დათო ხუჯაძე მამა გახდა
სულ რამდენიმე ხნის წინ ვწერდით, რომ მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი დათო ხუჯაძე წარდგენილი იყო ძალიან პრესტიჟულ ამერიკულ კონკურსზე „დიდი ვაშლი“, სადაც მან ორი სიმღერა, „ჯანაია“ და „მახინჯი ვარ“ წარადგინა. იმ რამდენიმე ნომინაციიდან, რომელზეც დათო იყო წარდგენილი მან ორ ძალიან სერიოზულ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, თუმცა შემოქმედებით სიახლეებთან ერთად მომღერლის ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პირადი სიახლეებიცაა. დათო პირველი შვილის მამა გახდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, მეუღლემ, ნათია ონიანმა, დათოს გოგონა აჩუქა. დათოს ახალდაბადებული ქალიშვილი 3 კილოგრამი და 500 გრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. პატარაც და დედაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ გაჩენილმა პირველმა შვილმა დათო ყველაზე ბედნიერ მამაკაცად აქცია.