაინტერესებს, ჩემზე ვინ რას ფიქრობს და რას ამბობს. ძალიან არაქართული ტიპი ვარ. ბევრნაირი ეროვნების ხალხთან მიცხოვრია, მაინტერესებდა იმათი აზროვნება, კულტურა და ეგრე უფრო ვითარდები. 

– როგორც თქვი, აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრება გქონდა.

– კი, ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და, მათ შორის – სექსშიც. ყველაფერში უნდა იდგე მაღალ დონეზე და ბევრი რამეც მომისინჯავს. თუ მაქვს სექსი, ვცდილობ, ქალს ვაგრძნობინო, რომ საუკეთესო ვარ და სხვასთან ასეთი ვერ ექნება (იცინის). მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. 

– პოლიტიკოსი გეებისგან გქონია შემოთავაზება?

– ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, მგონი – კი. პოლიტიკისგან საერთოდ ძალიან შორს ვარ და არ ვერევი მაგ საქმეში. თუმცა, ხომ გეუბნები, გეები ხშირად მწერენ ხოლმე. რატომღაც, უფრო ჰგონიათ, რომ ბისექსუალი ვარ. რატომ, თუკი თავს უვლი, რასაც ქართველი ბიჭები არ აკეთებენ, ამიტომ, საეჭვო ორიენტაციის ხარ?! მე არ დავდივარ სალონში, სპასალონებში და ცენტრებში, „პროფილისთვის“ იყო გაკეთებული ეგ ყველაფერი. მე მედიაში ფიარი არ მჭირდება, ინტერვიუებს იმიტომ ვიძლევი, რომ კამერებთან და ჟურნალისტებთან მუშაობა ვისწავლო. წინასწარ არ ვგეგმავ, რას ვიტყვი. არ ესმით ხოლმე ადამიანებს ჩემი, თუმცა, სხვების აზრი მე მაინცდამაინც არ მაინტერესებს. ხომ ვამბობ, არ ვუყვარვარ პუბლიკას-მეთქი, თუმცა, მომთმენი ვარ, კარგი იუმორის გრძნობა მაქვს და, რაც უნდა მლანძღონ, არ ვბრაზდები არასდროს. იუმორი კი არა, უფრო ცინიკოსი ვარ და ძნელია ჩემ გვერდით გაძლება, სხვათა შორის, საკუთარი თავის მიმართაც ცინიკური დამოკიდებულება მაქვს – სხვანაირად წინ ვერ წახვალ. მაგალითად, მხატვარი როცა ხარ, თუ ყველა შენი ნახატით აღფრთოვანებული ხარ, წინ ვერ წახვალ და ერთ ადგილზე გაიყინები. რაღაცით ხომ უნდა სჯობდე სხვას. მე ჩემს კონკურენტად არავინ მიმაჩნია. თუმცა, რინგზე ძალიან ემოციური და აგრესიული ვიყავი და კონფლიქტიც მომსვლია მეტოქესთან. აბა, უმაგისოდ წარმატებას ვერ მიაღწევ და ვერც ჩემპიონი გახდები.

 

 

скачать dle 11.3