გაკვეთილზე: – რა სარგებლობას გვაძლევს ძროხა? – სარგებლობას არა‚ დავალებებს გვაძლევს...
***
იცით‚ რამდენი „პედალი“ აქვთ ოლიგარქებს? უფრო ხშირად, ორი – გაზი და ნავთობი... ხან – ერთიც...
***
მივდივარ მანქანით – ყველა ფეხით მოსიარულე ქათამია; თუ ფეხით მივდივარ – ყველა მძღოლი ინდაურია; თუ ველოსიპედით – ყველანი ქათმები და ინდაურები არიან.
***
– თუ ყველა ქერა შტერია‚ ყოველ მათგანს რატომ აქვს ყველაფერი, შენ კიდევ – არაფერი?!
***
„განაყოფიერდით და გამრავლდით!“ – თქვა ღმერთმა.
ეტყობა‚ ღმერთის სიტყვა ყველაზე მეტად ჩინელებსა და ინდოელებს ესმით.
***
საოცრებათა სამყაროში:
ჩატარდა თბილისის ჩემპიონატი ავტორალიში‚ პირველი ფინიშზე შემთხვევით ¹100 „მარშრუტკა“ აღმოჩნდა.
***
– 55 ზომა ბათინკები თუ გაქვთ?
– რომელი ზომა?
– 55...
– გამოზაფხულდა‚ რაღა დროს თხილამურებია?!
***
– გაიგე, ლიზი გათხოვილა?!
– მერე‚ სიძე როგორია?
– ო... როგორც აინშტაინი.
– ვა‚ ასეთი ჭკვიანი?
– არა‚ ჭაღარა და ულვაშიანი!
***
ახალგამომცხვარი ბიზნესმენი გოგონასთან ერთად პარფიუმერიულ მაღაზიაში შედის.
– „დუხი“ გვინდა – „თეატრის გოგო“, – ამბობს კაცი.
– რომელი?
გოგონა თაროზე მიუთითებს:
– აი‚ ის – „მის ოპერა“!
***
მეოთხეკლასელი ბიჭი კომპიუტერთანაა მიჯაჭვული. მშობლებმა გადაწყვიტეს‚ როგორმე მოაშორონ‚ და მოუყვანეს კუ. ორი დღის შემდეგ მოდიან მშობლები სამსახურიდან და ხედავენ‚ ბიჭი „ატვიორკით“ ხელში კუს უტრიალებს‚ ხან აქ შეურჭობს ხან იქ:
– ვერ გაეშვა ეს ლითონის გროვა... სადღაც ხომ უნდა ჰქონდეს გასახსნელი...
***
დათვი ათი წელი მსახურობდა ბოშებთან... ბოლოს დაწოლილი ვეღარ იძინებდა – რამე არ მომპარონო.
***
არ დახოცო კოღოები! მათში ხომ შენი, ჩვენი სისხლი ჩქეფს!
***
ინტელიგენტი ჩხუბობს:
– ბატონო‚ რადგან ვერ შევძელი თქვენი გადარწმუნება‚ ამიტომ, გადავდივარ შეურაცხყოფაზე...
***
ჩვენთან ისეთი სიმკაცრეა... როგორც კი უფროსი შემოდის‚ მაშინვე ვწყვეტთ შაყირს... მასზე.
***
ქალების გარეშე კოსმოსში ისე გაუჭირდათ‚ რომ კოსმოსურმა ხომალდმაც კი დაკარგა ორიენტაცია.
***
– გოგონი‚ თქვენ უმაღლესი პილოტაჟის ფიგურა გაქვთ...
***
– შემიძლია ყველაფერი‚ დამირეკე‚ არ ინანებ!
– უკაცრავად‚ „ვინდოუსის“ გადაყენება თუ შეგიძლიათ?
***
– ვაშაა! პატრონი დღეს ქეიფს აპირებს! – მხიარულად აყეფდნენ ძაღლები.
– პატრონი დღეს ქეიფს აპირებს... – სახლის ქვეშ შეძვრნენ ქათმები...
***
მამაკაცები – როგორც „ბლუთუსი:“ თუ ახლოსაა – კარგი კავშირია‚ თუ შორს – მაშინვე იწყებენ ახალი მოწყობილობის ძებნას. ქალები – როგორც „ვაი-ფაი“‚ ყველას ხედავენ და მხოლოდ ძლიერს ერთვებიან.
***
– ოი‚ ნახე‚ რა სვეტსკი საპატარძლო კაბაა!..
– ოი‚ მართლა!
– მიდი‚ რა, მოისინჯე!
– არა‚ უხერხულია...
– რაა უხერხული? აიღე, შეხვალ კაბინაში და გადაიცვამ...
– აუ‚ აკო‚ შემეშვი რა‚ რა საპატარძლო კაბა... დილით წვერიც კი არ გამიპარსია...
***
ნიუტონის მეოთხე კანონი: კუთხეში მიმწყვდეული სხეული კარგავს წინააღმდეგობის უნარს.
***
საბავშვო ბაღი. შემოდის მასწავლებელი და ხედავს‚ შემოდგომის კუთხეში დაწყობილ ხილს ვაშლი აკლია.
– ვინ შეჭამა ვაშლი?
ხმას არავინ იღებს.
– იცით‚ ეს რომელი ვაშლი იყო?
– მიჩურინის გამოყვანილი ანტონოვკა?!
– არა‚ გაურეცხავი...
ეს იყო ბაქრაძის პირველი ვადამდელი პასუხი.
***
ფულს სუნი არ უდის‚ მაგრამ, რა სუნი უდით მათ‚ ვისაც ის სულ არა აქვთ?!
***
კაცი სახლში ბრუნდება‚ ხედავს‚ ცოლი საძინებელში ვიღაც უცხო კაცთან ერთად კოტრიალობს და მთელი ხმით უყვირის:
– უსირცხვილო‚ ესე იგი, გავალ თუ არა, შენ პირველ შემხვედრთან გულაობ‚ არა?
– არა‚ პირველმა შემხვედრმა უარი მითხრა...
***
ფილმის გადაღებაა. გაცხარებული რეჟისორი მითითებებს იძლევა და უცებ ყვირის:
– რატომაა კადრში ნაგავი?
– ახლავე გავალ‚ უფროსო... – გამოეხმაურა შემთხვევითი გამვლელი.
***
– საბოსტნე მიწასა კი ვამზადებ‚ მაგრამა, შარშანა სულ გამინადგურდა...
– მიხოს ხერხი ვერ გამოიყენე‚ სიდედრის სურათი რო დადგა მთელი პლანითა და ჩიტები არ გაეკარენ?
– რას ამბობ‚ ჯო, არ გამახსენო... დავდგი ჩემი სიდედრის სურათი და, ჩიტები კი არა‚ მეზობლებიც დამიფრთხო‚ ტრაქტორიცა‚ კაცო და, რაც რამ მეთესა, პამიდვრებიდან დაწყებული‚ კარტოფილამდე, სულ გადაკარგა...
***
– დედიკო‚ დედიკო‚ ლოცა გავიზლდები სენ დაგემსგავსები?
– კი‚ შვილო‚ მე დამემსგავსები...
– ო‚ მასინ რატომ უნდა გავიზალდო...
***
მსოფლიოს ყველა არმიას აქვს საიდუმლო ბრძანება: „ჩინეთთან ომის შემთხვევაში‚ ტყვეები არ აგვყავს!“
***
– მიხო‚ მე და დედაშენი საძინებელში შევალთ‚ საქმე გვაქვს... შენ მანამდე ეზოში ითამაშე და, სანამ არ დაგიძახებთ, სახლში არ შემოხვიდე...
– შოკოლადი?
– რა შოკოლადი?..
– ვანუა ეგრე რომ მეუბნება‚ შოკოლადს მაძლევს ხოლმე...